სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპა კვლავ კარანტინში: რიგ ქვეყნებში, მათ შორის, შვედეთში, მკაცრი შეზღუდვები დაწესდა - როგორია ბოლო დღეების ეპიდვითარება
ევროპა კვლავ კარანტინში: რიგ ქვეყნებში, მათ შორის, შვედეთში, მკაცრი შეზღუდვები დაწესდა - როგორია ბოლო დღეების ეპიდვითარება

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში და მათ შო­რის, ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­შიც, რე­კორ­დუ­ლად იზ­რდე­ბა. თუ აქამ­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი თავს იკა­ვებ­დნენ შე­ზღუდ­ვე­ბის ახა­ლი ტალ­ღის­გან, ახლა აცხა­დე­ბენ, რომ "სხვა გა­მო­სა­ვა­ლი უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს."

კა­რან­ტინს, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და მკაცრ წე­სებს უბ­რუნ­დე­ბი­ან ისეთ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი, ჩე­ხე­თი, იტა­ლია და.ა.შ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ წრტი­ლო­ვან "ლო­ქ­და­უნს" აცხა­დე­ბენ შვე­დეთ­შიც, ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ამ დრომ­დე კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის გან­სხვა­ვე­ბულ მე­თოდს იყე­ნებ­დნენ და სა­დაც არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არ მოქ­მე­დებ­და.

ვნა­ხოთ, სად ამ­კაც­რე­ბენ წე­სებს პან­დე­მი­ის შე­ჩე­რე­ბის მიზ­ნით:

  • საფ­რან­გე­თი

საფ­რან­გეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის ზრდის გამო, სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და. შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა გა­მო­ა­ცხა­და.

ქვე­ყა­ნა­ში შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი პა­რას­კე­ვი­დან, 30 ოქ­ტომ­ბრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა. მაკ­რო­ნის თქმით, უკვე მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბი "არ არის საკ­მა­რი­სი". ახა­ლი შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის თა­ნახ­მად, მო­სახ­ლე­ო­ბას გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი საშ­ვე­ბი დას­ჭირ­დე­ბა. და­ი­ხუ­რე­ბა რეს­ტორ­ნე­ბი და ბა­რე­ბი.

ამას­თან, სკო­ლე­ბი, კო­ლე­ჯე­ბი და ბა­ღე­ბი ღია დარ­ჩე­ბა. მაკ­რო­ნის თქმით, საფ­რან­გეთ­ში ვირუ­სის მე­ო­რე ტალ­ღა უფრო მძი­მე იქ­ნე­ბა, ვიდ­რე პირ­ვე­ლი. ბოლო დღე­ე­ბია, რაც საფ­რან­გეთ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა 30 000 სცდე­ბა.

  • გერ­მა­ნია

გერ­მა­ნი­ა­ში 2 ნო­ემ­ბრი­დან ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ახა­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მო­სახ­ლე­ო­ბას ქვეყ­ნის კან­ცლერ­მა ან­გე­ლა მერ­კელ­მა რე­გი­ო­ნე­ბის ლი­დე­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შემ­დეგ მი­ა­წო­და.

