პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზ.ხ.-ს მამას ახალი ბრალი დაემატა - თამაზ ხომასურიძეს ამ წუთებში ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება
ზ.ხ.-ს მამას ახალი ბრალი დაემატა - თამაზ ხომასურიძეს ამ წუთებში ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის, ზ.ხ.-ს მა­მას, თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძეს ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში სა­სა­მარ­თლო ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა უტარ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ხო­მა­სუ­რი­ძის ად­ვო­კატ­მა მა­მუ­კა ბა­სი­ლაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძეს ექ­სპერ­ტი­ზა მისი შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უტარ­დე­ბა. ბა­სი­ლაშ­ვი­ლის თქმით­ვე, ექ­სპერ­ტი­ზამ უნდა და­ად­გი­ნოს, იყო თუ არა მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სას შე­რა­ცხა­დი.

დღეს­ვე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ბრალ­დე­ბუ­ლის წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა უნდა გა­ი­მარ­თოს. თუმ­ცა, ექ­სპერ­ტი­ზის გამო, ის შე­საძ­ლოა, გა­და­ი­დოს.

ამას­თან, რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ გახ­და ცნო­ბი­ლი, თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს კი­დევ ერთი ბრა­ლი და­ე­მა­ტა. სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბი­დან მა­ლე­ვე, ცი­ხის რე­ჟი­მის ინ­სპექ­ტორს თავს და­ეს­ხა.

ცნო­ბის­თვის, თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძეს ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ას, მუ­ქა­რა­სა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის რე­ჟი­მის ინ­სპექ­ტორ­ზე თავ­დას­ხმას ედა­ვე­ბი­ან.

დვალთელი
0

კაი კტისაა მაგი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

ზ.ხ.-ს მამას ახალი ბრალი დაემატა - თამაზ ხომასურიძეს ამ წუთებში ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება

ზ.ხ.-ს მამას ახალი ბრალი დაემატა - თამაზ ხომასურიძეს ამ წუთებში ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამას, თამაზ ხომასურიძეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხომასურიძის ადვოკატმა მამუკა ბასილაშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, თამაზ ხომასურიძეს ექსპერტიზა მისი შუამდგომლობის საფუძველზე უტარდება. ბასილაშვილის თქმითვე, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი.

დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს. თუმცა, ექსპერტიზის გამო, ის შესაძლოა, გადაიდოს.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, თამაზ ხომასურიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს კიდევ ერთი ბრალი დაემატა. სააგენტოს ცნობით, ბრალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებიდან მალევე, ციხის რეჟიმის ინსპექტორს თავს დაესხა.

ცნობისთვის, თამაზ ხომასურიძეს ცრუ ჩვენების მიცემას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, მუქარასა და სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმის ინსპექტორზე თავდასხმას ედავებიან.

დაკავებულია 2 პირი, რომლებიც ვარკეთილში მდებარე ტოტალიზატორში შეიჭრნენ და თანხა გაიტაცეს

"პოლიციამ აღმოაჩინა ბანდიტი..." - ვახტანგ მეგრელიშვილი ავტომობილის მართვის უფლებისა და საშვის არქონის გამო 2 500 ლარით დაჯარიმდა

"დამნაშავის დაკავების მიზნით სამძებრო ღონისძიებები ტარდება" - რას ამბობს აჭარის პოლიციის უფროსი ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე