მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე უარესი სცენარი ის იქნება, რომ ვაქცინამ გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს..." - მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორის ექსკლუზიური ინტერვიუ
"ყველაზე უარესი სცენარი ის იქნება, რომ ვაქცინამ გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს..." - მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორის ექსკლუზიური ინტერვიუ

მე­რი­ლენ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი მო­ჰა­მედ სა­ჯა­დი: კა­რან­ტი­ნის გა­რე­შეც ხალ­ხი ფრთხი­ლად უნდა იყოს და ინ­ტე­რაქ­ცი­ე­ბი შე­ზღუ­დოს, გან­სა­კუთ­რე­ბით და­ხუ­რულ სივ­რცე­ში.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ AMBEBI.GE-ს მე­რი­ლენ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის სკო­ლის მკვლე­ვა­რი, ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის პრო­ფე­სო­რი, მო­ჰა­მედ სა­ჯა­დი სა­კუ­თა­რი კვლე­ვის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც კო­რო­ნა­ვირუსს სე­ზო­ნუ­რო­ბა ახა­სი­ა­თებს, ე.ი. გან­სა­კუთ­რე­ბით ვრცელ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბის პი­რო­ბებ­ში. ამ­ჟა­მად, COVID-19-ის მე­ო­რე ტალ­ღას­თან მსოფ­ლი­ოს "შერ­კი­ნე­ბის" ეტაპ­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დე­ნად და­დას­ტურ­და სე­ზო­ნუ­რო­ბის თე­ო­რია და სხვა რა ფაქ­ტო­რე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა ინ­ფექ­ცი­ას­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბის გა­სუ­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში - ამ თე­მებ­ზე მეც­ნი­ე­რი მო­ჰა­მედ სა­ჯა­დი AMBEBI.GE-ს კვლავ ესა­უბ­რე­ბა.

- ბა­ტო­ნო მო­ჰა­მედ, რამ­დე­ნი­მე თვის წინ ვი­სა­უბ­რეთ კო­რო­ნა­ვირუ­სი­სა და თქვე­ნი კვლე­ვის შე­სა­ხებ, რამე ახა­ლი კვლე­ვა ხომ არ ჩა­გი­ტა­რე­ბი­ათ ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში?

- ახა­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი და კვლე­ვე­ბი არ გვაქვს, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია ძვე­ლე­ბის გა­და­ხედ­ვაც. ჩემს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუს­ზე სხვა­დას­ხვა ას­პექ­ტით ვმუ­შა­ობთ - ამ­ჟა­მად, უმე­ტე­სად ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის რე­აქ­ცი­ით და კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბით ვართ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.

- დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, შე­გიძ­ლი­ათ თქვათ, რომ თქვე­ნი თე­ო­რია ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, რო­გორც კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის გან­მსა­ზღვრელ ფაქ­ტორ­ზე, გა­მარ­თლდა?

- დიახ, ეს კარ­გი კი­თხვაა. მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ეს თე­ო­რი­აა, არ ვთვლი, რომ 100% -ით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რად­გან ჩვენ ჯერ კი­დევ ეპი­დე­მი­ის, უფრო სწო­რედ, პან­დე­მი­ის ძა­ლი­ან ად­რე­ულ ეტაპ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბით. მო­ნა­ცე­მე­ბის ორი ტიპი არ­სე­ბობს, რო­მელ­თა გა­და­ხედ­ვაც შე­საძ­ლე­ბე­ლია: პირ­ვე­ლია ამა თუ იმ გე­ოგ­რა­ფი­ულ არე­ალ­ში ინ­ფექ­ცი­ის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა მა­შინ, რო­დე­საც კლი­მა­ტი იც­ვლე­ბა; მე­ო­რე, ალ­ბათ, ამა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის უფრო სუფ­თა გზა ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, ცხო­ვე­ლებ­ში ინ­ფექ­ცი­ა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბაა ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბის შეც­ვლის პა­რა­ლე­ლუ­რად. ეს გა­კეთ­და გრი­პის შემ­თხვე­ვა­ში, მაგ­რამ ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუს­ზე ჯერ არ გა­კე­თე­ბუ­ლა. ვფიქ­რობ, უამ­რა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს იმის სათ­ქმე­ლად, რომ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე და ტე­ნი­ა­ნო­ბა­ზე თე­ო­რია სწო­რია, მაგ­რამ ვიდ­რე ამ მო­ნა­ცე­მებს არ ვნა­ხავ, ვამ­ბობ, რომ ეს ჯერ­ჯე­რო­ბით და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი თე­ო­რი­აა.

