მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კალაშოვს ყველა ჩამოსვლაზე ჩინოვნიკებისთვის მილიონი დოლარი ჩამოჰქონდა" - რას ყვება ყოფილი პოლიციელი"კანონიერ ქურდებსა" და პოლიციის "ობშიაკზე"
"კალაშოვს ყველა ჩამოსვლაზე ჩინოვნიკებისთვის მილიონი დოლარი ჩამოჰქონდა" - რას ყვება ყოფილი პოლიციელი"კანონიერ ქურდებსა" და პოლიციის "ობშიაკზე"

ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რა­ში სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა, 22 წლის ასაკ­ში მი­ვი­და. ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს ოპერ­მუ­შა­კად მუ­შა­ობ­და. ამ­ბობს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ში სამ­სა­ხუ­რი ძა­ლი­ან სურ­და და სწო­რედ ამი­ტომ ჩა­ა­ბა­რა თა­ვის დრო­ზე იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე. ბიჭს, ალ­ბათ, მა­შინ ვერც წარ­მო­ედ­გი­ნა, რა ურ­თუ­ლე­სი გზის გავ­ლა, რა და­ვა­ლე­ბე­ბი­სა და დაკ­ვე­თე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­უ­წევ­და. ის მა­ლე­ვე გახ­და სის­ტე­მის ნა­წი­ლი, ას­რუ­ლებ­და და­ვა­ლე­ბებს და ელ­ვი­სე­ბუ­რი სის­წრა­ფით იზ­რდე­ბო­და მისი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი კა­რი­ე­რაც. 25 წელი იმუ­შა­ვა სხვა­დას­ხვა სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, ამი­ტომ მას დღეს უკან მი­ხედ­ვის ეში­ნია. ეში­ნია იმი­ტომ, რომ კარ­გად აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ჩა­დე­ნი­ლი ყვე­ლა ქმე­დე­ბა, და­ნა­შა­უ­ლი და ამას ძა­ლი­ან გა­ნიც­დის. წლე­ბი გა­ვი­და, რაც სის­ტე­მი­დან წა­მო­ვი­და, რამ­დე­ნი­მე წე­ლია პენ­სი­ა­ზეა, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ ხში­რად ქენ­ჯნის სინ­დი­სი, ხში­რად ახ­სე­ნებს თავს თა­ვი­სი და კო­ლე­გე­ბის ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი, სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და ამი­ტომ ფიქ­რობს, რომ მისი მო­ნა­ყო­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­საფრ­თხი­ლებ­ლად. ბუ­ნებ­რი­ვია, მას­თან სა­უ­ბა­რი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის დრო­ინ­დე­ლი პო­ლი­ცი­ით და­ვი­წყეთ.

  • ძირ­გა­მომ­პა­ლი სის­ტე­მა

- ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს ში­ნა­გან საქ­მე­თა ორ­გა­ნო­ებ­ში რი­გით ოპერ­მუ­შა­კად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. მარ­ტო ეს სის­ტე­მა კი არა, მთლი­ა­ნად ყვე­ლა სის­ტე­მა, ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და სა­მი­ნის­ტრო ძირ­გა­მომ­პა­ლი იყო. ყვე­ლა­ფე­რი კო­რუფ­ცი­ის ჭა­ობ­ში იყო ჩაფ­ლუ­ლი. პო­ლი­ცი­ე­ლებს ხელ­ფა­სი არ გვქონ­და. ფორ­მა­ლუ­რად ძალ­ზე მი­ზე­რუ­ლი თან­ხა იყო ოფი­ცი­ა­ლუ­რი ხელ­ფა­სი, მაგ­რამ იმა­საც არა­ვინ გვაძ­ლევ­და.

თუმ­ცა ეს პრობ­ლე­მა არ იყო ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის, რად­გან სის­ტე­მა ისე იყო აწყო­ბი­ლი, ხელ­ფა­სი არა­ვის აინ­ტე­რე­სებ­და. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ - სის­ტე­მა მთლი­ა­ნად კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი იყო. ყვე­ლა­ზე ცუდი და შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ის იყო რომ, იმ­დრო­ინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ძა­ლო­ვა­ნი სის­ტე­მა და კრი­მი­ნა­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერთი რგო­ლი იყო, მათ შო­რის გან­სხვა­ვე­ბა თით­ქმის არ არ­სე­ბობ­და. ხში­რად კრი­მი­ნა­ლებ­ზე არა­ნაკ­ლებ და­ნა­შა­ულს სჩა­დი­ოდ­ნენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. ისი­ნი ერ­თმა­ნეთ­თან შე­თან­ხმე­ბით მოქ­მე­დებ­დნენ.

