ავტორი:

"მშობლებისთვის უთქვამს, ფილტვები მტკივა და თბილისში უნდა წავიდეო" - რას ამბობენ ბადრი ესებუას ნათესავები

"მშობლებისთვის უთქვამს, ფილტვები მტკივა და თბილისში უნდა წავიდეო" - რას ამბობენ ბადრი ესებუას ნათესავები

მედიის ინფორმაციით, ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ამასთან, ნათესავების განცხადებით, ბადრი ესებუა თბილისში სამკურნალოდ იყო წასული და სახლში დაბრუნებას დღეს გეგმავდა.

ისინი გამორიცხავენ იმას, რომ შესაძლოა „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა ბადრი ესებუას განეხორციელებინა.

როგორ ნათესავები და მეზობლები განმარტავენ, ის „ძალიან პატიოსანი ადამიანია“.

"დაიბარა, რომ წავიდა. მშობლებისთვის უთქვამს, ფილტვები მტკივა და თბილისში უნდა წავიდე, ვიმკურნალოო. ჯარში მსახურება იმიტომ მიატოვა, რომ ავად იყო",- განუცხადა ჟურნალისტებს ბადრი ესებუას ნათესავმა, ნუგზარ ესებუამ.

მისი განმარტებით, ოჯახს თოფი აქვს, თუმცა რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

„თეგეტა აკადემიამ“ ორგანიზაციებისთვის საავტომობილო პარკის მართვისთვის სასწავლო პროგრამა განავითარა

"სასიხარულო ამბავია, რომ გვექნება ვაქცინის არჩევანის საშუალება... საქართველოში ეს დაახლოებით, 7-8 თვის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი" - ბიძინა კულუმბეგოვი

"კიდურების კანკალი, მეხსიერების  პრობლემები, ზოგჯერ დეპრესიული გამოვლინებებიც..." - კიდევ რა გართულებები ახასიათებს პოსტკოვიდურ სინდრომს?