მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
მეცნიერება
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე ორიგინალური და მიმზიდველი საახალწლო შეფუთვები, რომელსაც კომპანიები საჩუქრის მომზადებისას იყენებენ
ყველაზე ორიგინალური და მიმზიდველი საახალწლო შეფუთვები, რომელსაც კომპანიები საჩუქრის მომზადებისას იყენებენ

ყო­ველ შობა-ახალ წელს, ბრენ­დე­ბი ცდი­ლო­ბენ, პრო­დუქ­ტი გა­მორ­ჩე­უ­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო და მიმ­ზიდ­ვე­ლი შე­ფუთ­ვე­ბით გა­მო­უშ­ვან, რათა მეტი მომ­ხმა­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცი­ონ და ცნო­ბა­დო­ბა უფრო აი­მაღ­ლონ.

მზა­დე­ბა შე­მოდ­გო­მის და­სა­წყი­სი­დან იწყე­ბა და დღე­სას­წა­უ­ლე­ბამ­დე თით­ქმის ერთი თვით ადრე, მა­ღა­ზი­ებ­ში შე­სუ­ლე­ბი ვხე­დავთ და­ფიფ­ქულ სა­სა­ჩუქ­რე ყუ­თებს, ზო­გი­ერ­თი გა­ზი­ა­ნი სასმლის შე­ფუთ­ვი­დან კი სან­ტა-კლა­უ­სი შე­მოგ­ვყუ­რებს. ასე­ვე, ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ტკბი­ლე­უ­ლის შე­ფუთ­ვა სა­ა­ხალ­წლო თე­მა­ტი­კით გა­ფორ­მე­ბუ­ლი მუ­ყა­ოს ყუ­თებ­ში. ხში­რად სა­ჩუქ­რის შე­ძე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე გა­დამ­წყვეტ როლს სწო­რედ მისი შე­სა­ფუ­თი მა­სა­ლის ვი­ზუ­ა­ლი თა­მა­შობს.

თუ აქამ­დე მსგავ­სი სა­სა­ჩუქ­რე მა­სა­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მხო­ლოდ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დებს ჰქონ­დათ და ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, თავი შე­ე­ზღუ­დათ ან სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ე­ფორ­მე­ბი­ნათ შეკ­ვე­თა (რაც დიდ ხა­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი), დღეს შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლით ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა.

გა­სულ წელს, „კო­ლორ ჯგუფ­მა“ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ი­ტა­ნა და­ნად­გა­რი HP Indigo 20 000, რო­მელ­მაც ქარ­თულ კომ­პა­ნი­ებს ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შე­უქ­მნა. სა­სა­ჩუქ­რე შე­ფუთ­ვის წარ­მო­ე­ბას­თან ერ­თად, კომ­პა­ნი­ამ დი­ზა­ი­ნის შექ­მნის სერ­ვი­სიც და­ი­წყო.

და­ნად­გა­რით რბილ შე­ფუთ­ვებ­ზე სა­სურ­ვე­ლი დი­ზა­ი­ნის უს­წრა­ფე­სად გა­და­ტა­ნა გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. რის მა­გა­ლით­საც ფო­ტო­ზეც ხე­დავთ. უამ­რა­ვი და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქტს შო­რის, ეს კონ­კრე­ტუ­ლი შე­ფუთ­ვა გა­მორ­ჩე­უ­ლი და მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­და. მან მომ­ხმა­რე­ბელს სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა შე­უქ­მნა.

და­ნად­გა­რის მეშ­ვე­ო­ბით ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია, ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მის ბოთ­ლის­თვის და­ი­ბეჭ­დოს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის კუმ­შვა­დი ეტი­კე­ტი, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად შე­მო­ეკ­ვრე­ბა პრო­დუქტს და ზუს­ტად გა­ი­მე­ო­რებს მის ფორ­მას.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­ფუთ­ვა გავ­ხა­დოთ უნი­კა­ლუ­რი?