"დო­ი­ჩე ვე­ლეს“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­წი­ლობ­რი­ვი კა­რან­ტი­ნის პი­რო­ბებ­ში, რო­მე­ლიც მი­ნი­მუმ ერთ თვეს გას­ტანს, და­ი­ხუ­რე­ბა რეს­ტორ­ნე­ბი და ბა­რე­ბი, გარ­და გა­ტა­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა, კვლავ გა­უქ­მდე­ბა ხალ­ხმრა­ვა­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, შე­ზღუდ­ვა და­წეს­დე­ბა ნაკ­ლე­ბად აუ­ცი­ლე­ბელ მი­მოს­ვლა­ზე, აიკ­რძა­ლე­ბა სას­ტუმ­რო­ებ­ში ღა­მის გა­თე­ნე­ბა, გარ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი­სა, შე­საძ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლამ სახ­ლი­დან უნდა იმუ­შა­ოს. სა­ჯა­როდ შეხ­ვედ­რებ­ზეც წეს­დე­ბა შე­ზღუდ­ვა და იკ­რძა­ლე­ბა ორ ოჯახ­ზე მე­ტის შეკ­რე­ბა, შეკ­რე­ბილ­თა რი­ცხვი კი 10-ს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს. იზღუ­დე­ბა გა­სარ­თო­ბი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბაც, და­ი­კე­ტე­ბა თე­ატ­რე­ბი და კი­ნო­დარ­ბა­ზე­ბი. და­ი­ხუ­რე­ბა სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბი, სპორტდარ­ბა­ზე­ბი და სა­უ­ნე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლებს და სა­ბავ­შვო ბა­ღებს, ისი­ნი ღია რჩე­ბა. კვლავ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა რე­ლი­გი­უ­რი ღვთის­მსა­ხუ­რე­ბე­ბი­სა და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვა. მო­ხუც­თა თავ­შე­საფ­რებ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მნახ­ვე­ლე­ბის მი­ღე­ბა. ღია რჩე­ბა მა­ღა­ზი­ე­ბიც.

"ჩვენ ვართ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ ვი­თა­რე­ბა­ში. ჩვენ ახლა უნდა ვი­მოქ­მე­დოთ, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ მწვა­ვე სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბა ეროვ­ნულ დო­ნე­ზე. თუკი ინ­ფექ­ცია ამ ტემ­პე­ბით გავ­რცელ­დე­ბა, ჩვენ მი­ვალთ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ზღვარ­ზე“, - აღ­ნიშ­ნა მერ­კელ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გერ­მა­ნი­ა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა 10 000-ს აჭარ­ბებს.

  • იტა­ლია

კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის მიზ­ნით, შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და იტა­ლი­ა­შიც. ბა­რე­ბი და რეს­ტორ­ნე­ბი სა­ღა­მოს 6:00 სა­ათ­ზე იკე­ტე­ბა, დრო­ე­ბით და­ი­ხუ­რა სპორტდარ­ბა­ზე­ბი, კი­ნო­თე­ატ­რე­ბი და სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბი.

ყო­ვე­ლი­ვეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა და აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა. ტუ­რინ­ში მო­მი­ტინ­გე­ე­ბის ნა­წილ­მა რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ზია და­არ­ბია, ქუ­ჩებ­ში კი პი­რო­ტექ­ნი­კა აა­ფეთ­ქა და სხვა­დას­ხვა ნივ­თებს ცე­ცხლი წა­უ­კი­და. Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ამ მათ წი­ნა­აღ­მდეგ ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და მო­მი­ტინ­გე­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და ქა­ლაქ მი­ლან­ში გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზეც.

ამას­თან, იტა­ლი­ა­ში, გა­სუ­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი 25 ათა­სამ­დე ადა­მი­ანს და­უ­დას­ტურ­და, რაც პან­დე­მი­ის და­სა­წყი­სი­დან ამ დრომ­დე რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

  • ჩე­ხე­თი

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა და ღა­მის "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი“ და­ა­წე­სეს ჩე­ხეთ­ში. სახ­ლი­დან გას­ვლა იკ­რძა­ლე­ბა 21:00 სა­ა­თი­დან გამ­თე­ნი­ის 04:59 სა­ა­თამ­დე. წე­სე­ბი ვრცელ­დე­ბა ყვე­ლა­ზე, გარ­და გარ­კვე­უ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი­სა. კვი­რა­ო­ბით არ­ცერ­თი მა­ღა­ზია არ იფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ხოლო სხვა დღე­ებ­ში 20:00 სა­ათ­ზე და­ი­ხუ­რე­ბა. ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩე­ხეთ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა 10 000-ს აჭარ­ბებს.

  • ეს­პა­ნე­თი

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ეს­პა­ნეთ­შიც და და­ა­წე­სეს ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი. რო­მე­ლიც მოქ­მე­დებს ღა­მის 23:00 სა­ა­თი­დან დი­ლის 6:00 სა­ა­თამ­დე. ქვე­ყა­ნა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა 15 000-ს აჭარ­ბებს.

