სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იწერებოდა კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებები
როგორ იწერებოდა კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებები

კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია ყო­ველ­თვის სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა­ზე ოც­ნე­ბობ­და, თუმ­ცა მისი ცხოვ­რე­ბა სხვაგ­ვა­რად წა­რი­მარ­თა. მწერ­ლო­ბა პრო­ფე­სი­ად ექცა და სხვე­ბის­გან არა მხო­ლოდ ლექ­სი­კით, არ­ქა­უ­ლი წე­რის მა­ნე­რი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და. დი­ა­ლექ­ტე­ბი­დან ნა­სეს­ხებ სი­ტყვებს გა­ურ­ბო­და, თუ ასე უშუ­ა­ლოდ რო­მე­ლი­მე გმირს არ ამე­ტყვე­ლებ­და. ცუდ ქარ­თულ­ზე მო­უ­ბარს კი შეძ­ლე­ბისგდაგ­ვა­რად არი­დებ­და ყურს. "დღე­და­ღამ ვებ­რძვი ქარ­თულ სი­ტყვას, რო­გორც კოჭ­ლი ია­კო­ბი ებ­რა­ელ­თა მრის­ხა­ნე ღმერ­თსო", - წერ­და ის.

ზოგ­ჯერ ნო­ვე­ლის წე­რას რო­მან­ზე არა­ნაკ­ლებ დროს უთ­მობ­და, მა­გა­ლი­თად ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წერ­და "დიდ იო­სებს", "ზა­რე­ბი გრი­გალ­ში" კი ერთ ღა­მე­ში და­წე­რა: "დე­და­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ "დამ­სხვრე­უ­ლი ჩონ­გუ­რი" და­მა­წე­რი­ნა. 1924 წელს ჩემი საყ­ვა­რე­ლი ძმა - ალექ­სან­დრე მიკ­ვდე­ბო­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვუ­თევ­დი ღა­მე­ებს. ერთხელ მო­მე­წყი­ნა, დარ­დი შე­მო­მენ­თო გულ­ზე. სწო­რედ იმ სა­ში­ნელ ღა­მეს დავ­წე­რე "ზა­რე­ბი გრი­გალ­ში". ვწერ­დი და ვტი­რო­დი. ჩვენ­ში ბევ­რს ჰგო­ნია, პა­ტა­რა ნო­ვე­ლა ად­ვი­ლი და­სა­წე­რი­აო, რად­გან ზო­გი­ერ­თმა ლი­ტე­რა­ტორ­მაც არ იცის, რომ ნო­ვე­ლა პრო­ზა­ში იგი­ვეა, რაც ლექსთა შო­რის სო­ნე­ტი.

პი­რა­დი უბე­დუ­რე­ბის გამო იშ­ვი­ა­თად ვტი­რი, მაგ­რამ ჩე­მი­ვე გმი­რე­ბის უბე­დუ­რე­ბას ავუ­ტი­რე­ბი­ვარ (ცოტა არ იყოს, მე­ჩო­თი­რე­ბა კი­დე­ვაც ამის გამ­ხე­ლა, რად­გან გულ­ჩვი­ლი ვაჟ­კა­ცი არ მომ­წონს)".

რაც შე­ე­ხე­ბა, უშუ­ა­ლოდ, წე­რის პრო­ცესს, ამა­ზე თა­ვად კონ­სტან­ტი­ნე წერ­და:

"ძნე­ლია ამის აწე­რა, თუ რო­გორ ვწერ. შე­მოქ­მე­დე­ბის ამ­ბა­ვი ჯე­რაც უაღ­რე­სის იდუ­მა­ლე­ბი­თაა მო­ცუ­ლი, მეც­ნი­ე­რე­ბა დიდ მუ­შა­ო­ბას ეწე­ვა შე­მოქ­მე­დე­ბის პრო­ცე­სის შე­საც­ნო­ბად. თე­ო­რი­ე­ბი მრა­ვა­ლია, მაგ­რამ რა?..

მე შე­მიძ­ლია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მუ­შა­ო­ბის გა­რეგ­ნულ ვი­თა­რე­ბა­თა გამო მო­გი­თხროთ ზოგი რამ (ვინ იცის, ეგებ ვინ­მეს გა­მო­ად­გეს ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბა­ნი). თუ ის ბალ­ღე­ბი, ახლა რომ ქარ­თვე­ლი დე­დე­ბის კალ­თა­ში ან აკ­ვნებ­ში წვა­ნან, ჩემ­ზე უკეთ და­ე­უფ­ლე­ბი­ან ქარ­თულ სი­ტყვას, ეს ფრი­ა­დაც გა­მე­ხარ­დე­ბა.