ბოლო პე­რი­ოდ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ერთი და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტის სხვა­დას­ხვა დი­ზა­ი­ნით შე­ფუთ­ვა. ამ­გვა­რი შე­ფუთ­ვა ხში­რად შეგ­ვხდე­ბათ უცხო­ეთ­ში ნა­ყი­ნის და სხვა სა­ხის ტკბი­ლე­უ­ლის შე­ძე­ნი­სას. ცოტა ხნის წინ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში „აგ­რო­ჰა­ბის“ ქსელ­შიც გა­მოჩ­ნდა. „კო­ლორ ჯგუფ­მა“ ახა­ლი და­ნად­გა­რის მეშ­ვე­ო­ბით „აგ­რო­ჰა­ბის“ ერთი სა­ხე­ო­ბის ნა­ყი­ნი რამ­დე­ნი­მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ფუთ­ვით წარ­მო­ად­გი­ნა, რა­მაც მომ­ხმა­რებ­ლის მხრი­დან მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ეს ტრენ­დი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა სა­ა­ხალ­წლო შე­ფუთ­ვის შემ­თხვე­ვა­ში.

სხვა­დას­ხვა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ფუთ­ვა მომ­ხმა­რე­ბელს უქ­მნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ რა­საც იძენს, ის უნი­კა­ლუ­რია და კონ­კრე­ტუ­ლად მის­თვის შე­იქ­მნა. ამას­თან, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნით შე­ფუ­თუ­ლი ტბი­ლე­უ­ლი თუ აქ­სე­სუ­ა­რე­ბი მომ­ხმა­რე­ბელს უფრო ფარ­თო არ­ჩე­ვანს სთა­ვა­ზობს: ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა, სან­ტას გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მქო­ნე შე­ფუთ­ვა, სხვას ირ­მე­ბი­ა­ნი ან ნაძ­ვის ხით მო­ე­წო­ნოს. რაც მთა­ვა­რია, ბრენ­დი იქ­მნის სა­ა­ხალ­წლო იმიჯს და ასო­ცირ­დე­ბა დღე­სას­წა­ულ­თან.

მსგავს სა­სა­ჩუქ­რე ყუ­თებს „კო­ლორ ჯგუ­ფი“ სხვა­დას­ხვა ტექ­ნო­ლო­გი­ით ამ­ზა­დებს. გა­აჩ­ნია ბრენ­დის მო­თხოვ­ნა­სა და პრო­დუქ­ტის სპე­ცი­ფი­კას. გა­სულ წელს, მათ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი კლი­ენ­ტე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­ფუთ­ვე­ბი შექ­მნეს, რო­მე­ლიც სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

„კომ­პა­ნი­ებს, ჩვე­ნი ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, გა­მო­ი­ყე­ნონ შე­ფუთ­ვე­ბი მარ­კე­ტინ­გუ­ლი კამ­პა­ნი­ე­ბის­თვი­საც. მა­გა­ლი­თად, ყო­ვე­ლი პრო­დუქ­ტის­თვის შექ­მნან უნი­კა­ლუ­რი ვი­ზუ­ა­ლის, წარ­წე­რი­სა და ილუსტრა­ცი­ე­ბის მქო­ნე შე­ფუთ­ვე­ბი და ეტი­კე­ტე­ბი. შე­საძ­ლე­ბე­ლია ერთი დი­ზა­ი­ნის მეშ­ვე­ო­ბით და­გე­ნე­რირ­დეს მი­ლი­ო­ნო­ბით უნი­კა­ლუ­რი ვი­ზუ­ა­ლი და ერთი სა­ხე­ო­ბის პრო­დუქ­ტი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­დეს“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ „კო­ლორ ჯგუფ­ში“.

