უკვე წლებია, რაც მსახიობ კიანუ რივზს გრძელ თმაში ვხედავთ და ეს ვარცხნილობა მისი იმიჯის განუყოფელი ნაწილი გახდა, თუმცა მსახიობმა ვარცხნილობა შეიცვალა. მიზეზი „მატრიცას“ გადაღებების განახლებაა. ვარცხნილობა მსახიობმა სწორედ ფილმისთვის შეიცვალა.
ახალი პაპარაცული ფოტოები მას ბერლინში, სასტუმროსთან გადაუღეს, სადაც მეგობარ ქალს, ალექსადრა გრანტს მხურვალე კოცნით დაემშვიდობა.
კიანუს ვარცხნილობა სოციალური ქსელების განხილვის მთავარი თემაა. ბოლო დროს მსახიობი კამერებთან თითქმის ყოველთვის კეპით ჩნდებოდა, ამიტომაც გულშემატკივრებმა მისი ახალი სტილის შესახებ ამ ფოტოებით შეიტყვეს.
ცნობისთვის, ამჟამად Matrix 4-ის გადაღებები მიმდინარეობს. სავარაუდოდ ფილმი ეკრანზე 2021 წლის მეორე ნახევარში უნდა გამოვიდეს. „მატრიცას“ გადაღებები ამ წლის მარტში დაიწყეს, თუმცა პანდემიის გამო გადამღებმა ჯგუფმა მუშაობა შეაჩერა.