- თქვით, რომ ამ­ჟა­მად კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის მოქ­მე­დე­ბა­სა და ან­ტის­ხე­უ­ლებს შე­ის­წავ­ლით. ამა­ზე უფრო დე­ტა­ლუ­რად რისი თქმა შე­გიძ­ლი­ათ?

- ერთ-ერთი გზა, რომ­ლი­თაც ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლი სხვა­დას­ხვა, ბაქ­ტე­რი­ე­ბის­გან, ვირუ­სე­ბის­გან და პა­რა­ზი­ტე­ბის­გან გა­მოწ­ვე­ულ და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძვის, ან­ტის­ხე­უ­ლე­ბია. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ერთი მი­ზა­ნია, სხე­ულ­მა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი წარ­მოქ­მნას, მე­ო­რე კი ისაა, რომ ორ­გა­ნიზ­მი იმახ­სოვ­რებს ამა თუ იმ ვირუს­სა და ბაქ­ტე­რი­ას, შემ­დეგ კი, რო­დე­საც მას ისევ აღ­მო­ა­ჩენს, ​​უფრო სწრა­ფად იმოქ­მე­დებს. სა­კი­თხი, რო­მელ­თან გამ­კლა­ვე­ბა­საც ამ­ჟა­მად ვცდი­ლობთ, ისაა, თუ რამ­დენ ხანს გრძელ­დე­ბა ეს რე­აქ­ცია კო­რო­ნა­ვირუს­ზე - მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე თვე, 6 თვე, წე­ლი­წა­დი? ასე­ვე, გვაქვს თუ არა გან­მე­ო­რე­ბი­თი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა? ბევ­რი ინ­ფექ­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­დე­გად ორ­გა­ნიზ­მი ან­ტის­ხე­უ­ლებს სა­მუ­და­მოდ წარ­მოქ­მნის - ამის­თვის მხო­ლოდ ერთხელ და­ინ­ფი­ცი­რე­ბაა საკ­მა­რი­სი, ხან­და­ხან კი რამ­დე­ნი­მე ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბა, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის წარ­მოქ­მნას და მათ სხე­ულ­ში დარ­ჩე­ნას ათწლე­უ­ლე­ბის ან მთე­ლი სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მაგ­რამ კო­რო­ნა­ვირუ­სის - ყვე­ლა­ზე ცოტა, COVID-19-ის "ბი­ძაშ­ვი­ლე­ბის" (ვი­ნა­ი­დან ვი­ცით, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის კი­დევ 4 სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს) შემ­თხვე­ვა­ში ვი­ცით, რომ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა არ გრძელ­დე­ბა; ამი­ტომ ამა­ზე უკვე ვფიქ­რობთ, სწო­რედ ეს არის ამ და­ა­ვა­დე­ბის პო­ტენ­ცი­უ­რი პრობ­ლე­მა.

- თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ვი­ცით, რომ COVID-19-ით მე­ო­რედ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თია...

- მარ­თა­ლია, ეს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, თუმ­ცა იშ­ვი­ა­თია. უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ჯერ კი­დევ პან­დე­მი­ის ად­რე­ულ ეტაპ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბით - ის არ­სე­ბი­თად, იან­ვარ­ში და­ი­წყო, ჩი­ნე­თი­დან და­ი­წყო გავ­რცე­ლე­ბა დე­კემ­ბერ­ში, და­ნარ­ჩენ სამ­ყა­როს კი თე­ბერ­ვალ­ში, მარტსა და აპ­რილ­ში მო­ე­დო - ეს სულ რა­ღაც ექ­ვსი თვეა, რაც ად­რეა. და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვი­სა ან ერთი წლის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლია მეტი რამ ვი­ხი­ლოთ, მა­გა­ლი­თად ის, რომ მეტ­მა ადა­მი­ან­მა და­კარ­გოს იმუ­ნი­ტე­ტი. სწო­რედ ესაა კი­დევ ერთი სა­კი­თხი, რა­ზეც მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა.

- მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სის უკვე მე­ო­რე ტალ­ღას ებ­რძვის, მიმ­დი­ნა­რე წე­ლი­წად­მა თით­ქმის მთლი­ა­ნად პან­დე­მი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბის მცდე­ლო­ბებ­ში ჩა­ი­ა­რა. რა ვის­წავ­ლეთ ამ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე­თი, რაც არ ვი­ცო­დით რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ეპი­დე­მი­ის და­სა­წყის­ში?