გარ­და სა­სა­ჩუქ­რე შე­ფუთ­ვე­ბი­სა, ახა­ლი წლის პე­რი­ოდ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს დღე­სას­წა­უ­ლის თე­მა­ტი­კით გა­ფორ­მე­ბუ­ლი მუ­ყა­ოს ჭი­ქე­ბი, ბრენ­დი­რე­ბუ­ლი კალ­მე­ბი, კა­ტა­ლო­გე­ბი, კა­ლენ­დრე­ბი, ქა­ღალ­დის ჩან­თე­ბი და სხვა. თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ცი­ის პრო­მო­ცი­ის­თვის კომ­პა­ნი­ე­ბი ამ გზას ხში­რად მი­მარ­თა­ვენ.

„კო­ლორ ჯგუფ­ში“ აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ეს პრო­დუქ­ტის რეკ­ლა­მი­რე­ბის აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი ხერ­ხია, ამი­ტომ გა­და­წყვი­ტეს, კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის საქ­მე გა­ე­მარ­ტი­ვე­ბი­ნათ და ამ­გვა­რი აქ­სე­სუ­ა­რე­ბის დამ­ზა­დე­ბის სრუ­ლი სერ­ვი­სი შე­ექ­მნათ.

„ჩვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი მო­ი­ცავს რბილ და მყარ შე­ფუთ­ვას, ეტი­კე­ტებს, სა­რეკ­ლა­მო პო­ლიგ­რა­ფი­ას, წიგ­ნე­ბის და პრე­სის ბეჭდ­ვას, დი­ზა­ინ სტუ­დი­ა­სა და ტექ­სტილს.ჩვენ ვფა­რავთ სხვა­დას­ხვა ინ­დუსტრი­ებს, მათ შო­რის: საკ­ვე­ბი და სწრა­ფი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის, ალ­კოჰო­ლუ­რი და არა ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის, სა­გა­მომ­ცემ­ლო, მე­დია, ფარ­მა­ცევ­ტულ და სა­მე­დი­ცი­ნო, ავ­ტო­მო­ტივს, სა­ბან­კო-სა­ფი­ნან­სო, სა­და­ზღვე­ვო, სა­ა­ვი­ა­ციო, გა­სარ­თობ ინ­დუსტრი­ებს“ , -აღ­ნიშ­ნა­ვენ „კო­ლორ ჯგუფ­ში“.

გარ­და ტკბი­ლე­უ­ლი­სა, დაბ­რენ­დი­ლი კა­ლენ­დრე­ბი­სა და კალ­მე­ბი­სა, ახა­ლი წლის პე­რი­ოდ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ღვი­ნის ჩუ­ქე­ბა, რო­მე­ლიც სა­ა­ხალ­წლო თე­მა­ტი­კის ეტი­კეტს ატა­რებს. თუ ადრე შე­ფუთ­ვებ­ზე მარ­ტი­ვი, თხე­ლი წებ­ვა­დი ეტი­კე­ტე­ბი შეგ­ვხდე­ბო­დათ, რო­მელ­ზეც ფიფ­ქე­ბი იყო გა­მო­სა­ხუ­ლი, დღეს მათი ვი­ზუ­ა­ლი უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­მოს­ვლას­თან ერ­თად, ეტი­კე­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა ახალ სი­მაღ­ლე­ზე ავი­და. სა­ინ­ტე­რე­სო და ორი­გი­ნა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნე­ბის ნი­მუ­შებს კი მალე სა­ა­ხალ­წლოდ ვი­ხი­ლავთ

„გარ­და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ეტი­კე­ტე­ბის ბეჭდ­ვი­სა, ახ­ლა­ხან და­ვი­წყეთ ე.წ. ორ­მხრი­ვი ეტი­კე­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა. მხო­ლოდ ვი­ზუ­ა­ლი პირ­ველ გვერ­დზე და ყვე­ლა და­მა­ტე­ბი­თი ტექ­ნი­კუ­რი მო­ნა­ცე­მი მთა­ვა­რი ეტი­კე­ტის ქვეშ, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მარ­ტი­ვად შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ა­ჩი­ნოთ - ეს არის მისი მთა­ვა­რი სპე­ცი­ფი­კა.