მთელ­მა ქვე­ყა­ნამ იცის ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის", შაქ­რო კა­ლა­შო­ვის უზარ­მა­ზა­რი სახ­ლი, რო­მელ­საც 45 ოთა­ხი ჰქონ­და, რო­გორ აა­შე­ნეს წყნეთ­ში. სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე ვერ­ტმფრე­ნი ჯდე­ბო­და, იქ არ­სე­ბულ გვი­რაბ­ზე არა­ფერს ვამ­ბობ. რო­გორ ფიქ­რობთ, ეს სახ­ლი ისე აა­შე­ნა ადა­მი­ან­მა, რომ ვე­რა­ვინ და­ი­ნა­ხა? მაგ­რამ კა­ლა­შო­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ შე­მო­დი­ო­და, ყვე­ლა ჩა­მოს­ვლა­ზე მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შეჰ­ქონ­და ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტ­ში. რა სტა­ტუ­სით შეჰ­ქონ­და ამ­ხე­ლა თან­ხა, არ ვიცი, მაგ­რამ ის ვიცი, რომ ბი­უ­ჯე­ტი­დან იმ დღეს­ვე ქრე­ბო­და და ჩი­ნოვ­ნი­კებ­ში ნა­წილ­დე­ბო­და. რო­გორც კი შაქ­რო კა­ლა­შო­ვის თვითმფრი­ნა­ვი აე­რო­პორ­ტში და­ეშ­ვე­ბო­და, პირ­და­პირ ტრა­პთან ხვდე­ბოდ­ნენ სა­კუთ­რე­ბის დაც­ვის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში ყველ­გან მი­ა­ცი­ლებ­დნენ, მათი თან­ხლე­ბით და­დი­ო­და, ახ­ლოს ვერ მი­ე­კა­რე­ბო­დი.

ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით: ერთხელ ჩემი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი წყნე­თის გზა­ზე შაქ­რო კა­ლა­შოვს გა­და­ე­ყა­რა, მისი მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რა, კა­ლა­შო­ვი მან­ქა­ნი­დან გა­და­ვი­და და რა­ღაც მან­ძი­ლი ფე­ხით გა­ი­ა­რა. ჩემი უფ­რო­სი გა­ე­კი­და. კა­ლა­შო­ვი მა­ლე­ვე შე­ჩერ­და და ჩი­ნო­სანს ჰკი­თხა, რა გინ­დაო, გაც­ნო­ბა მინ­და შენი, ვინ ხარო, - უთხრა ჩემ­მა უფ­როს­მა. "აი, ესე­ნი გა­ი­ცა­ნი", - მი­უ­თი­თა თან­მხლებ პი­რებ­ზე კა­ლა­შოვ­მა და ისიც და­ა­მა­ტა, მიდი სამ­სა­ხურ­ში და შენი უფ­რო­სო­ბა გე­ტყვის, მე ვინ ვარო. მა­შინ გა­ირ­კვა, რომ მას სა­კუთ­რე­ბის დაც­ვის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ახ­ლდნენ. ჩემს უფ­როსს მა­შინ სის­ტე­მა­ში დიდი გავ­ლე­ნა ჰქონ­და, დიდი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი იყო და არა­ვის­თვის რომ არ შე­უ­თან­ხმე­ბია, ისე და­ა­კა­ვა იქვე " კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" შაქ­რო კა­ლა­შო­ვი. მა­შინ არ ის­ჯე­ბო­და "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბა", მაგ­რამ მისი და­კა­ვე­ბის მი­ზა­ნი კა­ლა­შო­ვის­თვის ფუ­ლის წარ­თმე­ვა იყო. "გა­ა­ჩე­რე, წა­იყ­ვა­ნე პო­ლი­ცი­ა­ში, ფული აიღე და გა­უშ­ვი", - ასე მარ­ტი­ვად წყდე­ბო­და მა­შინ საქ­მე­ე­ბი. ამ ფაქ­ტი­დან ზუს­ტად 4 დღე­ში ჩემი უფ­რო­სის მან­ქა­ნა გა­ი­ტა­ცეს ქურ­დებ­მა და ცხინ­ვა­ლის სა­ზღვარ­თან დაწ­ვეს.