- ვფიქ­რობ, კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია და­სა­წყის­ში­ვე მი­ვი­ღეთ - ვირუ­სის გე­ნო­მის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი იყო იან­ვრის თვე­ში, ტეს­ტე­ბი იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში დამ­ზად­და. ამ­ჟა­მად კი­დევ შეს­წავ­ლის ეტაპ­ზე ვართ, რო­გორც ვირუ­სის, ისე - მას­ზე რე­აქ­ცი­ი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის. ასე რომ ვფიქ­რობ, ად­რე­უ­ლი დღე­ე­ბის შემ­დეგ, ახლა უკვე გვაქვს მკურ­ნა­ლო­ბის რამ­დე­ნი­მე მე­თო­დი ან პო­ტენ­ცი­უ­რი თე­რა­პი­ე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის­თვის, რო­მელ­თა შე­სა­ხებ და­სა­წყის­ში არ ვი­ცო­დით. მა­გა­ლი­თად, აშშ-ს სურ­სა­თი­სა და წამ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ახ­ლა­ხანს და­ამ­ტკი­ცა, რომ მე­დი­კა­მენ­ტი "რემ­დე­სი­ვი­რი" ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია ან რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლოა ეს წა­მა­ლი, ჯერ კი­დევ და­სად­გე­ნია; ასე­ვე, არ­სე­ბობს სხვა თე­რა­პი­ე­ბი და ვფიქ­რობ, მკურ­ნა­ლო­ბის კი­დევ სხვა, ახა­ლი მე­თო­დე­ბიც მალე გა­მოჩ­ნდე­ბა.

- კი­თხვა­ზე, თუ რო­დის შე­იძ­ლე­ბა, ვი­ხი­ლოთ COVID-19-ის ვაქ­ცი­ნა, პა­სუ­ხე­ბი გან­სხვავ­დე­ბა - ზო­გის თა­ნახ­მად, ეს წლის ბო­ლომ­დე მოხ­დე­ბა, სხვე­ბი კი მომ­დევ­ნო წლის გა­ზა­ფხუ­ლამ­დე ვაქ­ცი­ნე­ბის გა­მო­ჩე­ნას გა­მო­რი­ცხა­ვენ. ამა­ზე რა იქ­ნე­ბა თქვე­ნი პა­სუ­ხი და რო­გორ ფიქ­რობთ, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ყვე­ლა­ზე ცუდი და კარ­გი სცე­ნა­რე­ბი ამ თვალ­საზ­რი­სით?

- აშშ-ში გვი­თხრეს, რომ შე­საძ­ლოა, ვაქ­ცი­ნა რამ­დე­ნი­მე თვე­ში ან წლის ბო­ლომ­დეც ვი­ხი­ლოთ. თუმ­ცა, ეს ალ­ბათ ეტა­პობ­რი­ვად მოხ­დე­ბა - თავ­და­პირ­ვე­ლად, მას ჯან­დაც­ვის მუ­შა­კე­ბი ან მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ მყო­ფი პი­რე­ბი მი­ი­ღე­ბენ ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის სა­კი­თხის გამო. რო­დე­საც ვაქ­ცი­ნა გვაქვს, ის­მის კი­თხვა, თუ რო­გორ უნდა მი­ვა­წო­დოთ მი­ლი­ო­ნო­ბით მათ­გა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბას არა მხო­ლოდ აშშ-ში, არა­მედ - მთელ მსოფ­ლი­ო­ში, რა­საც დრო სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ, ვაქ­ცი­ნა მზად ხვა­ლაც რომ იყოს, აშშ-ს მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბის­თვის ის, რო­გორც თქვით, გა­ზა­ფხუ­ლამ­დე არ იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ყვე­ლა­ზე ცუდი სცე­ნა­რია ის, რომ ვაქ­ცი­ნამ ნა­წი­ლობ­რივ ან სრუ­ლად არ იმოქ­მე­დოს, ან ნა­წი­ლობ­რივ იცავ­დეს, მაგ­რამ დაც­ვამ რამ­დე­ნი­მე თვე­ზე მეტი ხანი არ გას­ტა­ნოს - ჩემი აზ­რით, ეს რე­ა­ლის­ტუ­რად ცუდი სცე­ნა­რია. თუმ­ცა, თუ ნამ­დვი­ლად ყვე­ლა­ზე უა­რეს სცე­ნარ­ზე ვი­სა­უბ­რებთ, ასე­თი იქ­ნე­ბა ის, რომ ვაქ­ცი­ნამ გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. მაგ­რამ არა მგო­ნია, ისე­თი ვაქ­ცი­ნა დამ­ტკიც­დეს, რო­მელ­საც უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბი ექ­ნე­ბა, რად­გან ეს ვაქ­ცი­ნის კვლე­ვე­ბის და­სა­წყის­ში ყო­ველ­თვის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი სა­კი­თხია.