ასე­ვე, შეგ­ვიძ­ლია სარ­კი­სე­ბუ­რი ეტი­კე­ტე­ბის ბეჭდ­ვა, რო­დე­საც ვი­ზუ­ა­ლი არის ეტი­კე­ტის, რო­გორც წინა, ასე­ვე წე­ბო­ვან მხა­რეს, რაც დი­ზა­ინს საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის.

ყვე­ლა ხელ­სა­წყო, რაც ეტი­კე­ტის და­სამ­ზა­დებ­ლად არის სა­ჭი­რო, მო­ოქ­რო­ვე­ბის, სილქ-ლა­ქის, 3D სქ­რინ ლა­კის, ოქ­როს და სხვა ყვე­ლა შე­საძ­ლო ოფ­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ზე­და­პირ­ზე: მე­ტა­ლი­ზი­რე­ბულ, გამჭვირ­ვა­ლე, წყალ­გამ­ძლე, თერ­მულ, დამ­ცავ, ფაქ­ტუ­რი­ან თუ უფაქ­ტუ­რო მა­სა­ლებ­ზე, ჩვენ­თან ად­გილ­ზე მზად­დე­ბა“, - გან­მარ­ტა­ვენ „კო­ლორ ჯგუფ­ში“.

სა­ინ­ტე­რე­სო დი­ზა­ი­ნის მო­ფიქ­რე­ბა­სა და რე­ა­ლი­ზე­ბა­ში კი „კო­ლორ ჯგუ­ფის“ დი­ზა­ინ სტუ­დიო ად­გილ­ზე და­გეხ­მა­რე­ბათ. ახა­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო და თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ფუთ­ვე­ბით პრო­დუქ­ტი სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბას მარ­ტი­ვად შექ­მნის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ყველაზე ორიგინალური და მიმზიდველი საახალწლო შეფუთვები, რომელსაც კომპანიები საჩუქრის მომზადებისას იყენებენ

ყველაზე ორიგინალური და მიმზიდველი საახალწლო შეფუთვები, რომელსაც კომპანიები საჩუქრის მომზადებისას იყენებენ

ყოველ შობა-ახალ წელს, ბრენდები ცდილობენ, პროდუქტი გამორჩეული, საინტერესო და მიმზიდველი შეფუთვებით გამოუშვან, რათა მეტი მომხმარებლის ყურადღება მიიქციონ და ცნობადობა უფრო აიმაღლონ.

მზადება შემოდგომის დასაწყისიდან იწყება და დღესასწაულებამდე თითქმის ერთი თვით ადრე, მაღაზიებში შესულები ვხედავთ დაფიფქულ სასაჩუქრე ყუთებს, ზოგიერთი გაზიანი სასმლის შეფუთვიდან კი სანტა-კლაუსი შემოგვყურებს. ასევე, ძალიან პოპულარულია ტკბილეულის შეფუთვა საახალწლო თემატიკით გაფორმებული მუყაოს ყუთებში. ხშირად საჩუქრის შეძენის გადაწყვეტილებაზე გადამწყვეტ როლს სწორედ მისი შესაფუთი მასალის ვიზუალი თამაშობს.

თუ აქამდე მსგავსი სასაჩუქრე მასალების დამზადების შესაძლებლობა მხოლოდ საერთაშორისო ბრენდებს ჰქონდათ და ქართული კომპანიები იძულებულები იყვნენ, თავი შეეზღუდათ ან საზღვარგარეთ გაეფორმებინათ შეკვეთა (რაც დიდ ხაჯებთან არის დაკავშირებული), დღეს შესაბამისი ტექნიკური საშუალებების საქართველოში შემოსვლით ვითარება შეიცვალა.