სა­ერ­თოდ, ქვე­შეც­ნე­უ­ლად ვწერ. მეტ­წი­ლად სა­თა­უ­რი­დან გა­მოვ­დი­ვარ: ვერ გე­ტყვით, თუ რო­გორ ხდე­ბა ეს, რო­გორ გა­მო­უდ­გე­ბა ერთს ან ორ სი­ტყვას, სა­თა­ურ­ში გახ­მა­უ­რე­ბულს, ათა­სი და ათი ათა­სი (რო­გორც ახ­ლად გა­ჩე­ნილ დე­დას - ნა­ყა­რი ფუტ­კა­რი). სა­თა­უ­რის და­წე­რი­დან უკა­ნას­კნელ წერ­ტი­ლის დას­მამ­დის შემ­დე­გი პრო­ცე­სე­ბიც უნდა ვი­გუ­ლის­ხმოთ. სამ­ჯერ, ოთხჯერ, ხან მე­ა­თე­ჯე­რაც გა­და­წე­რა, მერ­მე მან­ქა­ნა­ზე გა­და­ბეჭდ­ვა, გა­და­ნა­ბეჭ­დის კო­რექ­ტუ­რა, შემ­დეგ ანა­წყო­ბის მრა­ვალ­კე­ცი შეს­წო­რე­ბა და შე­მოწ­მე­ბა.

ჩემი ნა­წე­რე­ბის კო­რექ­ტუ­რა უდი­დეს სი­ხა­რულს მგვრის. წე­რი­სა და გა­და­წე­რის დროს მე დი­დის სიყ­ვა­რუ­ლით ვე­თა­მა­შე­ბი ქარ­თულ ასო­ებს, გა­ო­ცე­ბუ­ლი შევსცქე­რი მათ... ყო­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ასო რა­ღაც უც­ნა­უ­რი სიმ­ბო­ლი­კის აღ­მძვრე­ლია ჩემს წარ­მოდ­გე­ნა­ში. მე დი­დის სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­სწერ­დი ან­ბან­თქე­ბას.

...იო­სებ ნი­კო­ლა­ძემ მი­თხრა ერთხელ: ეჰ, რა გი­შავთ პო­ე­ტებს, არც ატე­ლიე გჭირ­დე­ბათ, არც მოლ­ბერ­ტი, ფან­ქა­რი და ქა­ღალ­დი თუ გექ­ნათ, ხე­ზეც რომ ჩა­მოჯ­დეთ, კარ­გად დას­წერ­თო.

საქ­მე არც ისე მარ­ტი­ვია. მე შუ­შის ნა­ტე­ხით წა­ნა­თა­ლი ფან­ქრი­თაც მი­წე­რია, მაგ­რამ კომ­ფორ­ტი აად­ვი­ლებს შრო­მას.

წე­რის დროს უთუ­ოდ კარ­გი თუ­თუ­ნი უნდა მექ­ნეს (გა­ნუ­ზომ­ლად ბევ­რსა ვწევ). კარგ სა­ვარ­ძელ­ში, ჩემს სა­ვარ­ძელ­ში უნდა ვიჯ­დე. ფან­ქრით მო­კი­თხვის ბა­რათ­საც ვერ დავ­წერ. რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­კა­ლა­მი მაქვს სა­უ­კე­თე­სო ფირ­მი­სა. ესე­ნია ჩემი მე­წი­ნა­ვე ალამ­და­რე­ბი. ფო­ლა­დის კალ­მე­ბის მთე­ლი ლაშ­ქა­რი მაქვს სა­მარ­ქა­ფოდ შე­მო­ნა­ხუ­ლი. ისე­თი მა­გა­რი ხელი მაქვს, ფო­ლა­დის კალ­მე­ბი სულ იო­ლად შე­მო­მაკ­ვდე­ბი­ან ხოლ­მე. ზოგი უცებ და­კოჭლ­დე­ბა, ზო­გი­ერ­თი კარ­გად მო­მერ­გე­ბა ხელ­ზე, ზო­გიც რეგ­ვე­ნია, წრი­პი­ნა, ჩხი­კი­ნა, ჯი­უ­ტი და გა­უ­რან­და­ვი. ზო­გიც გა­მა­გუ­ლი­სებს და მივ­ლე­წავ. სხვამ თუ ჩემი სა­მუ­შაო კა­ლა­მი იხ­მა­რა, მე იმას ხელს არ ვახ­ლებ.