  • ბელ­გია

ბელ­გი­ის დე­და­ქა­ლაქ ბრი­უ­სელ­ში და­კე­ტი­ლია სპორტდარ­ბა­ზე­ბი და სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბი, მა­ღა­ზი­ე­ბი 20:00 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ობს, პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში. ეს წე­სე­ბი კი მოქ­მე­დებს 19 ნო­ემ­ბრამ­დე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბელ­გი­ის ქა­ლაქ ლი­ე­ჟი­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ ექი­მებს მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას სთხო­ვენ. ქა­ლაქ­ში სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის თით­ქმის მე­ო­თხე­დი და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ კო­ვიდ 19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი­სა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის მკვეთ­რი ზრდის გამო, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს იმ თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლებ­საც ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­დათ, თუმ­ცა სიმპტო­მე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ, მუ­შა­ო­ბის ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გაგ­რძე­ლე­ბას სთხო­ვენ. ბელ­გი­ის ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­ამ­დგენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ უბ­რა­ლოდ სხვა გზა არ აქვთ.

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა ბელ­გი­ა­ში 10 ათასს აჭარ­ბებს.

  • შვე­დე­თი

შვე­დე­თი ის გა­მო­ნაკ­ლი­სი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც აქამ­დე ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის მიზ­ნით შე­ზღუდ­ვე­ბი არ და­უ­წე­სე­ბი­ათ და ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­ამ­დგენ­ლე­ბი მხო­ლოდ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა ახლა, ზო­გი­ერთ ად­გი­ლას უფრო მკაც­რი მი­თი­თე­ბე­ბი და­ა­წე­სეს, რად­გა­ნაც ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი ამ ქვე­ყა­ნა­შიც მკვეთ­რად იზ­რდე­ბა.

27 ოქ­ტომ­ბერს შვე­დეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 1980 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, რაც ამ ქვეყ­ნის­თვის რე­კორ­დუ­ლი ციფ­რია.

უფ­სა­ლა შვე­დე­თის პირ­ვე­ლი ქა­ლა­ქია, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ჩა­კე­ტეს. ამის შე­სა­ხებ politico.eu წერს. ქა­ლაქ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 230 000 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და ის სტოკ­ჰოლმთან ახ­ლოს, 1 სა­ა­თის გზა­ზე მდე­ბა­რე­ობს. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კი გას­ცეს მკაც­რი რე­კო­მენ­და­ცია, რომ თავი შე­ი­კა­ვონ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით სარ­გებ­ლო­ბის­გან, ასე­ვე თავი აა­რი­დონ კონ­ტაქტს ადა­მი­ა­ნებ­თან გარ­და იმ პი­რე­ბი­სა, ვის­თან ერ­თა­დაც ცხოვ­რო­ბენ. გან­თავ­სდა ბა­ნე­რე­ბი წარ­წე­რით - "საფრ­თხე ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა."

ცნო­ბის­თვის, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 44.7 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს, მათ შო­რის 1,1 მი­ლი­ო­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 32,7 მი­ლი­ო­ნი პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა მზად დე­კემ­ბრის ბო­ლოს­თვის უნდა იყოს.

?
3

ჰა, გინდათ კიდევ შვედური მოდელი? სანამ მაჯლაჯუნა არ დაგაწვებათ და სუნთქვა არ გაგიძნელდებათ, აზრზე არ მოხვალთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ევროპა კვლავ კარანტინში: რიგ ქვეყნებში, მათ შორის, შვედეთში, მკაცრი შეზღუდვები დაწესდა - როგორია ბოლო დღეების ეპიდვითარება

ევროპა კვლავ კარანტინში: რიგ ქვეყნებში, მათ შორის, შვედეთში, მკაცრი შეზღუდვები დაწესდა - როგორია ბოლო დღეების ეპიდვითარება

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, ევროპის ქვეყნებშიც, რეკორდულად იზრდება. თუ აქამდე ხელისუფლებები თავს იკავებდნენ შეზღუდვების ახალი ტალღისგან, ახლა აცხადებენ, რომ "სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს."

