მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამშენებლო კომპანიებს თავიანთ ვებ-გვერდსა და SS.ge-ზე განცხადების დადება ერთი ფუნქციონალით შეეძლებათ
სამშენებლო კომპანიებს თავიანთ ვებ-გვერდსა და SS.ge-ზე განცხადების დადება ერთი ფუნქციონალით შეეძლებათ

ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი სექ­ტო­რი ბა­ზარ­ზე სტა­ბი­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას ინარ­ჩუ­ნებს და გან­ვი­თა­რე­ბა­საც გა­ნაგ­რძობს.

მთავ­რო­ბის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამო, მე-2 კვარ­ტალ­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვე­ბი შემ­ცირ­და, თუმ­ცა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბი­სა და მოხ­სნის­თა­ნა­ვე, სექ­ტო­რი კა­ლა­პოტს და­უბ­რუნ­და. მე­ტიც, ბა­ზარ­ზე გა­ყიდ­ვე­ბის კუ­თხით სი­ახ­ლე­ე­ბიც ინერ­გე­ბა.

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის უმ­სხვი­ლეს­მა პლატ­ფორ­მა SS.ge-მ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბრო­კე­რებს, აგენ­ტებ­სა და სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ებს თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ტის კლი­ენ­ტამ­დე მი­ტა­ნის პრო­ცე­სი კი­დევ უფრო გა­უ­მარ­ტი­ვა. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, API-ს დახ­მა­რე­ბით, სა­ა­გენ­ტო­ებ­სა და სხვა ბიზ­ნეს სუ­ბი­ექ­ტებს უკვე შე­უძ­ლი­ათ, თა­ვი­ან­თი ვებ-გვერ­დი, CRM ან სერ­ვი­სე­ბი SS.ge-ის ბა­ზას და­ა­ერ­თოს და მისი ფუნ­ქცი­ო­ნა­ლი სრულ­ყო­ფი­ლად მი­ი­ღოს.

სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია თუ სა­ა­გენ­ტო და­ერ­თე­ბის შემ­დეგ, იძუ­ლე­ბუ­ლი აღარ იქ­ნე­ბა, თა­ვი­სი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი SS.ge-ზე ცალ-ცალ­კე გან­ცხა­დე­ბად ატ­ვირ­თოს და გა­მო­აქ­ვეყ­ნოს, რაც დრო­ის და­ზოგ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს. ახა­ლი ფუნ­ქცი­ო­ნა­ლი გუ­ლის­ხმობს იმას, რომ სა­კუ­თარ ვებ-გვერ­დზე შე­თა­ვა­ზე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, კომ­პა­ნი­ას შე­უძ­ლია, იგი­ვე ინ­ფორ­მა­ცია SS.ge-ზე ერთი ინ­ტერ­ფე­ი­სის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­მო­ა­ჩი­ნოს. API-ით სარ­გებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კომ­პა­ნი­ას 6 ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა უჩ­ნდე­ბა:

  • გა­ნა­თავ­სოს გან­ცხა­დე­ბე­ბი
  • მარ­თოს გან­ცხა­დე­ბე­ბი
  • და­ა­რე­დაქ­ტი­როს ისი­ნი
  • და­ა­მა­ტოს აგენ­ტე­ბი
  • თან­ხა გა­და­უ­რი­ცხოს აგენ­ტებს
  • მო­ი­თხო­ვოს ინ­ვო­ი­სე­ბი

SS.ge-ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ახა­ლი ფუნ­ქცი­ო­ნა­ლის მეშ­ვე­ო­ბით, კომ­პა­ნი­ას სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, ერთი სის­ტე­მის მეშ­ვე­ო­ბით მარ­თოს რო­გორც სა­კუ­თა­რი ვებ-გვერ­დი, ისე გან­ცხა­დე­ბე­ბი SS.ge-ზე, რაც დრო­ი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის და­ზოგ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს და გა­ყიდ­ვე­ბის პრო­ცესს კი­დევ უფრო გა­უ­მარ­ტი­ვებს.

„ჩვე­ნი პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბი SS.ge-ის სერ­ვი­სებს უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, დიდი ხა­ნია, ერთი და იგი­ვე ოპე­რა­ცი­ე­ბის კე­თე­ბა რო­გორც სა­კუ­თარ, ისე SS.ge-ის ბა­ზა­შიც უწევ­დათ. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, SS.ge-ის ყვე­ლა მომ­ხმა­რე­ბელს გა­ყიდ­ვი­სა თუ ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში სრუ­ლი კომ­ფორ­ტი შე­ვუქ­მნათ. ჩვე­ნი ახა­ლი ფუნ­ქცი­ო­ნა­ლით კომ­პა­ნი­ებს ვეხ­მა­რე­ბით, თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ტი სწრა­ფად, მარ­ტი­ვად, ზედ­მე­ტი დრო­ის და­ხარ­ჯვის გა­რე­შე მი­ი­ტა­ნონ მყიდ­ვე­ლებ­თან. ჩვენ მათ გა­ვუ­მარ­ტი­ვეთ ეს პრო­ცე­სი და უკვე ერთი ინ­ტერ­ფე­ი­სი­დან შე­უძ­ლი­ათ მარ­თონ რო­გორც სა­კუ­თა­რი ბა­ზე­ბი, ისე გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მელ­საც SS.ge-ზე ათავ­სე­ბენ“, - გან­მარ­ტა­ვენ SS.ge-ში.

