მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მანქანის შეკეთებაზე წარმოშობილი შელაპარაკება დაპირისპირებაში გადაიზარდა" - პროკურატურამ პატრულის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
"მანქანის შეკეთებაზე წარმოშობილი შელაპარაკება დაპირისპირებაში გადაიზარდა" - პროკურატურამ პატრულის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლო­ში 27 ოქ­ტომ­ბერს, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლის კ.გ.-ს მიერ მო­ქა­ლა­ქე გ.ს.-ს ცე­მის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლია, რომ 27 ოქ­ტომ­ბერს ქა­ლაქ ზუგ­დიდ­ში გ.ს.-ს და კ.გ.-ს შო­რის, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ დროს არ ას­რუ­ლებ­და სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას, ავ­ტო­მან­ქა­ნის შე­კე­თე­ბის თა­ო­ბა­ზე წარ­მო­შო­ბი­ლი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ამ ეტა­პის­თვის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლია და გა­მო­კი­თხუ­ლია გ.ს. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის ხა­რის­ხის გან­სა­ზღვრი­სათ­ვის და­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა.

უწყე­ბის ცნო­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს თვითმხილ­ვე­ლი მოწ­მე­ე­ბის გა­მო­კი­თხვა და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

ცნო­ბის­თვის, მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცოტა ხნის წინ ლე­ვან თო­რი­ამ გა­ავ­რცე­ლა.

"მო­დის პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი და სას­ტი­კად სცემს, რკი­ნის "დუ­ბინ­კით" ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ანს იმი­ტომ, რომ მა­მა­მი­სი და­იც­ვა! არ უნდა დარ­ჩეს ეს ფაქ­ტი უყუ­რა­დღე­ბოდ და უნდა და­ი­სა­ჯოს დამ­ნა­შა­ვე უმ­კაც­რე­სად!" - წერს თო­რია.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
40

ნურმაგომედოვმა ცემა თუ რაიყო კიმარა

ილია
0

ისე მაგარი მობათქავე უნდა იყო და რო ფიქრობს რომ მოგერევა და გაუსწორებ ცხვირპირს ეგაა კარგი. ამ შემთხვევაში ვინ იყო მართალი არვიცი მარა ხალხმა ზრდილობაც დაკარგა, პატივისცემაც და ყველაფერი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"მანქანის შეკეთებაზე წარმოშობილი შელაპარაკება დაპირისპირებაში გადაიზარდა" - პროკურატურამ პატრულის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

"მანქანის შეკეთებაზე წარმოშობილი შელაპარაკება დაპირისპირებაში გადაიზარდა" - პროკურატურამ პატრულის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში 27 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის კ.გ.-ს მიერ მოქალაქე გ.ს.-ს ცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების მიერ ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 27 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში გ.ს.-ს და კ.გ.-ს შორის, რომელიც აღნიშნულ დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ავტომანქანის შეკეთების თაობაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მათივე ინფორმაციით, გამოძიების მიერ ამ ეტაპისთვის დაზარალებულად ცნობილია და გამოკითხულია გ.ს. მიღებული დაზიანების ხარისხის განსაზღვრისათვის დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს თვითმხილველი მოწმეების გამოკითხვა და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ცნობისთვის, მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ ლევან თორიამ გაავრცელა.

"მოდის პატრულის თანამშრომელი და სასტიკად სცემს, რკინის "დუბინკით" ახალგაზრდა ადამიანს იმიტომ, რომ მამამისი დაიცვა! არ უნდა დარჩეს ეს ფაქტი უყურადღებოდ და უნდა დაისაჯოს დამნაშავე უმკაცრესად!" - წერს თორია.