კარანტინს, საგანგებო მდგომარეობასა და მკაცრ წესებს უბრუნდებიან ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი, ჩეხეთი, იტალია და.ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ წრტილოვან "ლოქდაუნს" აცხადებენ შვედეთშიც, ქვეყანაში, სადაც ამ დრომდე კორონავირუსთან ბრძოლის განსხვავებულ მეთოდს იყენებდნენ და სადაც არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებდა.

ვნახოთ, სად ამკაცრებენ წესებს პანდემიის შეჩერების მიზნით:

  • საფრანგეთი

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა.

ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებები პარასკევიდან, 30 ოქტომბრიდან ამოქმედდება. მაკრონის თქმით, უკვე მიღებული ზომები "არ არის საკმარისი". ახალი შემზღუდავი ღონისძიებების თანახმად, მოსახლეობას გადაადგილებისთვის სპეციალური საშვები დასჭირდება. დაიხურება რესტორნები და ბარები.

ამასთან, სკოლები, კოლეჯები და ბაღები ღია დარჩება. მაკრონის თქმით, საფრანგეთში ვირუსის მეორე ტალღა უფრო მძიმე იქნება, ვიდრე პირველი. ბოლო დღეებია, რაც საფრანგეთში ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა 30 000 სცდება.

  • გერმანია

გერმანიაში 2 ნოემბრიდან ეპიდემიის გავრცელების საწინააღმდეგო ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ქვეყნის კანცლერმა ანგელა მერკელმა რეგიონების ლიდერებთან კონსულტაციების შემდეგ მიაწოდა.

"დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ნაწილობრივი კარანტინის პირობებში, რომელიც მინიმუმ ერთ თვეს გასტანს, დაიხურება რესტორნები და ბარები, გარდა გატანის მომსახურებისა, კვლავ გაუქმდება ხალხმრავალი ღონისძიებები, შეზღუდვა დაწესდება ნაკლებად აუცილებელ მიმოსვლაზე, აიკრძალება სასტუმროებში ღამის გათენება, გარდა გადაუდებელი სიტუაციებისა, შესაძლებლობის შემთხვევაში ყველამ სახლიდან უნდა იმუშაოს. საჯაროდ შეხვედრებზეც წესდება შეზღუდვა და იკრძალება ორ ოჯახზე მეტის შეკრება, შეკრებილთა რიცხვი კი 10-ს არ უნდა აღემატებოდეს. იზღუდება გასართობი დაწესებულებების ფუნქციონირებაც, დაიკეტება თეატრები და კინოდარბაზები. დაიხურება საცურაო აუზები, სპორტდარბაზები და საუნები.

რაც შეეხება სკოლებს და საბავშვო ბაღებს, ისინი ღია რჩება. კვლავ შესაძლებელი იქნება რელიგიური ღვთისმსახურებებისა და საპროტესტო აქციების გამართვა. მოხუცთა თავშესაფრებში დაშვებული იქნება მნახველების მიღება. ღია რჩება მაღაზიებიც.

"ჩვენ ვართ ძალიან სერიოზულ ვითარებაში. ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ, რათა თავიდან ავიცილოთ მწვავე საგანგებო ვითარება ეროვნულ დონეზე. თუკი ინფექცია ამ ტემპებით გავრცელდება, ჩვენ მივალთ ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების ზღვარზე“, - აღნიშნა მერკელმა პრესკონფერენციაზე.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა 10 000-ს აჭარბებს.

  • იტალია

კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, შეზღუდვები დაწესდა იტალიაშიც. ბარები და რესტორნები საღამოს 6:00 საათზე იკეტება, დროებით დაიხურა სპორტდარბაზები, კინოთეატრები და საცურაო აუზები.

ყოველივეს საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა და აქციები გაიმართა. ტურინში მომიტინგეების ნაწილმა რამდენიმე მაღაზია დაარბია, ქუჩებში კი პიროტექნიკა ააფეთქა და სხვადასხვა ნივთებს ცეცხლი წაუკიდა. Reuters-ის ინფორმაციით, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა ქალაქ მილანში გამართულ საპროტესტო აქციაზეც.

ამასთან, იტალიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 25 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა, რაც პანდემიის დასაწყისიდან ამ დრომდე რეკორდული მაჩვენებელია.