გასულ წელს, „კოლორ ჯგუფმა“ საქართველოში შემოიტანა დანადგარი HP Indigo 20 000, რომელმაც ქართულ კომპანიებს ახალი შესაძლებლობები შეუქმნა. სასაჩუქრე შეფუთვის წარმოებასთან ერთად, კომპანიამ დიზაინის შექმნის სერვისიც დაიწყო.

დანადგარით რბილ შეფუთვებზე სასურველი დიზაინის უსწრაფესად გადატანა გახდა შესაძლებელი. რის მაგალითსაც ფოტოზეც ხედავთ. უამრავი დასახელების პროდუქტს შორის, ეს კონკრეტული შეფუთვა გამორჩეული და მიმზიდველი გახდა. მან მომხმარებელს საახალწლო განწყობა შეუქმნა.

დანადგარის მეშვეობით ასევე შესაძლებელია, ნებისმიერი ფორმის ბოთლისთვის დაიბეჭდოს მაღალი ხარისხის კუმშვადი ეტიკეტი, რომელიც მთლიანად შემოეკვრება პროდუქტს და ზუსტად გაიმეორებს მის ფორმას.

როგორ შეიძლება შეფუთვა გავხადოთ უნიკალური?

ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს ერთი დასახელების პროდუქტის სხვადასხვა დიზაინით შეფუთვა. ამგვარი შეფუთვა ხშირად შეგვხდებათ უცხოეთში ნაყინის და სხვა სახის ტკბილეულის შეძენისას. ცოტა ხნის წინ ის საქართველოში „აგროჰაბის“ ქსელშიც გამოჩნდა. „კოლორ ჯგუფმა“ ახალი დანადგარის მეშვეობით „აგროჰაბის“ ერთი სახეობის ნაყინი რამდენიმე განსხვავებული შეფუთვით წარმოადგინა, რამაც მომხმარებლის მხრიდან მოწონება დაიმსახურა. ეს ტრენდი განსაკუთრებით საინტერესოა საახალწლო შეფუთვის შემთხვევაში.

სხვადასხვა განსხვავებული შეფუთვა მომხმარებელს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ რასაც იძენს, ის უნიკალურია და კონკრეტულად მისთვის შეიქმნა. ამასთან, განსხვავებული დიზაინით შეფუთული ტბილეული თუ აქსესუარები მომხმარებელს უფრო ფართო არჩევანს სთავაზობს: ვიღაცას შეიძლება, სანტას გამოსახულების მქონე შეფუთვა, სხვას ირმებიანი ან ნაძვის ხით მოეწონოს. რაც მთავარია, ბრენდი იქმნის საახალწლო იმიჯს და ასოცირდება დღესასწაულთან.

მსგავს სასაჩუქრე ყუთებს „კოლორ ჯგუფი“ სხვადასხვა ტექნოლოგიით ამზადებს. გააჩნია ბრენდის მოთხოვნასა და პროდუქტის სპეციფიკას. გასულ წელს, მათ კორპორაციული კლიენტებისთვის სპეციალური შეფუთვები შექმნეს, რომელიც სწორედ აღნიშნული ტექნოლოგიით იყო დამზადებული.

„კომპანიებს, ჩვენი ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით, საშუალება აქვთ, გამოიყენონ შეფუთვები მარკეტინგული კამპანიებისთვისაც. მაგალითად, ყოველი პროდუქტისთვის შექმნან უნიკალური ვიზუალის, წარწერისა და ილუსტრაციების მქონე შეფუთვები და ეტიკეტები. შესაძლებელია ერთი დიზაინის მეშვეობით დაგენერირდეს მილიონობით უნიკალური ვიზუალი და ერთი სახეობის პროდუქტი მრავალფეროვანი გახდეს“, - აღნიშნავენ „კოლორ ჯგუფში“.

გარდა სასაჩუქრე შეფუთვებისა, ახალი წლის პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს დღესასწაულის თემატიკით გაფორმებული მუყაოს ჭიქები, ბრენდირებული კალმები, კატალოგები, კალენდრები, ქაღალდის ჩანთები და სხვა. თავიანთი პროდუქციის პრომოციისთვის კომპანიები ამ გზას ხშირად მიმართავენ.

