მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავრობა სასურსათო პროდუქტების ფასის დაზღვევის მიზნით სუბსიდირებას არ გეგმავს" - ლევან დავითაშვილი
"მთავრობა სასურსათო პროდუქტების ფასის დაზღვევის მიზნით სუბსიდირებას არ გეგმავს" - ლევან დავითაშვილი

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ორ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის, ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მთავ­რო­ბა სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტე­ბის ფა­სის და­ზღვე­ვის მიზ­ნით სუბ­სი­დი­რე­ბას არ გეგ­მავს.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვა­ზე, გაგ­რძელ­დე­ბა თუ არა მთავ­რო­ბის მხრი­დან პირ­ვე­ლა­დი სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტე­ბის ფა­სის სუბ­სი­დი­რე­ბის პროგ­რა­მა, მი­ნის­ტრმა გან­მარ­ტა, რომ ამ ეტაპ­ზე მსგავ­სი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბის წი­ნა­პი­რო­ბე­ბი არ არ­სე­ბობს.

„რაც შე­ე­ხე­ბა პრო­დუქ­ტე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბას, ჩვენ იმ­პორ­ტის წა­ხა­ლი­სე­ბა გა­ვა­კე­თეთ, რად­გან არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი იყო გა­დად­გმუ­ლი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის მხრი­დან, რაც უკავ­შირ­დე­ბო­და ექ­სპორ­ტე­ბის ლი­მი­ტი­რე­ბას და სხვა­დას­ხვა ბა­რი­ერს. ასე­თი რამ ახლა არ მო­ი­აზ­რე­ბა, ასე­თი წი­ნა­პი­რო­ბე­ბი ბა­ზარ­ზე არ არ­სე­ბობს და შე­სა­ბა­მი­სად, მსგავ­სი ტი­პის ინ­ტერ­ვენ­ცი­ას ახალ არ ვგეგ­მავთ“, - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

ამას­თან, ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა ხორ­ბლი­სა და ფქვი­ლის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ მხრივ გარ­კვე­ულ სპე­კუ­ლა­ცი­ებს აქვს ად­გი­ლი და სა­სურ­სა­თო მო­მა­რა­გე­ბის კუ­თხით არა­ნა­ი­რი წყვე­ტა არაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

„მიკ­ვირს ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი სპე­კუ­ლი­რე­ბა, რო­მე­ლიც ფქვი­ლის იმ­პორტთან და­კავ­ში­რე­ბით ხდე­ბა. მსოფ­ლი­ო­ში ხორ­ბლის სა­ერ­თო ნაშ­თე­ბი კრი­ტი­კუ­ლად არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ვაკ­ვირ­დე­ბით ამ პრო­ცესს ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში, ასე­ვე ნაშ­თებს სა­ქარ­თვე­ლო­ში იმის­თვის, რომ სა­სურ­სა­თო უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში არ იყოს არა­ნა­ი­რი წყვე­ტა. ეს არ ყო­ფი­ლა გა­ზა­ფხულ­ზე და არ იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­შიც, ამას ვამ­ბობ პირ­და­პირ, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით. ამი­ტომ რო­დე­საც ამ­ხე­ლა აჟი­ო­ტა­ჟია ატე­ხი­ლი ცოტა მიკ­ვირს. ჩვენ და­ვამ­ტკი­ცეთ, ვაჩ­ვე­ნეთ, რომ პრო­ცე­სის მარ­თვა შეგ­ვიძ­ლია და კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ამას ისე ვმარ­თავთ, რომ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა მი­ნი­მა­ლუ­რად იგ­რძნობს“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გა­ზა­ფხულ­ზე, პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პის დროს, 9 სა­სურ­სა­თო პრო­დუქტზე ფა­სე­ბის ზრდის და­ზღვე­ვის­თვის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან 10 მი­ლი­ო­ნი ლარი გა­მო­ი­ყო. პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებ­და იმ­პორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის 2020 წლის 15 მარ­ტი­დან 15 მა­ი­სის ჩათ­ვლით, პრო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტის მიზ­ნით, უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში (აშშ დო­ლა­რი და ევრო) გა­წე­უ­ლი ხარ­ჯის სა­ვა­ლუ­ტო კურ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბას ისეთ პრო­დუქ­ტებ­ზე, რო­გო­რე­ბი­ცაა: ბრინ­ჯი, მა­კა­რო­ნის ნა­წარ­მი, წი­წი­ბუ­რა, მზე­სუმ­ზი­რის ზეთი, შა­ქა­რი, ხორ­ბა­ლი, ხორ­ბლის ფქვი­ლი, რძის ფხვნი­ლი და ლო­ბიო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მთავრობა სასურსათო პროდუქტების ფასის დაზღვევის მიზნით სუბსიდირებას არ გეგმავს" - ლევან დავითაშვილი

"მთავრობა სასურსათო პროდუქტების ფასის დაზღვევის მიზნით სუბსიდირებას არ გეგმავს" - ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა სასურსათო პროდუქტების ფასის დაზღვევის მიზნით სუბსიდირებას არ გეგმავს.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა მთავრობის მხრიდან პირველადი სასურსათო პროდუქტების ფასის სუბსიდირების პროგრამა, მინისტრმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი ინტერვენციის საჭიროების წინაპირობები არ არსებობს.

„რაც შეეხება პროდუქტების სუბსიდირებას, ჩვენ იმპორტის წახალისება გავაკეთეთ, რადგან არაორდინალური ნაბიჯები იყო გადადგმული მეზობელი ქვეყნების მხრიდან, რაც უკავშირდებოდა ექსპორტების ლიმიტირებას და სხვადასხვა ბარიერს. ასეთი რამ ახლა არ მოიაზრება, ასეთი წინაპირობები ბაზარზე არ არსებობს და შესაბამისად, მსგავსი ტიპის ინტერვენციას ახალ არ ვგეგმავთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილმა ხორბლისა და ფქვილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ გარკვეულ სპეკულაციებს აქვს ადგილი და სასურსათო მომარაგების კუთხით არანაირი წყვეტა არაა მოსალოდნელი.

„მიკვირს ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული სპეკულირება, რომელიც ფქვილის იმპორტთან დაკავშირებით ხდება. მსოფლიოში ხორბლის საერთო ნაშთები კრიტიკულად არ გამოიყურება. ვაკვირდებით ამ პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში, ასევე ნაშთებს საქართველოში იმისთვის, რომ სასურსათო უზრუნველყოფაში არ იყოს არანაირი წყვეტა. ეს არ ყოფილა გაზაფხულზე და არ იქნება მომავალშიც, ამას ვამბობ პირდაპირ, სრული პასუხისმგებლობით. ამიტომ როდესაც ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი ცოტა მიკვირს. ჩვენ დავამტკიცეთ, ვაჩვენეთ, რომ პროცესის მართვა შეგვიძლია და კრიტიკულ სიტუაციაში ამას ისე ვმართავთ, რომ ჩვენი მოსახლეობა მინიმალურად იგრძნობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, გაზაფხულზე, პანდემიის პირველი ეტაპის დროს, 9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო. პროგრამა ითვალისწინებდა იმპორტიორი კომპანიებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდირებას ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო.

"სავარაუდოდ, გაზაფხულზე "ვიზეარი" საქართველოში ბაზას აღადგენს" - ნათია თურნავა

მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება

"თუ არაფერს გავაკეთებთ, გვექნება მხოლოდ იმპორტული პროდუქცია და ჩვენსას ვერაფერს შევქმნით" - ასპინძელი მხატვარ-დიზაინერის გზა ფერმერობამდე