  • ჩეხეთი

საგანგებო მდგომარეობა და ღამის "კომენდანტის საათი“ დააწესეს ჩეხეთში. სახლიდან გასვლა იკრძალება 21:00 საათიდან გამთენიის 04:59 საათამდე. წესები ვრცელდება ყველაზე, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა. კვირაობით არცერთი მაღაზია არ იფუნქციონირებს, ხოლო სხვა დღეებში 20:00 საათზე დაიხურება. ბოლო დღეების განმავლობაში ჩეხეთში ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა 10 000-ს აჭარბებს.

  • ესპანეთი

საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ესპანეთშიც და დააწესეს ე.წ. კომენდანტის საათი. რომელიც მოქმედებს ღამის 23:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე. ქვეყანაში ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა 15 000-ს აჭარბებს.

  • ბელგია

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში დაკეტილია სპორტდარბაზები და საცურაო აუზები, მაღაზიები 20:00 საათამდე მუშაობს, პირბადეების ტარება სავალდებულოა ხალხმრავალ ადგილებში. ეს წესები კი მოქმედებს 19 ნოემბრამდე.

აღსანიშნავია, რომ ბელგიის ქალაქ ლიეჟიში კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმებს მუშაობის გაგრძელებას სთხოვენ. ქალაქში სამედიცინო პერსონალის თითქმის მეოთხედი დაინფიცირებულია, მაგრამ კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევებისა და საავადმყოფოებში მოქალაქეების მიმართვიანობის მკვეთრი ზრდის გამო, სამედიცინო სფეროს იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ვირუსი დაუდასტურდათ, თუმცა სიმპტომები არ აღენიშნებათ, მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას სთხოვენ. ბელგიის ჯანდაცვის სფეროს წარმოამდგენლები ამბობენ, რომ მათ უბრალოდ სხვა გზა არ აქვთ.

კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა ბელგიაში 10 ათასს აჭარბებს.

  • შვედეთი

შვედეთი ის გამონაკლისი ქვეყანაა, სადაც აქამდე ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით შეზღუდვები არ დაუწესებიათ და ჯანდაცვის სფეროს წარმოამდგენლები მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლებოდნენ, თუმცა ახლა, ზოგიერთ ადგილას უფრო მკაცრი მითითებები დააწესეს, რადგანაც ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ამ ქვეყანაშიც მკვეთრად იზრდება.

27 ოქტომბერს შვედეთში კორონავირუსის 1980 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ამ ქვეყნისთვის რეკორდული ციფრია.

უფსალა შვედეთის პირველი ქალაქია, რომელიც კორონავირუსის გამო ჩაკეტეს. ამის შესახებ politico.eu წერს. ქალაქში დაახლოებით 230 000 ადამიანი ცხოვრობს და ის სტოკჰოლმთან ახლოს, 1 საათის გზაზე მდებარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი გასცეს მკაცრი რეკომენდაცია, რომ თავი შეიკავონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისგან, ასევე თავი აარიდონ კონტაქტს ადამიანებთან გარდა იმ პირებისა, ვისთან ერთადაც ცხოვრობენ. განთავსდა ბანერები წარწერით - "საფრთხე ჯერ არ დასრულებულა."

ცნობისთვის, გლობალური მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 44.7 მილიონს აჭარბებს, მათ შორის 1,1 მილიონი გარდაიცვალა, ხოლო 32,7 მილიონი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად დეკემბრის ბოლოსთვის უნდა იყოს.

"მიბაძეთ რუსეთის დუმას "დემოკრატიაში", ჩვენთან 20 წელია ერთი ძალა იგებს და გაურკვევლობაში არ ვართ" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია ქართულ არჩევნებს

"ოცნება" გამარჯვებას ზეიმობს, სააკაშვილი კი ერთიანი ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბებაზე საუბრობს" - "არჩევნები ქართულად" უცხოური მედიის თვალით

გაერთიანებულ სამეფოში კარანტინი მეორედ გამოცხადდა - რა შემთხვევაში შეძლებენ მოქალაქეები გარეთ გასვლას?