„კოლორ ჯგუფში“ აღნიშნავენ, რომ ეს პროდუქტის რეკლამირების აპრობირებული ხერხია, ამიტომ გადაწყვიტეს, კომპანიებისთვის საქმე გაემარტივებინათ და ამგვარი აქსესუარების დამზადების სრული სერვისი შეექმნათ.

„ჩვენი მიმართულებები მოიცავს რბილ და მყარ შეფუთვას, ეტიკეტებს, სარეკლამო პოლიგრაფიას, წიგნების და პრესის ბეჭდვას, დიზაინ სტუდიასა და ტექსტილს.ჩვენ ვფარავთ სხვადასხვა ინდუსტრიებს, მათ შორის: საკვები და სწრაფი მოხმარების პროდუქტების, ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების, საგამომცემლო, მედია, ფარმაცევტულ და სამედიცინო, ავტომოტივს, საბანკო-საფინანსო, სადაზღვევო, საავიაციო, გასართობ ინდუსტრიებს“ , -აღნიშნავენ „კოლორ ჯგუფში“.

გარდა ტკბილეულისა, დაბრენდილი კალენდრებისა და კალმებისა, ახალი წლის პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს ღვინის ჩუქება, რომელიც საახალწლო თემატიკის ეტიკეტს ატარებს. თუ ადრე შეფუთვებზე მარტივი, თხელი წებვადი ეტიკეტები შეგვხდებოდათ, რომელზეც ფიფქები იყო გამოსახული, დღეს მათი ვიზუალი უფრო მრავალფეროვანია.

საქართველოში ახალი ტექნოლოგიების შემოსვლასთან ერთად, ეტიკეტების წარმოება ახალ სიმაღლეზე ავიდა. საინტერესო და ორიგინალური დიზაინების ნიმუშებს კი მალე საახალწლოდ ვიხილავთ

„გარდა ჩვეულებრივი ეტიკეტების ბეჭდვისა, ახლახან დავიწყეთ ე.წ. ორმხრივი ეტიკეტების წარმოება. მხოლოდ ვიზუალი პირველ გვერდზე და ყველა დამატებითი ტექნიკური მონაცემი მთავარი ეტიკეტის ქვეშ, რომელიც დაინტერესების შემთხვევაში მარტივად შეგიძლიათ გამოაჩინოთ - ეს არის მისი მთავარი სპეციფიკა.

ასევე, შეგვიძლია სარკისებური ეტიკეტების ბეჭდვა, როდესაც ვიზუალი არის ეტიკეტის, როგორც წინა, ასევე წებოვან მხარეს, რაც დიზაინს საკმაოდ საინტერესოს ხდის.

ყველა ხელსაწყო, რაც ეტიკეტის დასამზადებლად არის საჭირო, მოოქროვების, სილქ-ლაქის, 3D სქრინ ლაკის, ოქროს და სხვა ყველა შესაძლო ოფციის გამოყენება, ნებისმიერი სახის ზედაპირზე: მეტალიზირებულ, გამჭვირვალე, წყალგამძლე, თერმულ, დამცავ, ფაქტურიან თუ უფაქტურო მასალებზე, ჩვენთან ადგილზე მზადდება“, - განმარტავენ „კოლორ ჯგუფში“.

საინტერესო დიზაინის მოფიქრებასა და რეალიზებაში კი „კოლორ ჯგუფის“ დიზაინ სტუდიო ადგილზე დაგეხმარებათ. ახალი, საინტერესო და თანამედროვე შეფუთვებით პროდუქტი სადღესასწაულო განწყობას მარტივად შექმნის.

საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - როგორ ნაწილდებიან ინფიცირებულები რეგიონების მიხედვით

პრემიერ-მინისტრის დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა