პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორსული ქეთა თოფურიას პირველი ფოტო, რომელიც თაყვანისმცემელმა დუბაიში ჩუმად გადაუღო - ბავშვის სქესი ცნობილია
ორსული ქეთა თოფურიას პირველი ფოტო, რომელიც თაყვანისმცემელმა დუბაიში ჩუმად გადაუღო - ბავშვის სქესი ცნობილია

სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მალე ქეთა თო­ფუ­რია მი­ლი­ო­ნერ ლევ ძენ­გოვ­ზე ქორ­წინ­დე­ბა. თუმ­ცა ეს ერ­თა­დერ­თი სა­სი­ხა­რუ­ლო ფაქ­ტი არ არის მომ­ღერ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში - მომ­ღე­რა­ლი მე­ო­რედ ემ­ზა­დე­ბა დე­დო­ბის­თვის.

ორ­შა­ბათს, 26 ოქ­ტომ­ბერს A'Studio სო­ლის­ტმა თვითმფრი­ნავ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ქეთა წერ­და, რომ და­სას­ვე­ნებ­ლად არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში გაფ­რინ­და.

სწო­რედ დუ­ბა­ი­ში გა­და­უ­ღეს პა­პა­რა­ცუ­ლი ფოტო, სა­დაც ჩანს, რომ ის ნამ­დვი­ლად ორ­სუ­ლად არის, ღია სა­ცუ­რაო კოს­ტუმ­ში მზის აბა­ზა­ნებს იღებს. არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში დას­ვე­ნე­ბის დროს, რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ვარ­სკვლა­ვი ორ­სუ­ლო­ბის მეშ­ვი­დე თვე­ში გაფ­რინ­და, მას მუ­ცე­ლი უკვე საგ­რძნობ­ლად ეტყო­ბა. რო­გორც ჩანს, მომ­ღე­რა­ლი ბო­ლომ­დე ვერ და­ე­მა­ლა ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­თა მზე­რას და ფოტო ერთ-ერ­თმა ფან­მა ჩუ­მად გა­და­უ­ღო. ორ­სუ­ლი თო­ფუ­რი­ას პირ­ვე­ლი ფოტო მან ინ­სტაგ­რა­მის პი­რად გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ქეთა თო­ფუ­რი­ას მე­გო­ბა­რი მე­დი­ას­თან ექ­სკლუ­ზი­ურ დე­ტა­ლებს ამ­ხელს:

"ქე­თიმ და ლეომ უკვე გა­არ­კვი­ეს ბავ­შვის სქე­სი, ისი­ნი ბიჭს ელო­დე­ბი­ან. ორი­ვე ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია. ახლა ორ­სუ­ლო­ბის მეშ­ვი­დე თვე­შია, ასე რომ, წლის ბო­ლოს მათ მემ­კვიდ­რე ეყო­ლე­ბათ", - გა­ნა­ცხა­და მე­გო­ბარ­მა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ თო­ფუ­რი­ამ ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს მო­უ­წო­და, ყვი­თე­ლი პრე­სა აღარ წა­ე­კი­თხათ. მი­ლი­ო­ნერ დიპ­ლო­მატ ლევ ძენ­გო­ვი­სა და ქე­თას ურ­თი­ერ­თო­ბა წე­ლი­წად­ზე მეტს ით­ვლის.

წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი მინ­სკში, ძენ­გო­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­იც­ნო, სა­დაც ქეთა მიწ­ვე­უ­ლი იყო რო­გორც მომ­ღე­რა­ლი. დიპ­ლო­მა­ტი წარ­სულ­ში ორ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი.

მას პირ­ვე­ლი ცო­ლის­გან, 2013 წელს, ვაჟი, ლე­ო­ნი­დი შე­ე­ძი­ნა. მე­ო­რედ კი 2015 წელს ირი­ნა რაკ­ზე იქორ­წი­ნა. წყვილს ჰყავ­და ქა­ლიშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც წლი­ნა­ხევ­რის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ქე­თას­თან ერ­თად ცხოვ­რობს დედა და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ოლი­ვია, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს. მომ­ღერ­ლის პირ­ვე­ლი ქმა­რი, მი­ლი­ო­ნე­რი ლევ გე­იხ­მა­ნი ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და პე­რი­ო­დუ­ლად შვი­ლის სა­ნა­ხა­ვად ჩა­დის. და­შო­რე­ბულ წყვილს ერ­თმა­ნეთ­თან ცი­ვი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.