- სა­ქარ­თვე­ლოს ბრძო­ლა კო­რო­ნა­ვირუს­თან თავ­და­პირ­ვე­ლად საკ­მა­ოდ და­დე­ბი­თად შე­ფას­და, თუმ­ცა ბოლო ხა­ნე­ბია, ყო­ველ­დღი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა თით­ქმის 2000-ს აღ­წევს. თქვენ რას ურ­ჩევ­დით ქვე­ყა­ნას, იქ­ნე­ბო­და ხე­ლა­ხა­ლი სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნი სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი ამ ვი­თა­რე­ბი­დან?

- თვალ-ყურს ვა­დევ­ნებ­დი მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს, ვიცი, რომ პირ­ველ­მა ტალ­ღამ, რო­მელ­მაც ირანს, თურ­ქეთ­სა და თქვენს მე­ზო­ბელ სომ­ხეთ­საც კი და­არ­ტყა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მსუ­ბუ­ქად ჩა­ი­ა­რა. მაგ­რამ ახლა რე­გი­ონ­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში, შემ­თხვე­ვა­თა რი­ცხვი იზ­რდე­ბა. რა­ტომ არის ასე - ვფიქ­რობ, რომ აქ სე­ზო­ნუ­რო­ბის სა­კი­თხია პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რა­ზეც ადრე ვი­სა­უბ­რეთ. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს რე­ა­ლუ­რია, მა­შინ ვი­თა­რე­ბა მომ­დევ­ნო კვი­რე­ბის ან ერთი თუ ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ მოგ­ვარ­დე­ბა; ეს პი­რო­ბე­ბი გვექ­ნე­ბა მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­ზა­ფხუ­ლამ­დე და თა­ნაც, თქვენ­თან მო­სახ­ლე­ო­ბის დო­ნე­ზე ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ იმუ­ნი­ტე­ტი არ არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რად­გან აქამ­დე გავ­რცე­ლე­ბა ფარ­თო არ იყო - ეს კი­დევ და­მა­ტე­ბი­თი პრობ­ლე­მაა. სხვა სა­კი­თხია დაღ­ლი­ლო­ბა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი "ლო­ქ­და­უ­ნით" გა­და­ი­ღალ­ნენ. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი აზ­რით ყვე­ლა ეს ფაქ­ტო­რი იმოქ­მე­დებს და კონ­ტროლს გა­არ­თუ­ლებს. ვფიქ­რობ, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში კონ­ტრო­ლი "ლო­ქ­და­უ­ნის" გა­რე­შე გა­გი­ჭირ­დე­ბათ, მაგ­რამ რაც ხალ­ხს შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს, პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბაა - სწო­რედ ესაა უპირ­ვე­ლე­სი ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ახლა გვაქვს, რომ­ლის ტა­რე­ბაც ხელს უწყობს ხალ­ხის დაც­ვას და ეხ­მა­რე­ბა ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას. ვფიქ­რობ, კა­რან­ტი­ნის გა­რე­შეც ხალ­ხი ფრთხი­ლად უნდა იყოს და ინ­ტე­რაქ­ცი­ე­ბი შე­ზღუ­დოს, გან­სა­კუთ­რე­ბით და­ხუ­რულ სივ­რცე­ში. ჩემი აზ­რით, მომ­დევ­ნო პე­რი­ო­დი მძი­მე იქ­ნე­ბა.

- სა­წოლ­ფონ­დი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის შე­ზღუ­დუ­ლო­ბის გამო მსოფ­ლი­ო­ში და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხი ამ­ჟა­მად ისაა, თუ რო­გორ­მა კო­ვიდ­და­დე­ბით­მა პა­ცი­ენ­ტმა უნდა იმ­კურ­ნა­ლოს სახ­ლში და რო­მე­ლი სიმპტო­მე­ბის პა­ცი­ენ­ტმა უნდა გა­აგ­რძე­ლოს მკურ­ნა­ლო­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში...

- კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის ფორ­მის რამ­დე­ნი­მე გზა არ­სე­ბობს - და­დე­ბი­თი პა­ცი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა უსიმპტო­მოა ან მი­ნი­მა­ლუ­რი სიმპტო­მე­ბი უვ­ლინ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად: სი­ცხე, შემ­ცივ­ნე­ბა, სი­სუს­ტე, შე­იძ­ლე­ბა, ხვე­ლე­ბაც. თუმ­ცა პა­ცი­ენ­ტე­ბის ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბის მი­ზე­ზი მა­შინ დგე­ბა, რო­დე­საც საქ­მე­ში ფილ­ტვე­ბია ჩარ­თუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა პნევ­მო­ნია ვი­თარ­დე­ბა. ნი­შა­ნი, რო­მელ­ზეც ყვე­ლა­ზე მე­ტად ვდარ­დობთ, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბაა, ასე რომ, თუ სუნ­თქვა გი­ჭირთ, - აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა ხვე­ლა, შე­იძ­ლე­ბა ახ­ვე­ლებ­დეთ, - მაგ­რამ თუ სუნ­თქვა გი­ჭირთ, ეს და­მა­ტე­ბით უნდა შე­ფას­დეს. ამას­თა­ნა­ვე, ზოგს სის­ხლში ჟანგბა­დის სა­ზო­მი სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, ეს პა­ტა­რა მან­ქა­ნაა, რომ­ლი­თაც თქვენს სის­ხლში ჟანგბა­დის მაჩ­ვე­ნე­ბელს ამოწ­მებთ. თუ ის და­ბა­ლია, - 90-92% -ზე ნაკ­ლე­ბი, ეს ნიშ­ნავს, რომ ფილ­ტვებ­ზე ძლი­ე­რი წნე­ხია და და­ნარ­ჩენ ორ­გა­ნო­ებ­ში მოხ­ვედ­რის­თვის საკ­მა­რი­სი ჟანგბა­დი არ არის - ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მყოფ­მა პა­ცი­ენ­ტმა მკურ­ნა­ლო­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უნდა გა­აგ­რძე­ლოს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
16

ყველაზე ჩამორჩენილი სფერო მსოფლიოში მედიცინაა....უბრალოდ ,მაზოლის წამალი ვერ გამოიგონეს,ან სურდოსი,ან გრიპის,ან თმის ცვენის,ან თვალის,ან წნევის მომრჩენი,ან პოდაგრის....სრული ჩავარდნაა.

ბერდია
6

ჩვენმა ლევან რატიანმაც გამოთქვა სკეპტიკური მოსაზრება ნაჩქარევად შექმნილი ვაქცინის მიმართ. მართლაც, სანდოობისთვის რამდენიმე თვის გამოცდა არ კმარა. რომ შემოეთავაზებინათ, პირადად მე ალბათ თავს შევიკავებდი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ყველაზე უარესი სცენარი ის იქნება, რომ ვაქცინამ გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს..." - მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორის ექსკლუზიური ინტერვიუ

"ყველაზე უარესი სცენარი ის იქნება, რომ ვაქცინამ გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს..." - მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორის ექსკლუზიური ინტერვიუ

მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი მოჰამედ საჯადი: კარანტინის გარეშეც ხალხი ფრთხილად უნდა იყოს და ინტერაქციები შეზღუდოს, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში.

რამდენიმე თვის წინ AMBEBI.GE-ს მერილენდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარი, ვირუსოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი, მოჰამედ საჯადი საკუთარი კვლევის შესახებ ესაუბრა, რომლის თანახმადაც კორონავირუსს სეზონურობა ახასიათებს, ე.ი. განსაკუთრებით ვრცელდება გარკვეული ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში. ამჟამად, COVID-19-ის მეორე ტალღასთან მსოფლიოს "შერკინების" ეტაპზე საინტერესოა, რამდენად დადასტურდა სეზონურობის თეორია და სხვა რა ფაქტორები გამოიკვეთა ინფექციასთან თანაცხოვრების გასული თვეების განმავლობაში - ამ თემებზე მეცნიერი მოჰამედ საჯადი AMBEBI.GE-ს კვლავ ესაუბრება.

- ბატონო მოჰამედ, რამდენიმე თვის წინ ვისაუბრეთ კორონავირუსისა და თქვენი კვლევის შესახებ, რამე ახალი კვლევა ხომ არ ჩაგიტარებიათ ამ დროის განმავლობაში?

