ავტორი:

"ივანიშვილს ვკითხავდი, ხომ ნამდვილად ადამიანი ხარ-მეთქი? ძალიან "სტრანნი" ტიპია..." - რა კითხვები აქვს მსახიობს ივანიშვილთან და სააკაშვილთან?

"ივანიშვილს ვკითხავდი, ხომ ნამდვილად ადამიანი ხარ-მეთქი? ძალიან "სტრანნი" ტიპია..." - რა კითხვები აქვს მსახიობს ივანიშვილთან და სააკაშვილთან?

მსახიობი, ტელეწამყვანი, შოუმენი - ლევან სუხიტაშვილი თავისი ასოციაციით ბავშვობისა და თინეიჯერობის დროინდელ მოგონებებს გვიზიარებს და მიმდინარე აქტუალურ თემებზეც გვესაუბრება - თუ რა კითხვებს დაუსვამდა, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილს, რომელი როლის გადათამაშებას ისურვებდა და რატომ გადაწყვიტა სკოლის შემდეგ სამედიცინო განათლების მიღება, რა არის მისთვის კარალეთი, რატომ უნდა ნახოს სოფელი ყველა ბავშვმა და ა.შ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"კარალეთი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. საერთოდ, ვთლი, რომ თუ გინდა, ადამიანად გაიზარდო, ადამიანური გრძნობები, განცდები, ემოცია გქონდეს, აუცილებლად უნდა "გაიარო" სოფელი. იქ ბევრ ისეთ მაგარ რამეს ისწავლი, რაც შენს პიროვნულ ჩამოყალიბებაში დიდ როლს ითამაშებს..."

"ბანალური იქნება, რომ ვთქვა, მაგრამ ომი ყველაზე დიდ ტკივილთან ასოცირდება. მხოლოდ ტ კივილიც არ არის... ეს ის საშინელებაა, რის გამოც მხოლოდ მიწებს კი არა, გარდაცვლილ და ცოცხალ ადამიანებს, ადამიანურ ურთიერთობებს კარგავ. თანაც - რის გამო?!. მსოფლიოში, სამყაროში არაფერი ღირს იმად, რომ ცოცხალი ადამიანები დაკარგო! განა, რა უნდა იყოს ასეთი?! ჩემთვის წარმოუდგენელია. ომი იდიოტობაა!.."

"რუსი მეგობრები მყავს, ისინი მიყვარს, მათაც ვუყვარვარ. როცა ერთად ვსხედვართ, ოფიციალურად, მტრები ვართ, თუმცა, როცა ვსაუბრობთ თემაზე, თუ რატომ უნდა ვიყოთ მტრები, პასუხს ვერ ვპოულობთ. შესაბამისად, ეს მტრობა ჩვენნაირი მოქალაქეებისგან არ მოდის. რაც ხდება, ბოროტი ადამიანების ქმედებაა და იმაზეა დამოკიდებული, ვის მეტი ძალაუფლება აქვს..." გააგრძელეთ კითხვა

"ექიმები გიჟებივით დარბიან...ჩემგან 10 ნაბიჯში, სასწრაფოს მანქანაში, ვიღაც სიკვდილს ებრძვის" - რას წერს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი

ერთად შეკრებილი ათასობით ადამიანი უხანში - როგორ იზეიმეს ჰელოუინი ქალაქში, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა

"სიყვარული ფერადია და ფოტოებიც ფერადი უნდა იყოს“ - ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის რომანტიკული ფოტოები "პარიზული დღეებიდან“