საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოდი, შვილო, ჩაბარდი პოლიციას" - ბადრი ესებუას მამა მიმართავს
"გამოდი, შვილო, ჩაბარდი პოლიციას" - ბადრი ესებუას მამა მიმართავს

ბად­რი ესე­ბუ­ას მამა, ტა­რი­ელ ესე­ბუა შვილს თხოვს, ოჯახს და­უ­კავ­შირ­დეს და პო­ლი­ცი­ას ჩა­ბარ­დეს. მის ვი­დე­ო­მი­მარ­თვას პორ­ტა­ლი „კვი­რა“ ავ­რცე­ლებს.

„შვი­ლო ბად­რი, გე­ლო­დე­ბო­დით გუ­შინ, არ ჩა­მოხ­ვე­დი, სად ხარ? არა­ფე­რი ვიცი შენი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ. გა­მო­დი შვი­ლო, ჩა­ბარ­დი პო­ლი­ცი­ას და ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რად გა­ირ­კვე­ვა. გთხოვთ ამას, მეტი არა­ფე­რი სათ­ქმე­ლი არ მაქვს. ან დაგ­ვი­კავ­შირ­დი ან ჩა­ბარ­დი პო­ლი­ცი­ას. ესაა ჩემი სათ­ქმე­ლი“, - აცხა­დებს ტა­რი­ელ ესე­ბუა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, 21 ოქ­ტომ­ბერს ზუგ­დიდ­ში, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი თავს და­ეს­ხა. მძევ­ლად აიყ­ვა­ნა 19 ადა­მი­ა­ნი, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ 16 პირი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და ბან­კის შე­ნო­ბა მძევ­ლებ­თან ერ­თად მას შემ­დეგ და­ტო­ვა, რაც მისი მო­თხოვ­ნე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს - მის­ცეს თან­ხა და შე­უქ­მნეს უსაფრ­თხო პი­რო­ბე­ბი ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბის­თვის. თავ­დამ­სხმე­ლი ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ დო­ლარს ითხოვ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 4 მძე­ვალს შო­რის, ვის­თან ერ­თა­დაც შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა და­ტო­ვა, ერთ-ერთი სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი ავ­თან­დილ გალ­და­ვა იყო, რო­მე­ლიც თავ­დამ­სხმელ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს უშუ­ა­ლოდ აწარ­მო­ებ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, მძევ­ლე­ბის დიდ ნა­წილს ჩა­ე­ნაც­ვლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ გალ­და­ვამ მი­უ­ტა­ნა თავ­დამ­სხმელს ფუ­ლიც.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ა­დას­ტუ­რა, რომ 21 ოქ­ტომ­ბერს ზუგ­დიდ­ში, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალ­ზე მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმა ბად­რი ესე­ბუ­ამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
1

არ ვიცნობ ამ ადამიანს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უწესიერესი პიროვნებაა!!! შვილისადმი მიმართვა რომ წავიკითხე, ცრემლები წამომივიდა!!! ძალიან განიცდის, დაჭრილი მხეცივითაა!!! მისთვის მთავარია სიმართლე, მტყუან შვილსაც ხელს არ დააფარებს!!! ბევრი ასეთი ადამიანი სჭირდება ჩვენს ქვეყანას!!! შენ გენაცვალე მართალო ადამიანო!!!

ნანა
1

მეცოდება ეს კაცი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"გამოდი, შვილო, ჩაბარდი პოლიციას" - ბადრი ესებუას მამა მიმართავს

"გამოდი, შვილო, ჩაბარდი პოლიციას" - ბადრი ესებუას მამა მიმართავს

ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა შვილს თხოვს, ოჯახს დაუკავშირდეს და პოლიციას ჩაბარდეს. მის ვიდეომიმართვას პორტალი „კვირა“ ავრცელებს.

„შვილო ბადრი, გელოდებოდით გუშინ, არ ჩამოხვედი, სად ხარ? არაფერი ვიცი შენი ადგილსამყოფელის შესახებ. გამოდი შვილო, ჩაბარდი პოლიციას და ყველაფერი ნორმალურად გაირკვევა. გთხოვთ ამას, მეტი არაფერი სათქმელი არ მაქვს. ან დაგვიკავშირდი ან ჩაბარდი პოლიციას. ესაა ჩემი სათქმელი“, - აცხადებს ტარიელ ესებუა ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს დაესხა. მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს - მისცეს თანხა და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დატოვებისთვის. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი, მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კახეთში, შირაქის მინდვრებში ხანძარი გაჩნდა

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლა სპეციალურ ფასადაა შესაძლებელი

"სოფელში ძროხა შეიძინეთ, მოწველეთ" - დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის მამა, დეკანოზი შიო ჟურნალისტებს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"