სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზუგდიდში ჩიქოვანის და "ოცნების" შტაბიდან ღვინის დარიგება დაიწყეს... ივანიშვილი ქორვაჭარია, რომელსაც ჰგონია, რომ ყველაფერს იყიდის" - გიგი უგულავა
"ზუგდიდში ჩიქოვანის და "ოცნების" შტაბიდან ღვინის დარიგება დაიწყეს... ივანიშვილი ქორვაჭარია, რომელსაც ჰგონია, რომ ყველაფერს იყიდის" - გიგი უგულავა

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ზუგ­დი­დის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი გიგი უგუ­ლა­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ადა­მი­ა­ნე­ბის მოს­ყიდ­ვებ­ზე სა­უბ­რობს. უგუ­ლა­ვას თქმით, ივა­ნიშ­ვი­ლი არის ქორ­ვა­ჭა­რი, რო­მელ­საც ჰგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფერს იყი­დის. რო­გორც უგუ­ლა­ვამ აღ­ნიშ­ნა, 31 ოქ­ტომ­ბერს ქარ­თვე­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი ივა­ნიშ­ვილს აჩ­ვე­ნებს, რომ ღირ­სე­ბა არ იყი­დე­ბა არც კარ­ტო­ფილ­ზე, არც ღვი­ნო­ზე, არც ზეთ­ზე და არც წი­წი­ბუ­რა­ზე.

"არა­ვის უკ­ვირს უკვე ამ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, მას შემ­დეგ, რაც ივა­ნიშ­ვილ­მა კარ­ტო­ფი­ლე­ბი­თა და ზე­თით საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად, მთე­ლი ქვე­ყა­ნა მო­ფი­ნა, რომ დღე­საც და­ი­წყეს უკვე იგი­ვე. და­ი­წყეს და­ში­ნე­ბა, სი­პე­ბი­სა და აიპ-ების თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დარ­ბი­ან ვირ­თხე­ბი­ვით აქეთ-იქით, აში­ნე­ბენ და ემუქ­რე­ბი­ან ადა­მი­ა­ნებს. დღეს ზუგ­დიდ­ში სრუ­ლი­ად ეგ­ზო­ტი­კუ­რი შემ­თხვე­ვაც გვქონ­და, რო­დე­საც დი­ლი­დან ქა­ლაქ­ში და­ი­წყეს ღვი­ნის და­რი­გე­ბა ჩი­ქო­ვა­ნი­სა და "ოც­ნე­ბის" შტა­ბი­დან. ესეც არის ძა­ლი­ან მდა­რე ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვა, რო­მე­ლიც პა­ტივს არ სცემს სა­კუ­თარ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ჰგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფერს იყი­დის. ეს არის ივა­ნიშ­ვი­ლის მე­თო­დი, რად­გან ივა­ნიშ­ვი­ლი არის ასე­თი ქორ­ვა­ჭა­რი, რო­მელ­საც ჰგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფერს იყი­დის. ის ნა­ხავს მწა­რე სი­მარ­თლეს და მის­თვის ეს მწა­რე სი­მარ­თლე არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­მარ­ჯვე­ბა 31 ოქ­ტომ­ბერს. ნა­ხავს, რომ ჩვენ გვაქვს ღირ­სე­ბა და ის არ იყი­დე­ბა კარ­ტო­ფი­ლებ­ზე, ღვი­ნო­ებ­ზე, ზე­თებ­სა და წი­წი­ბუ­რა­ზე", - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

გიგი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბას "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
emigranti
59

ჯერ ერტი მასეტი ხდება ევროპის ქვეყნებშიდაც მოსყიდვაა შენტვის როცა შენ დაარიგებ იქნება ხალხის დახმარება. დაშინებას კი შენსავიტ ივანიშვილი ვერასოდეს მოიფიქრებს.

SPQR
0

ადამიანი, რომელმაც 3 მილიარდ დოლარზე მეტი დაახარჯა ქვეყანას (ააშენა და კეთილმოაწყო პარკები, ეკლესიები, მუზეუმები, თეატრები, სკოლები, უნივერსიტეტები ...) ქორვაჭარია და თბილისის ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონის ქურდი ღირსეული მოქალაქე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ზუგდიდში ჩიქოვანის და "ოცნების" შტაბიდან ღვინის დარიგება დაიწყეს... ივანიშვილი ქორვაჭარია, რომელსაც ჰგონია, რომ ყველაფერს იყიდის" - გიგი უგულავა

"ზუგდიდში ჩიქოვანის და "ოცნების" შტაბიდან ღვინის დარიგება დაიწყეს... ივანიშვილი ქორვაჭარია, რომელსაც ჰგონია, რომ ყველაფერს იყიდის" - გიგი უგულავა

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა ხელისუფლების მხრიდან ადამიანების მოსყიდვებზე საუბრობს. უგულავას თქმით, ივანიშვილი არის ქორვაჭარი, რომელსაც ჰგონია, რომ ყველაფერს იყიდის. როგორც უგულავამ აღნიშნა, 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩეველი ივანიშვილს აჩვენებს, რომ ღირსება არ იყიდება არც კარტოფილზე, არც ღვინოზე, არც ზეთზე და არც წიწიბურაზე.

"არავის უკვირს უკვე ამ ქვეყანაში, მათ შორის, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა კარტოფილებითა და ზეთით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, პრაქტიკულად, მთელი ქვეყანა მოფინა, რომ დღესაც დაიწყეს უკვე იგივე. დაიწყეს დაშინება, სიპებისა და აიპ-ების თანამშრომლები დარბიან ვირთხებივით აქეთ-იქით, აშინებენ და ემუქრებიან ადამიანებს. დღეს ზუგდიდში სრულიად ეგზოტიკური შემთხვევაც გვქონდა, როდესაც დილიდან ქალაქში დაიწყეს ღვინის დარიგება ჩიქოვანისა და "ოცნების" შტაბიდან. ესეც არის ძალიან მდარე ადამიანების ქცევა, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ საზოგადოებას და ჰგონია, რომ ყველაფერს იყიდის. ეს არის ივანიშვილის მეთოდი, რადგან ივანიშვილი არის ასეთი ქორვაჭარი, რომელსაც ჰგონია, რომ ყველაფერს იყიდის. ის ნახავს მწარე სიმართლეს და მისთვის ეს მწარე სიმართლე არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება 31 ოქტომბერს. ნახავს, რომ ჩვენ გვაქვს ღირსება და ის არ იყიდება კარტოფილებზე, ღვინოებზე, ზეთებსა და წიწიბურაზე", - განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავას განცხადებას "ევროპული საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

"ან დაასაბუთოს ან მოუწევს ცილისწამებაზე ბოდიშის მოხდა" - ლევან კობიაშვილი ნიკა მელიას პასუხობს

"მოსკოვს სურს საბჭოთა პერიოდის დროინდელი "გავლენის სფეროები“ აღადგინოს" - რა მისწერეს ქართველმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტ-პოლიტოლოგებმა პომპეოს

საქართველოს დღეს მაიკ პომპეო ეწვევა - როგორი დღის განრიგი ექნება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს