2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11-მა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო, მოგვიანებით მე-6 მგზავრი საავადმყოფოში გარდაიცვალა. პაციენტი უმძიმესი დაზიანებებით კლინიკა "გორმედის" რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
როგორ ირკვევა, მიკროავტობუსში "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციაზე ჩამოსული ადამიანები იყვნენ. ამის თაობაზე "ფეისბუქის პირად გვერდზე წერს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია:
"დიდი გლოვაა "ნაციონალურ მოძრაობაში": მიტინგიდან ზუგდიდში მიმავალ ავტობუსს (გაჩერებულს) ტრაილერი დაეჯახა. არის მსხვერპლი. მეც ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და ნაცინალურ მოძრაობას. და რა გგონიათ? ამ დედამო..... სვავმა ივანიშვილმა გააგზავნა თავისი სვავი ჟურნალისტები იმედიდან, პოზტივიდან და რ2დან (მართლა რატომ ვარ ცოცხალი, რ2ს რომ ეს ჭირს), რომლებიც ეძებენ ვინმეს, ვინც იტყვის, რომ ყველაფერი "ნაცების" ბრალია, ძალით წამოიყვანეს, თორემ ცოცხალი იქნებოდა ეს ხალხიო.10 თვის ბავშვის სიკვდილით ხომ მოვიდა ხელისუფლებაში ეს გვამებზე მონადირე, ახლა ისევ ცხედრებით ცდილობს ხელისულფების გახანგრძლივებას".