პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრანგულ გამოცემაში ერდოღანის კარიკატურას აღშფოთება მოჰყვა - თურქეთის საგარეო უწყებამ საფრანგეთში საელჩოს წარმომადგენელი კონსულტაციებისთვის გაიწვია
ფრანგულ გამოცემაში ერდოღანის კარიკატურას აღშფოთება მოჰყვა - თურქეთის საგარეო უწყებამ საფრანგეთში საელჩოს წარმომადგენელი კონსულტაციებისთვის გაიწვია

ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მის Charlie Hebdo-ს 28 ოქ­ტომ­ბრის ნო­მერ­ში, ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე, თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის კარ­კა­ტუ­რა და­ი­ბეჭ­და, რო­მელ­ზეც ერ­დო­ღა­ნი საც­ვლე­ბით არის გა­მო­სა­ხუ­ლი, ერთ ხელ­ში სას­მე­ლი უჭი­რავს, მე­ო­რე ხე­ლით კი ჰი­ჯა­ბი­ან ქალს კა­ბას უწევს და ამ­ბობს: "ო, აი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლიც!" კარ­კა­ტუ­რას თურ­ქეთ­ში უკი­დუ­რე­სად ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

ამ პუბ­ლი­კა­ცი­ის შემ­დეგ, თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ საფ­რან­გეთ­ში სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის გა­იწ­ვია.

"ჩვენ ვგმობთ პუბ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კულ­ტუ­რუ­ლი რა­სიზ­მი­სა და ზი­ზღის გა­ჩე­ნის ამ სა­ში­ნელ მცდე­ლო­ბას. სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკან და­მალ­ვით თქვენ ვე­რა­ვის მო­ა­ტყუ­ებთ“, - გა­ნა­ცხა­და კა­რი­კა­ტუ­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ ერ­დო­ღა­ნის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა საფ­რან­გეთ­ში ფაჰ­რე­დინ ალ­თუნ­მა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ელო­დე­ბა საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნა­ბი­ჯებს ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით.

"მტკი­ცედ ვგმობთ ჩვენს პრე­ზი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბულ პუბ­ლი­კა­ცი­ას ფრან­გულ ჟურ­ნალ­ში, რო­მე­ლიც არ სცემს პა­ტივს არც ერთ რწმე­ნას, სიწ­მინ­დე­სა და ფა­სე­უ­ლო­ბას", - და­წე­რა პრე­ზი­დენ­ტის სპი­კერ­მა, იბ­რა­ჰიმ კა­ლინ­მა, Twitter-ის პი­რად გვერ­დზე.

რო­გორც ჩანს, ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი კონ­ფლიქ­ტი, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდა მას­წავ­ლებ­ლის მკვლე­ლო­ბამ გა­მო­იწ­ვია, უფრო იზ­რდე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 16 ოქ­ტომ­ბერს, სა­ღა­მოს, ის­ტო­რი­ი­სა და გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­მუ­ელ პატი 18 წლის ჩეჩ­ნურ-რუ­სუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ბიჭ­მა მას შემ­დეგ მოკ­ლა, რაც პა­ტიმ მოს­წავ­ლე­ებს ჟუ­რალ Charlie Hebdo-ში 2015 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი მუ­ჰა­მე­დის კა­რი­კა­ტუ­რე­ბი აჩ­ვე­ნა. თუმ­ცა აქვე სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი ძა­ლი­ან უფრთხილ­დე­ბო­და თა­ვის მოს­წავ­ლე­ებს და თა­ვი­სუ­ფალ სი­ტყვა­ზე გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბი­სას, იმ მოს­წავ­ლე­ებს, რო­მელ­თათ­ვი­საც ეს კა­რი­კა­ტუ­რა რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და, დრო­ე­ბით კლა­სის და­ტო­ვე­ბა სთხო­ვა.

ფრან­გუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით, მკვლე­ლო­ბა­ში ის­ლა­მის­ტე­ბი არი­ან ჩარ­თულ­ნი.

პრე­ზი­დენ­ტმა მაკ­რო­ნიმ მას­წავ­ლებ­ლის დაკ­რძალ­ვი­სას საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და "ის­ლა­მუ­რი სე­პა­რა­ტიზ­მი“ ახ­სე­ნა, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. ამ გან­ცხა­დე­ბამ თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტიც გა­ა­ნა­წყე­ნა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მას­წავ­ლებ­ლის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბა ქვეყ­ნი­დან 231 ლტოლ­ვი­ლის გა­ძე­ვე­ბას გეგ­მავს, ეს ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბია, რომ­ლე­ბიც ექ­სტრე­მიზ­მის­კენ არი­ან მიდ­რე­კილ­ნი.

თა­ვად პრე­ზი­დენ­ტმა ერ­დოღ­რან­მა კი მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­დონ ფრან­გულ პრო­დუქ­ცი­ას.

"რა არის მაკ­რო­ნის პრობ­ლე­მა ის­ლამ­თან? რა არის მისი პრობ­ლე­მა მუს­ლი­მებ­თან?... რა შე­იძ­ლე­ბა ვუ­თხრა პრე­ზი­დენტს, რო­მელ­საც არ ეს­მის რწმე­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ასე ექ­ცე­ვა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რწმე­ნის მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მის ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობს? პირ­ველ რიგ­ში, მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა შე­ი­მოწ­მოს“ - გა­ნა­ცხა­და ერ­დო­ღან­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში.