  • პო­ლი­ცი­ის "ობ­ში­ა­კი"

სის­ტე­მა ასე იყო აწყო­ბი­ლი - თუ ოპერ­მუ­შა­კი და­ა­კა­ვებ­და ვინ­მეს და ფულს აი­ღებ­და, თან­ხა სამ­ძებ­როს უფ­როს­თან უნდა მი­ე­ტა­ნა, თა­ვის მხრივ, სამ­ძებ­როს უფ­როსს წილი მიჰ­ქონ­და კრი­მი­ნა­ლუ­რის უფ­როს­თან, იმას - სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­თან და ასე მი­დი­ო­და ჯაჭ­ვი შს მი­ნის­ტრამ­დე და ბო­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ­დე. მა­გა­ლი­თად, ჩემს და­ნა­ყოფს თვე­ში 12.000 დო­ლა­რი ჰქონ­და ხარ­ჯი. ამა­ში შე­დი­ო­და იმ სტრუქ­ტუ­რე­ბის­თვის გა­და­სა­ცე­მი თან­ხაც, რო­მელ­საც ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რის შე­მოწ­მე­ბა ევა­ლე­ბო­და. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მგზავრი
19

სამაგიეროდ დღეს იქით უხდიან!

გიორგი
85
მორიგი იდიოტიზმი,გათვლილი მდაბიოებზე...
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"კალაშოვს ყველა ჩამოსვლაზე ჩინოვნიკებისთვის მილიონი დოლარი ჩამოჰქონდა" - რას ყვება ყოფილი პოლიციელი"კანონიერ ქურდებსა" და პოლიციის "ობშიაკზე"

"კალაშოვს ყველა ჩამოსვლაზე ჩინოვნიკებისთვის მილიონი დოლარი ჩამოჰქონდა" - რას ყვება ყოფილი პოლიციელი"კანონიერ ქურდებსა" და პოლიციის "ობშიაკზე"

ძალოვან სტრუქტურაში სრულიად ახალგაზრდა, 22 წლის ასაკში მივიდა. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ოპერმუშაკად მუშაობდა. ამბობს, რომ სამართალდამცავ ორგანოში სამსახური ძალიან სურდა და სწორედ ამიტომ ჩააბარა თავის დროზე იურიდიულ ფაკულტეტზე. ბიჭს, ალბათ, მაშინ ვერც წარმოედგინა, რა ურთულესი გზის გავლა, რა დავალებებისა და დაკვეთების შესრულება მოუწევდა. ის მალევე გახდა სისტემის ნაწილი, ასრულებდა დავალებებს და ელვისებური სისწრაფით იზრდებოდა მისი სამსახურებრივი კარიერაც. 25 წელი იმუშავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ამიტომ მას დღეს უკან მიხედვის ეშინია. ეშინია იმიტომ, რომ კარგად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი ყველა ქმედება, დანაშაული და ამას ძალიან განიცდის. წლები გავიდა, რაც სისტემიდან წამოვიდა, რამდენიმე წელია პენსიაზეა, მაგრამ ამბობს, რომ ხშირად ქენჯნის სინდისი, ხშირად ახსენებს თავს თავისი და კოლეგების ჩადენილი დანაშაულები, სისტემაში არსებული პრობლემები და ამიტომ ფიქრობს, რომ მისი მონაყოლი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების გასაფრთხილებლად. ბუნებრივია, მასთან საუბარი ედუარდ შევარდნაძის დროინდელი პოლიციით დავიწყეთ.

  • ძირგამომპალი სისტემა

- ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს შინაგან საქმეთა ორგანოებში რიგით ოპერმუშაკად დავიწყე მუშაობა. მარტო ეს სისტემა კი არა, მთლიანად ყველა სისტემა, ყველა დაწესებულება და სამინისტრო ძირგამომპალი იყო. ყველაფერი კორუფციის ჭაობში იყო ჩაფლული. პოლიციელებს ხელფასი არ გვქონდა. ფორმალურად ძალზე მიზერული თანხა იყო ოფიციალური ხელფასი, მაგრამ იმასაც არავინ გვაძლევდა.

თუმცა ეს პრობლემა არ იყო ძალოვანი უწყების თანამშრომლებისთვის, რადგან სისტემა ისე იყო აწყობილი, ხელფასი არავის აინტერესებდა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - სისტემა მთლიანად კორუმპირებული იყო. ყველაზე ცუდი და შემაშფოთებელი ის იყო რომ, იმდროინდელი ხელისუფლება, ძალოვანი სისტემა და კრიმინალი, ფაქტობრივად, ერთი რგოლი იყო, მათ შორის განსხვავება თითქმის არ არსებობდა. ხშირად კრიმინალებზე არანაკლებ დანაშაულს სჩადიოდნენ პოლიციელები. ისინი ერთმანეთთან შეთანხმებით მოქმედებდნენ.