ქა­ღალ­დი­დან ამ­დგა­რი ბეწ­ვი თუ მო­ად­გა კა­ლამს, მომ­კა­ლით. ცუდი ქა­ღალ­დი ხელ­შე­სა­ხე­ბა­დაც მძაგს. ამი­ტომ წიგ­ნე­ბი­სა და გა­ზე­თე­ბის ხე­ლით ტა­რე­ბა არ შე­მიძ­ლია, გა­და­ნა­წერს კონ­ტროლს ვუ­კე­თებ მრა­ვალ­გზის. თუ ხელს ლა­ღად უნა­ვარ­დნია და ასო­ე­ბიც ვაჟ­კა­ცუ­რად მო­ჯა­რუ­ლან, კარ­გია.

...კა­მე­ჩის ენერ­გია სჭირ­დე­ბა მწე­რალს. ამ სა­თუთ კალ­მი­დან ქა­ღალ­დზე მოხ­დე­ნი­ლი წნე­ვის გა­ზომ­ვა რომ მო­ხერ­ხდეს, ალ­ბათ, რამ­დე­ნი­მე ათა­სი ცხე­ნის ძალა გა­მო­ვა. ლევ ტოლსტოი და ფლო­ბე­რი, ვაჟა და ჰი­უ­გო, რუს­თა­ვე­ლი და გო­ე­თე, ალ­ბათ, სა­ტა­ნუ­რი ნე­ბის კა­ცე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ.

ჩვენს სა­უ­კუ­ნე­ში ისე­თი ძლი­ე­რი დო­ღია გა­მარ­თუ­ლი, თუ მთე­ლი შენი ენერ­გია და მო­ცა­ლე­ო­ბა არ შე­ა­ლია მწერ­ლო­ბას, არა­რა შეგ­რჩე­ბა ხელ­ში. ის ქმნი­ლე­ბა, რო­მე­ლიც შენს სის­ხლსა და ხორცს ვერ შე­ის­ხამს, უთუ­ოდ წა­მოდ­გე­ბა ქა­ღალ­დი­დან"....

"მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა­ში" არის ასე­თი ფრა­ზა: "ზო­გი­ერ­თი კა­ცის ცხოვ­რე­ბა უნი­ჭო მწერ­ლის რო­მან­სა ჰგავს... ბო­ლომ­დის ჩა­ა­თა­ვებ და ასე იტყვი: ნე­ტავ არ წა­მე­კი­თხაო". ამ სი­ტყვებს გამ­სა­ხურ­დი­ა­ზე ვე­რა­ვინ იტყვის, რად­გან ეს ის ავ­ტო­რი და ის რო­მა­ნია, რომ­ლის კი­თხვა არას­დროს მოგ­ბეზ­რდე­ბა...

ეს რო­მა­ნი 1935-1936 წლებ­ში და­ი­წე­რა. მისი ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რი თა­რაშ ემ­ხვა­რია - თა­ნა­მედ­რო­ვე ეროვ­ნულ ნი­ა­დაგს მო­წყვე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არ თა­ნა­უგ­რძნობს ახალ ცხოვ­რე­ბას, ვერ პო­უ­ლობს მის თან­მხვედრ გზას და იღუ­პე­ბა. ავ­ტორ­მა მისი და­ღუპ­ვა უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი წარ­მარ­თუ­ლი ღვთა­ე­ბის, მთვა­რის მო­ტა­ცე­ბას შე­ა­და­რა...

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" 15 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი­დან ერთ-ერთი სწო­რედ კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გა­მო­ცე­მაა. დე­კემ­ბრი­დან გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად მკი­თხვე­ლი კლა­სი­კო­სი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბას" მი­ი­ღებს.

"კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას შე­მოქ­მე­დე­ბა კარ­გა ხა­ნია არ გა­მო­ცე­მუ­ლა. წლის ბო­ლოს, უკვე დე­კემ­ბრი­დან ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად გვე­კი­თხე­ბა ამის შე­სა­ხებ, მი­ი­ღებს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ტო­მე­ულს. ეს იქ­ნე­ბა გამ­სა­ხურ­დი­ას შე­მოქ­მე­დე­ბის სრუ­ლი კომ­პლექ­ტი, რო­მელ­თა­გან პირ­ვე­ლი - რო­მა­ნი "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა" გა­მო­ვა", - მაია ალუ­და­უ­რი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი.