ავ­ტო­რი: ეკა გა­და­ხა­ბა­ძე

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
muamar kadafi
6

შეშლილი, შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო

აკაკი
12

,,შარლი ებდო" იმას მაინც ვერ ხვდება, რომ მათ კარიკატურებს უდანაშაულო მოქალაქეები ეწირებიან? ან ეს დაცინვა რა წესია, თვითონ, თავის ნებით არ გაავსეს საფრანგეთი მუსლიმებით? ნუთუ იმედი ჰქონდათ, რომ უცბად გაევროპელდებოდნენ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

ფრანგულ გამოცემაში ერდოღანის კარიკატურას აღშფოთება მოჰყვა - თურქეთის საგარეო უწყებამ საფრანგეთში საელჩოს წარმომადგენელი კონსულტაციებისთვის გაიწვია

ფრანგულ გამოცემაში ერდოღანის კარიკატურას აღშფოთება მოჰყვა - თურქეთის საგარეო უწყებამ საფრანგეთში საელჩოს წარმომადგენელი კონსულტაციებისთვის გაიწვია

ფრანგული გამოცემის Charlie Hebdo-ს 28 ოქტომბრის ნომერში, ჟურნალის გარეკანზე, თურქეთის პრეზიდენტის კარკატურა დაიბეჭდა, რომელზეც ერდოღანი საცვლებით არის გამოსახული, ერთ ხელში სასმელი უჭირავს, მეორე ხელით კი ჰიჯაბიან ქალს კაბას უწევს და ამბობს: "ო, აი წინასწარმეტყველიც!" კარკატურას თურქეთში უკიდურესად ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

ამ პუბლიკაციის შემდეგ, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთში საელჩოს წარმომადგენელი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

"ჩვენ ვგმობთ პუბლიკაციის საშუალებით, საზოგადოებაში კულტურული რასიზმისა და ზიზღის გაჩენის ამ საშინელ მცდელობას. სიტყვის თავისუფლების უკან დამალვით თქვენ ვერავის მოატყუებთ“, - განაცხადა კარიკატურის გამოქვეყნების შემდეგ ერდოღანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საფრანგეთში ფაჰრედინ ალთუნმა.

როგორც ცნობილია, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ელოდება საფრანგეთის ხელისუფლების ნაბიჯებს ამ საკითხთან დაკავშირებით.

"მტკიცედ ვგმობთ ჩვენს პრეზიდენტთან დაკავშირებულ პუბლიკაციას ფრანგულ ჟურნალში, რომელიც არ სცემს პატივს არც ერთ რწმენას, სიწმინდესა და ფასეულობას", - დაწერა პრეზიდენტის სპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა, Twitter-ის პირად გვერდზე.

როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში საზოგადოებაში გაჩენილი კონფლიქტი, რომელიც ახალგაზრდა მასწავლებლის მკვლელობამ გამოიწვია, უფრო იზრდება.

შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს, საღამოს, ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი სამუელ პატი 18 წლის ჩეჩნურ-რუსული წარმომავლობის ბიჭმა მას შემდეგ მოკლა, რაც პატიმ მოსწავლეებს ჟურალ Charlie Hebdo-ში 2015 წელს გამოქვეყნებული წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურები აჩვენა. თუმცა აქვე საყურადღებოა, რომ მასწავლებელი ძალიან უფრთხილდებოდა თავის მოსწავლეებს და თავისუფალ სიტყვაზე გაკვეთილის ჩატარებისას, იმ მოსწავლეებს, რომელთათვისაც ეს კარიკატურა რელიგიური გრძნობების შემლახველი იქნებოდა, დროებით კლასის დატოვება სთხოვა.

ფრანგული გამოძიების ცნობით, მკვლელობაში ისლამისტები არიან ჩართულნი.

პრეზიდენტმა მაკრონიმ მასწავლებლის დაკრძალვისას საკმაოდ ემოციური განცხადება გააკეთა და "ისლამური სეპარატიზმი“ ახსენა, რამაც საზოგადოება ძალიან გააღიზიანა. ამ განცხადებამ თურქეთის პრეზიდენტიც გაანაწყენა.

როგორც ცნობილია, მასწავლებლის მკვლელობის შემდეგ, საფრანგეთის მთავრობა ქვეყნიდან 231 ლტოლვილის გაძევებას გეგმავს, ეს ის მოქალაქეებია, რომლებიც ექსტრემიზმისკენ არიან მიდრეკილნი.

თავად პრეზიდენტმა ერდოღრანმა კი მოსახლეობას მოუწოდა ბოიკოტი გამოუცხადონ ფრანგულ პროდუქციას.

"რა არის მაკრონის პრობლემა ისლამთან? რა არის მისი პრობლემა მუსლიმებთან?... რა შეიძლება ვუთხრა პრეზიდენტს, რომელსაც არ ესმის რწმენის თავისუფლება და ასე ექცევა განსხვავებული რწმენის მილიონობით ადამიანს, რომელიც მის ქვეყანაში ცხოვრობს? პირველ რიგში, მენტალური ჯანმრთელობა შეიმოწმოს“ - განაცხადა ერდოღანმა სატელევიზიო ეთერში.

ავტორი: ეკა გადახაბაძე

ჯანმომ "სინოვაკს" საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა

ალფა, ბეტა, დელტა - ჯანმო კორონავირუსის სხვადასხვა ვარიანტს სახელს ბერძნული ანბანის მიხედვით არქმევს

"ვამბობ, რომ არ ვარ მოხუცი" - 106 წლის მოცეკვავე, რომელსაც წლების მატება ვერაფერს აკლებს და აქტიური კარიერა აქვს