მთელმა ქვეყანამ იცის ერთ-ერთი ცნობილი "კანონიერი ქურდის", შაქრო კალაშოვის უზარმაზარი სახლი, რომელსაც 45 ოთახი ჰქონდა, როგორ ააშენეს წყნეთში. სახლის სახურავზე ვერტმფრენი ჯდებოდა, იქ არსებულ გვირაბზე არაფერს ვამბობ. როგორ ფიქრობთ, ეს სახლი ისე ააშენა ადამიანმა, რომ ვერავინ დაინახა? მაგრამ კალაშოვი საქართველოში რომ შემოდიოდა, ყველა ჩამოსვლაზე მილიონი დოლარი შეჰქონდა ქვეყნის ბიუჯეტში. რა სტატუსით შეჰქონდა ამხელა თანხა, არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ ბიუჯეტიდან იმ დღესვე ქრებოდა და ჩინოვნიკებში ნაწილდებოდა. როგორც კი შაქრო კალაშოვის თვითმფრინავი აეროპორტში დაეშვებოდა, პირდაპირ ტრაპთან ხვდებოდნენ საკუთრების დაცვის პოლიციის თანამშრომლები და მისი საქართველოში ყოფნის პერიოდში ყველგან მიაცილებდნენ, მათი თანხლებით დადიოდა, ახლოს ვერ მიეკარებოდი.

ერთ ამბავს მოგიყვებით: ერთხელ ჩემი სამმართველოს უფროსი წყნეთის გზაზე შაქრო კალაშოვს გადაეყარა, მისი მანქანა გააჩერა, კალაშოვი მანქანიდან გადავიდა და რაღაც მანძილი ფეხით გაიარა. ჩემი უფროსი გაეკიდა. კალაშოვი მალევე შეჩერდა და ჩინოსანს ჰკითხა, რა გინდაო, გაცნობა მინდა შენი, ვინ ხარო, - უთხრა ჩემმა უფროსმა. "აი, ესენი გაიცანი", - მიუთითა თანმხლებ პირებზე კალაშოვმა და ისიც დაამატა, მიდი სამსახურში და შენი უფროსობა გეტყვის, მე ვინ ვარო. მაშინ გაირკვა, რომ მას საკუთრების დაცვის პოლიციელები ახლდნენ. ჩემს უფროსს მაშინ სისტემაში დიდი გავლენა ჰქონდა, დიდი სამმართველოს უფროსი იყო და არავისთვის რომ არ შეუთანხმებია, ისე დააკავა იქვე " კანონიერი ქურდი" შაქრო კალაშოვი. მაშინ არ ისჯებოდა "კანონიერი ქურდობა", მაგრამ მისი დაკავების მიზანი კალაშოვისთვის ფულის წართმევა იყო. "გააჩერე, წაიყვანე პოლიციაში, ფული აიღე და გაუშვი", - ასე მარტივად წყდებოდა მაშინ საქმეები. ამ ფაქტიდან ზუსტად 4 დღეში ჩემი უფროსის მანქანა გაიტაცეს ქურდებმა და ცხინვალის საზღვართან დაწვეს.

  • პოლიციის "ობშიაკი"

სისტემა ასე იყო აწყობილი - თუ ოპერმუშაკი დააკავებდა ვინმეს და ფულს აიღებდა, თანხა სამძებროს უფროსთან უნდა მიეტანა, თავის მხრივ, სამძებროს უფროსს წილი მიჰქონდა კრიმინალურის უფროსთან, იმას - სამმართველოს უფროსთან და ასე მიდიოდა ჯაჭვი შს მინისტრამდე და ბოლოს ხელისუფლებამდე. მაგალითად, ჩემს დანაყოფს თვეში 12.000 დოლარი ჰქონდა ხარჯი. ამაში შედიოდა იმ სტრუქტურებისთვის გადასაცემი თანხაც, რომელსაც ჩვენი სამსახურის შემოწმება ევალებოდა. წაიკითხეთ სტატია სრულად

ე.წ. კანონიერი ქურდი ვატო ყიფიანი ქვეყნიდან გააძევეს - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის ეროვნული პოლიცია

"მისი დაკავება ძმები ფეიქრიშვილების საქმეს უკავშირდება" - რას ყვება ადვოკატი ვატო ყიფიანის შესახებ, რომელიც თბილისის აეროპორტში დააკვეს

რას ყვება ვახტანგ გომელაური ურეკში მომხდარ ინციდენტზე