თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 10-მა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
თბილისიდან დასავლეთ საქართველოსკენ მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა.
დაშავებულები კლინიკა "გორმედში“ არიან მოთავსებულები. მათგან რამდენიმე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტო გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაცია გუშინ გვიან გაავრცელა, როდესაც ავარიის შედეგად 5 ადამიანი იყო გარდაცვლილი.
"2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
შეიძლება ვინმეს გაეცინოს მაგრამ, მე მგონია რომ თურქებს ისტერიული სიძულვილი აქვთ ჩვენს მიმართ და ფიზიკურად უნდათ რო გავნადგურდეთ რომ თურქმანთა მოდგმამ ჩაიგდოს ხელში კავკასია. ტრაილერი ისეა დაჯახებული, რომ ტრაილერის მძღოლის მხარე არაა დარტყმული და ზუსტად მეორე ნახევრით დაეჯახა? ღმერთმა აცხონოს გარდაცვლილები. გულუბრყვილო ქართველები გვიან მივხვდებით რომ გარშემო ისეთი მტრებით ვართ შემოსაზღვრული ვისაც ჩვენი ფიზიკური განადგურება სურს.