- ახალი მონაცემები და კვლევები არ გვაქვს, თუმცა შესაძლებელია ძველების გადახედვაც. ჩემს ლაბორატორიაში კორონავირუსზე სხვადასხვა ასპექტით ვმუშაობთ - ამჟამად, უმეტესად ადამიანის სხეულის რეაქციით და კორონავირუსის წინააღმდეგ ანტისხეულებით ვართ დაკავებულები.

- დღევანდელი გადასახედიდან, შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენი თეორია ტემპერატურისა და ტენიანობის შესახებ, როგორც კორონავირუსის ინფექციის განმსაზღვრელ ფაქტორზე, გამართლდა?

- დიახ, ეს კარგი კითხვაა. მაინც ვფიქრობ, რომ ეს თეორიაა, არ ვთვლი, რომ 100% -ით დამტკიცებულია, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ ეპიდემიის, უფრო სწორედ, პანდემიის ძალიან ადრეულ ეტაპზე ვიმყოფებით. მონაცემების ორი ტიპი არსებობს, რომელთა გადახედვაც შესაძლებელია: პირველია ამა თუ იმ გეოგრაფიულ არეალში ინფექციის შემთხვევათა რაოდენობაზე დაკვირვება მაშინ, როდესაც კლიმატი იცვლება; მეორე, ალბათ, ამაზე დაკვირვების უფრო სუფთა გზა ლაბორატორიაში, ცხოველებში ინფექციაზე დაკვირვებაა ტემპერატურისა და ტენიანობის შეცვლის პარალელურად. ეს გაკეთდა გრიპის შემთხვევაში, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, კორონავირუსზე ჯერ არ გაკეთებულა. ვფიქრობ, უამრავი მტკიცებულება არსებობს იმის სათქმელად, რომ ტემპერატურაზე და ტენიანობაზე თეორია სწორია, მაგრამ ვიდრე ამ მონაცემებს არ ვნახავ, ვამბობ, რომ ეს ჯერჯერობით დაუდასტურებელი თეორიაა.

- თქვით, რომ ამჟამად კორონავირუსის წინააღმდეგ ადამიანის ორგანიზმის მოქმედებასა და ანტისხეულებს შეისწავლით. ამაზე უფრო დეტალურად რისი თქმა შეგიძლიათ?

- ერთ-ერთი გზა, რომლითაც ადამიანის სხეული სხვადასხვა, ბაქტერიებისგან, ვირუსებისგან და პარაზიტებისგან გამოწვეულ დაავადებას ებრძვის, ანტისხეულებია. ვაქცინაციის ერთი მიზანია, სხეულმა ანტისხეულები წარმოქმნას, მეორე კი ისაა, რომ ორგანიზმი იმახსოვრებს ამა თუ იმ ვირუსსა და ბაქტერიას, შემდეგ კი, როდესაც მას ისევ აღმოაჩენს, ​​უფრო სწრაფად იმოქმედებს. საკითხი, რომელთან გამკლავებასაც ამჟამად ვცდილობთ, ისაა, თუ რამდენ ხანს გრძელდება ეს რეაქცია კორონავირუსზე - მაგალითად, რამდენიმე თვე, 6 თვე, წელიწადი? ასევე, გვაქვს თუ არა განმეორებითი დაინფიცირების საშიშროება? ბევრი ინფექციის შემთხვევაში, დაინფიცირების შედეგად ორგანიზმი ანტისხეულებს სამუდამოდ წარმოქმნის - ამისთვის მხოლოდ ერთხელ დაინფიცირებაა საკმარისი, ხანდახან კი რამდენიმე ვაქცინის მიღება, რაც განაპირობებს ანტისხეულების წარმოქმნას და მათ სხეულში დარჩენას ათწლეულების ან მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მაგრამ კორონავირუსის - ყველაზე ცოტა, COVID-19-ის "ბიძაშვილების" (ვინაიდან ვიცით, რომ კორონავირუსის კიდევ 4 სახეობა არსებობს) შემთხვევაში ვიცით, რომ ანტისხეულების არსებობა არ გრძელდება; ამიტომ ამაზე უკვე ვფიქრობთ, სწორედ ეს არის ამ დაავადების პოტენციური პრობლემა.

- თუმცა ჯერჯერობით ვიცით, რომ COVID-19-ით მეორედ დაინფიცირების შემთხვევები საკმაოდ იშვიათია...