მერი
0
კარგი სტატიაა',რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველა თანამედროვე ქართველმა მწერალმა და მწერლობას შეჭიდებულმა.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

როგორ იწერებოდა კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებები

როგორ იწერებოდა კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებები

კონსტანტინე გამსახურდია ყოველთვის სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა, თუმცა მისი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართა. მწერლობა პროფესიად ექცა და სხვებისგან არა მხოლოდ ლექსიკით, არქაული წერის მანერითაც გამოირჩეოდა. დიალექტებიდან ნასესხებ სიტყვებს გაურბოდა, თუ ასე უშუალოდ რომელიმე გმირს არ ამეტყველებდა. ცუდ ქართულზე მოუბარს კი შეძლებისგდაგვარად არიდებდა ყურს. "დღედაღამ ვებრძვი ქართულ სიტყვას, როგორც კოჭლი იაკობი ებრაელთა მრისხანე ღმერთსო", - წერდა ის.

ზოგჯერ ნოველის წერას რომანზე არანაკლებ დროს უთმობდა, მაგალითად ორი წლის განმავლობაში წერდა "დიდ იოსებს", "ზარები გრიგალში" კი ერთ ღამეში დაწერა: "დედაჩემის გარდაცვალებამ "დამსხვრეული ჩონგური" დამაწერინა. 1924 წელს ჩემი საყვარელი ძმა - ალექსანდრე მიკვდებოდა, საავადმყოფოში ვუთევდი ღამეებს. ერთხელ მომეწყინა, დარდი შემომენთო გულზე. სწორედ იმ საშინელ ღამეს დავწერე "ზარები გრიგალში". ვწერდი და ვტიროდი. ჩვენში ბევრს ჰგონია, პატარა ნოველა ადვილი დასაწერიაო, რადგან ზოგიერთმა ლიტერატორმაც არ იცის, რომ ნოველა პროზაში იგივეა, რაც ლექსთა შორის სონეტი.

პირადი უბედურების გამო იშვიათად ვტირი, მაგრამ ჩემივე გმირების უბედურებას ავუტირებივარ (ცოტა არ იყოს, მეჩოთირება კიდევაც ამის გამხელა, რადგან გულჩვილი ვაჟკაცი არ მომწონს)".

რაც შეეხება, უშუალოდ, წერის პროცესს, ამაზე თავად კონსტანტინე წერდა:

"ძნელია ამის აწერა, თუ როგორ ვწერ. შემოქმედების ამბავი ჯერაც უაღრესის იდუმალებითაა მოცული, მეცნიერება დიდ მუშაობას ეწევა შემოქმედების პროცესის შესაცნობად. თეორიები მრავალია, მაგრამ რა?..

მე შემიძლია შემოქმედებითი მუშაობის გარეგნულ ვითარებათა გამო მოგითხროთ ზოგი რამ (ვინ იცის, ეგებ ვინმეს გამოადგეს ჩემი დაკვირვებანი). თუ ის ბალღები, ახლა რომ ქართველი დედების კალთაში ან აკვნებში წვანან, ჩემზე უკეთ დაეუფლებიან ქართულ სიტყვას, ეს ფრიადაც გამეხარდება.

საერთოდ, ქვეშეცნეულად ვწერ. მეტწილად სათაურიდან გამოვდივარ: ვერ გეტყვით, თუ როგორ ხდება ეს, როგორ გამოუდგება ერთს ან ორ სიტყვას, სათაურში გახმაურებულს, ათასი და ათი ათასი (როგორც ახლად გაჩენილ დედას - ნაყარი ფუტკარი). სათაურის დაწერიდან უკანასკნელ წერტილის დასმამდის შემდეგი პროცესებიც უნდა ვიგულისხმოთ. სამჯერ, ოთხჯერ, ხან მეათეჯერაც გადაწერა, მერმე მანქანაზე გადაბეჭდვა, გადანაბეჭდის კორექტურა, შემდეგ ანაწყობის მრავალკეცი შესწორება და შემოწმება.

ჩემი ნაწერების კორექტურა უდიდეს სიხარულს მგვრის. წერისა და გადაწერის დროს მე დიდის სიყვარულით ვეთამაშები ქართულ ასოებს, გაოცებული შევსცქერი მათ... ყოველი ქართული ასო რაღაც უცნაური სიმბოლიკის აღმძვრელია ჩემს წარმოდგენაში. მე დიდის სიამოვნებით დავსწერდი ანბანთქებას.

...იოსებ ნიკოლაძემ მითხრა ერთხელ: ეჰ, რა გიშავთ პოეტებს, არც ატელიე გჭირდებათ, არც მოლბერტი, ფანქარი და ქაღალდი თუ გექნათ, ხეზეც რომ ჩამოჯდეთ, კარგად დასწერთო.