დდ
0

გიგიშვილო გადაშენდი რესპოდენტან ერთად

ავტორი:

ორსული ქეთა თოფურიას პირველი ფოტო, რომელიც თაყვანისმცემელმა დუბაიში ჩუმად გადაუღო - ბავშვის სქესი ცნობილია

ორსული ქეთა თოფურიას პირველი ფოტო, რომელიც თაყვანისმცემელმა დუბაიში ჩუმად გადაუღო - ბავშვის სქესი ცნობილია

სექტემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მალე ქეთა თოფურია მილიონერ ლევ ძენგოვზე ქორწინდება. თუმცა ეს ერთადერთი სასიხარულო ფაქტი არ არის მომღერლის ცხოვრებაში - მომღერალი მეორედ ემზადება დედობისთვის.

ორშაბათს, 26 ოქტომბერს A'Studio სოლისტმა თვითმფრინავში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ქეთა წერდა, რომ დასასვენებლად არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაფრინდა.

სწორედ დუბაიში გადაუღეს პაპარაცული ფოტო, სადაც ჩანს, რომ ის ნამდვილად ორსულად არის, ღია საცურაო კოსტუმში მზის აბაზანებს იღებს. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დასვენების დროს, რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავი ორსულობის მეშვიდე თვეში გაფრინდა, მას მუცელი უკვე საგრძნობლად ეტყობა. როგორც ჩანს, მომღერალი ბოლომდე ვერ დაემალა ცნობისმოყვარეთა მზერას და ფოტო ერთ-ერთმა ფანმა ჩუმად გადაუღო. ორსული თოფურიას პირველი ფოტო მან ინსტაგრამის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

ქეთა თოფურიას მეგობარი მედიასთან ექსკლუზიურ დეტალებს ამხელს:

"ქეთიმ და ლეომ უკვე გაარკვიეს ბავშვის სქესი, ისინი ბიჭს ელოდებიან. ორივე ძალიან ბედნიერია. ახლა ორსულობის მეშვიდე თვეშია, ასე რომ, წლის ბოლოს მათ მემკვიდრე ეყოლებათ", - განაცხადა მეგობარმა.

რამდენიმე დღის წინ თოფურიამ ორსულობის შესახებ ინფორმაცია უარყო და თაყვანისმცემლებს მოუწოდა, ყვითელი პრესა აღარ წაეკითხათ. მილიონერ დიპლომატ ლევ ძენგოვისა და ქეთას ურთიერთობა წელიწადზე მეტს ითვლის.

წყვილმა ერთმანეთი მინსკში, ძენგოვის დაბადების დღეზე გაიცნო, სადაც ქეთა მიწვეული იყო როგორც მომღერალი. დიპლომატი წარსულში ორჯერ იყო დაქორწინებული.

მას პირველი ცოლისგან, 2013 წელს, ვაჟი, ლეონიდი შეეძინა. მეორედ კი 2015 წელს ირინა რაკზე იქორწინა. წყვილს ჰყავდა ქალიშვილიც, რომელიც წლინახევრის ასაკში გარდაიცვალა. ქეთასთან ერთად ცხოვრობს დედა და მისი ქალიშვილი ოლივია, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მომღერლის პირველი ქმარი, მილიონერი ლევ გეიხმანი ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და პერიოდულად შვილის სანახავად ჩადის. დაშორებულ წყვილს ერთმანეთთან ცივილური ურთიერთობა აქვს.

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს დაუბრუნდა? - პაპარაცებმა მსახიობი ჯონი ლი მილერის ბინაში "გამოიჭირეს"

ქეთა თოფურიამ შვილს ზღაპრული დაბადების დღე საქართველოში გადაუხადა - როგორი წვეულება გამართა მომღერალმა წყნეთის აგარაკზე

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის მხურვალე კოცნა - პაპარაცული კადრები, რომელიც წყვილის შერიგებას ადასტურებს