- მართალია, ეს შეიძლება მოხდეს, თუმცა იშვიათია. უნდა გვახსოვდეს, რომ ჯერ კიდევ პანდემიის ადრეულ ეტაპზე ვიმყოფებით - ის არსებითად, იანვარში დაიწყო, ჩინეთიდან დაიწყო გავრცელება დეკემბერში, დანარჩენ სამყაროს კი თებერვალში, მარტსა და აპრილში მოედო - ეს სულ რაღაც ექვსი თვეა, რაც ადრეა. დაახლოებით 6 თვისა ან ერთი წლის შემდეგ შესაძლებელია მეტი რამ ვიხილოთ, მაგალითად ის, რომ მეტმა ადამიანმა დაკარგოს იმუნიტეტი. სწორედ ესაა კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მიმდინარეობს მუშაობა.

- მსოფლიო კორონავირუსის უკვე მეორე ტალღას ებრძვის, მიმდინარე წელიწადმა თითქმის მთლიანად პანდემიასთან გამკლავების მცდელობებში ჩაიარა. რა ვისწავლეთ ამ თვეების განმავლობაში ისეთი, რაც არ ვიცოდით რამდენიმე თვის წინ, ეპიდემიის დასაწყისში?

- ვფიქრობ, კორონავირუსის შესახებ ბევრი ინფორმაცია დასაწყისშივე მივიღეთ - ვირუსის გენომის შესახებ ცნობილი იყო იანვრის თვეში, ტესტები იანვარ-თებერვალში დამზადდა. ამჟამად კიდევ შესწავლის ეტაპზე ვართ, როგორც ვირუსის, ისე - მასზე რეაქციისა და მკურნალობის. ასე რომ ვფიქრობ, ადრეული დღეების შემდეგ, ახლა უკვე გვაქვს მკურნალობის რამდენიმე მეთოდი ან პოტენციური თერაპიები კორონავირუსისთვის, რომელთა შესახებ დასაწყისში არ ვიცოდით. მაგალითად, აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ ახლახანს დაამტკიცა, რომ მედიკამენტი "რემდესივირი" ჰოსპიტალიზებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტებში იქნას გამოყენებული. რამდენად ეფექტურია ან რამდენად სასარგებლოა ეს წამალი, ჯერ კიდევ დასადგენია; ასევე, არსებობს სხვა თერაპიები და ვფიქრობ, მკურნალობის კიდევ სხვა, ახალი მეთოდებიც მალე გამოჩნდება.

- კითხვაზე, თუ როდის შეიძლება, ვიხილოთ COVID-19-ის ვაქცინა, პასუხები განსხვავდება - ზოგის თანახმად, ეს წლის ბოლომდე მოხდება, სხვები კი მომდევნო წლის გაზაფხულამდე ვაქცინების გამოჩენას გამორიცხავენ. ამაზე რა იქნება თქვენი პასუხი და როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ყველაზე ცუდი და კარგი სცენარები ამ თვალსაზრისით?

- აშშ-ში გვითხრეს, რომ შესაძლოა, ვაქცინა რამდენიმე თვეში ან წლის ბოლომდეც ვიხილოთ. თუმცა, ეს ალბათ ეტაპობრივად მოხდება - თავდაპირველად, მას ჯანდაცვის მუშაკები ან მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირები მიიღებენ ხელმისაწვდომობის საკითხის გამო. როდესაც ვაქცინა გვაქვს, ისმის კითხვა, თუ როგორ უნდა მივაწოდოთ მილიონობით მათგანი მოსახლეობას არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ - მთელ მსოფლიოში, რასაც დრო სჭირდება. ამიტომ, ვაქცინა მზად ხვალაც რომ იყოს, აშშ-ს მოსახლეობის უმეტესობისთვის ის, როგორც თქვით, გაზაფხულამდე არ იქნება ხელმისაწვდომი. ყველაზე ცუდი სცენარია ის, რომ ვაქცინამ ნაწილობრივ ან სრულად არ იმოქმედოს, ან ნაწილობრივ იცავდეს, მაგრამ დაცვამ რამდენიმე თვეზე მეტი ხანი არ გასტანოს - ჩემი აზრით, ეს რეალისტურად ცუდი სცენარია. თუმცა, თუ ნამდვილად ყველაზე უარეს სცენარზე ვისაუბრებთ, ასეთი იქნება ის, რომ ვაქცინამ გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. მაგრამ არა მგონია, ისეთი ვაქცინა დამტკიცდეს, რომელსაც უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემები ექნება, რადგან ეს ვაქცინის კვლევების დასაწყისში ყოველთვის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია.