საქმე არც ისე მარტივია. მე შუშის ნატეხით წანათალი ფანქრითაც მიწერია, მაგრამ კომფორტი აადვილებს შრომას.

წერის დროს უთუოდ კარგი თუთუნი უნდა მექნეს (განუზომლად ბევრსა ვწევ). კარგ სავარძელში, ჩემს სავარძელში უნდა ვიჯდე. ფანქრით მოკითხვის ბარათსაც ვერ დავწერ. რამდენიმე ავტოკალამი მაქვს საუკეთესო ფირმისა. ესენია ჩემი მეწინავე ალამდარები. ფოლადის კალმების მთელი ლაშქარი მაქვს სამარქაფოდ შემონახული. ისეთი მაგარი ხელი მაქვს, ფოლადის კალმები სულ იოლად შემომაკვდებიან ხოლმე. ზოგი უცებ დაკოჭლდება, ზოგიერთი კარგად მომერგება ხელზე, ზოგიც რეგვენია, წრიპინა, ჩხიკინა, ჯიუტი და გაურანდავი. ზოგიც გამაგულისებს და მივლეწავ. სხვამ თუ ჩემი სამუშაო კალამი იხმარა, მე იმას ხელს არ ვახლებ.

ქაღალდიდან ამდგარი ბეწვი თუ მოადგა კალამს, მომკალით. ცუდი ქაღალდი ხელშესახებადაც მძაგს. ამიტომ წიგნებისა და გაზეთების ხელით ტარება არ შემიძლია, გადანაწერს კონტროლს ვუკეთებ მრავალგზის. თუ ხელს ლაღად უნავარდნია და ასოებიც ვაჟკაცურად მოჯარულან, კარგია.

...კამეჩის ენერგია სჭირდება მწერალს. ამ სათუთ კალმიდან ქაღალდზე მოხდენილი წნევის გაზომვა რომ მოხერხდეს, ალბათ, რამდენიმე ათასი ცხენის ძალა გამოვა. ლევ ტოლსტოი და ფლობერი, ვაჟა და ჰიუგო, რუსთაველი და გოეთე, ალბათ, სატანური ნების კაცები უნდა ყოფილიყვნენ.

ჩვენს საუკუნეში ისეთი ძლიერი დოღია გამართული, თუ მთელი შენი ენერგია და მოცალეობა არ შეალია მწერლობას, არარა შეგრჩება ხელში. ის ქმნილება, რომელიც შენს სისხლსა და ხორცს ვერ შეისხამს, უთუოდ წამოდგება ქაღალდიდან"....

"მთვარის მოტაცებაში" არის ასეთი ფრაზა: "ზოგიერთი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს... ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი: ნეტავ არ წამეკითხაო". ამ სიტყვებს გამსახურდიაზე ვერავინ იტყვის, რადგან ეს ის ავტორი და ის რომანია, რომლის კითხვა არასდროს მოგბეზრდება...

ეს რომანი 1935-1936 წლებში დაიწერა. მისი ერთ-ერთი მთავარი გმირი თარაშ ემხვარია - თანამედროვე ეროვნულ ნიადაგს მოწყვეტილი ადამიანი, რომელიც არ თანაუგრძნობს ახალ ცხოვრებას, ვერ პოულობს მის თანმხვედრ გზას და იღუპება. ავტორმა მისი დაღუპვა უძველესი ქართული წარმართული ღვთაების, მთვარის მოტაცებას შეადარა...

გამომცემლობა "პალიტრა L-ის" 15 წლის იუბილესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პროექტებიდან ერთ-ერთი სწორედ კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებების გამოცემაა. დეკემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად მკითხველი კლასიკოსი ქართველი მწერლის "მთვარის მოტაცებას" მიიღებს.

"კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება კარგა ხანია არ გამოცემულა. წლის ბოლოს, უკვე დეკემბრიდან ჩვენი მკითხველი, რომელიც მუდმივად გვეკითხება ამის შესახებ, მიიღებს კონსტანტინე გამსახურდიას ტომეულს. ეს იქნება გამსახურდიას შემოქმედების სრული კომპლექტი, რომელთაგან პირველი - რომანი "მთვარის მოტაცება" გამოვა", - მაია ალუდაური, გამომცემლობა "პალიტრა L-ის" მთავარი რედაქტორი.

ქართველების ისტორია საქართველოს საზღვრებს მიღმა - რას შევიტყობთ გიორგი კალანდიას წიგნიდან

2 ნოემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მეორე ტომი გამოვიდა

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის“ ნოემბრის ნომრის მთავარი თემები