- საქართველოს ბრძოლა კორონავირუსთან თავდაპირველად საკმაოდ დადებითად შეფასდა, თუმცა ბოლო ხანებია, ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა თითქმის 2000-ს აღწევს. თქვენ რას ურჩევდით ქვეყანას, იქნებოდა ხელახალი საყოველთაო კარანტინი საუკეთესო გამოსავალი ამ ვითარებიდან?

- თვალ-ყურს ვადევნებდი მსოფლიოს გარშემო, მათ შორის საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, ვიცი, რომ პირველმა ტალღამ, რომელმაც ირანს, თურქეთსა და თქვენს მეზობელ სომხეთსაც კი დაარტყა, საქართველოში მსუბუქად ჩაიარა. მაგრამ ახლა რეგიონში, მათ შორის საქართველოში, შემთხვევათა რიცხვი იზრდება. რატომ არის ასე - ვფიქრობ, რომ აქ სეზონურობის საკითხია პასუხისმგებელი, რაზეც ადრე ვისაუბრეთ. იმ შემთხვევაში, თუ ეს რეალურია, მაშინ ვითარება მომდევნო კვირების ან ერთი თუ ორი თვის განმავლობაში ვერ მოგვარდება; ეს პირობები გვექნება მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, გაზაფხულამდე და თანაც, თქვენთან მოსახლეობის დონეზე ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი არ არის განვითარებული, რადგან აქამდე გავრცელება ფართო არ იყო - ეს კიდევ დამატებითი პრობლემაა. სხვა საკითხია დაღლილობა, რომ ადამიანები "ლოქდაუნით" გადაიღალნენ. შესაბამისად, ჩემი აზრით ყველა ეს ფაქტორი იმოქმედებს და კონტროლს გაართულებს. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში კონტროლი "ლოქდაუნის" გარეშე გაგიჭირდებათ, მაგრამ რაც ხალხს შეუძლია გააკეთოს, პირბადეების ტარებაა - სწორედ ესაა უპირველესი ინსტრუმენტი, რომელიც ახლა გვაქვს, რომლის ტარებაც ხელს უწყობს ხალხის დაცვას და ეხმარება ინფექციის გავრცელების შეჩერებას. ვფიქრობ, კარანტინის გარეშეც ხალხი ფრთხილად უნდა იყოს და ინტერაქციები შეზღუდოს, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ჩემი აზრით, მომდევნო პერიოდი მძიმე იქნება.

- საწოლფონდისა და ადამიანური რესურსების შეზღუდულობის გამო მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ამჟამად ისაა, თუ როგორმა კოვიდდადებითმა პაციენტმა უნდა იმკურნალოს სახლში და რომელი სიმპტომების პაციენტმა უნდა გააგრძელოს მკურნალობა საავადმყოფოში...

- კოვიდინფექციის ფორმის რამდენიმე გზა არსებობს - დადებითი პაციენტების უმრავლესობა უსიმპტომოა ან მინიმალური სიმპტომები უვლინდება, მაგალითად: სიცხე, შემცივნება, სისუსტე, შეიძლება, ხველებაც. თუმცა პაციენტების ჰოსპიტალიზების მიზეზი მაშინ დგება, როდესაც საქმეში ფილტვებია ჩართული, განსაკუთრებით მაშინ, როცა პნევმონია ვითარდება. ნიშანი, რომელზეც ყველაზე მეტად ვდარდობთ, სუნთქვის უკმარისობაა, ასე რომ, თუ სუნთქვა გიჭირთ, - აუცილებელი არაა ხველა, შეიძლება ახველებდეთ, - მაგრამ თუ სუნთქვა გიჭირთ, ეს დამატებით უნდა შეფასდეს. ამასთანავე, ზოგს სისხლში ჟანგბადის საზომი საშუალება აქვს, ეს პატარა მანქანაა, რომლითაც თქვენს სისხლში ჟანგბადის მაჩვენებელს ამოწმებთ. თუ ის დაბალია, - 90-92% -ზე ნაკლები, ეს ნიშნავს, რომ ფილტვებზე ძლიერი წნეხია და დანარჩენ ორგანოებში მოხვედრისთვის საკმარისი ჟანგბადი არ არის - ამ სიტუაციაში მყოფმა პაციენტმა მკურნალობა საავადმყოფოში უნდა გააგრძელოს.

5 ცვლილება, რომელიც საქართველოში 1 ნოემბრიდან ამოქმედდება

რა შედეგით დასრულდა არჩევნები ავღანეთის საარჩევნო უბნებზე?

მოსახლეობის რამდენი პროცენტი მივიდა არჩევნებზე - ცესკოს წინასწარი მონაცემები