SS.ge-ის ყო­ველ­დღი­უ­რად 35 000-40 000 უნი­კა­ლუ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს, ხოლო თვი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით - 550 000 (2020 წლის სექ­ტემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით), შე­სა­ბა­მი­სად, ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის ნახ­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნის თით­ქმის ყვე­ლა მსურ­ველს შე­უძ­ლია.

ბოლო რამ­დე­ნი­მე თვე­ში SS.ge-მ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სექ­ტო­რის ხელ­შე­წყო­ბი­სა და მომ­ხმა­რებ­ლის­თვის სა­სურ­ვე­ლი შე­თა­ვა­ზე­ბის სწრა­ფად მიგ­ნე­ბის მიზ­ნით, ვებ-გვერდს რამ­დე­ნი­მე ახა­ლი ფუნ­ქცი­ო­ნა­ლი და­ა­მა­ტა. მათ შო­რის არის ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­მოთ­ვლა, მის მიმ­დე­ბა­რედ რუ­კა­ზე სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტის ჩვე­ნე­ბა (ბაღი, სკო­ლა, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი, მეტ­რო და ა.შ), პი­რა­დი აგენ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბა, გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის ატ­ვირ­თვის სერ­ვი­სი, ახა­ლი ქუ­ჩე­ბი და სხვა. ყვე­ლა მათ­გა­ნი SS.ge-ის მომ­სა­ხუ­რე­ბას უფრო კომ­ფორ­ტულს ხდის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

სამშენებლო კომპანიებს თავიანთ ვებ-გვერდსა და SS.ge-ზე განცხადების დადება ერთი ფუნქციონალით შეეძლებათ

სამშენებლო კომპანიებს თავიანთ ვებ-გვერდსა და SS.ge-ზე განცხადების დადება ერთი ფუნქციონალით შეეძლებათ

ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, დეველოპერული სექტორი ბაზარზე სტაბილურ მდგომარეობას ინარჩუნებს და განვითარებასაც განაგრძობს.

მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გამო, მე-2 კვარტალში უძრავი ქონების გაყიდვები შემცირდა, თუმცა რეგულაციების შემსუბუქებისა და მოხსნისთანავე, სექტორი კალაპოტს დაუბრუნდა. მეტიც, ბაზარზე გაყიდვების კუთხით სიახლეებიც ინერგება.

უძრავი ქონების უმსხვილესმა პლატფორმა SS.ge-მ უძრავი ქონების ბროკერებს, აგენტებსა და სამშენებლო კომპანიებს თავიანთი პროდუქტის კლიენტამდე მიტანის პროცესი კიდევ უფრო გაუმარტივა. უფრო კონკრეტულად, API-ს დახმარებით, სააგენტოებსა და სხვა ბიზნეს სუბიექტებს უკვე შეუძლიათ, თავიანთი ვებ-გვერდი, CRM ან სერვისები SS.ge-ის ბაზას დააერთოს და მისი ფუნქციონალი სრულყოფილად მიიღოს.

სამშენებლო კომპანია თუ სააგენტო დაერთების შემდეგ, იძულებული აღარ იქნება, თავისი შეთავაზებები SS.ge-ზე ცალ-ცალკე განცხადებად ატვირთოს და გამოაქვეყნოს, რაც დროის დაზოგვის საშუალებას მისცემს. ახალი ფუნქციონალი გულისხმობს იმას, რომ საკუთარ ვებ-გვერდზე შეთავაზების გამოქვეყნების პარალელურად, კომპანიას შეუძლია, იგივე ინფორმაცია SS.ge-ზე ერთი ინტერფეისის გამოყენებით გამოაჩინოს. API-ით სარგებლობის შემთხვევაში, კომპანიას 6 ახალი შესაძლებლობა უჩნდება:

  • განათავსოს განცხადებები
  • მართოს განცხადებები
  • დაარედაქტიროს ისინი
  • დაამატოს აგენტები
  • თანხა გადაურიცხოს აგენტებს
  • მოითხოვოს ინვოისები

SS.ge-ში განმარტავენ, რომ ახალი ფუნქციონალის მეშვეობით, კომპანიას საშუალება ექნება, ერთი სისტემის მეშვეობით მართოს როგორც საკუთარი ვებ-გვერდი, ისე განცხადებები SS.ge-ზე, რაც დროისა და ადამიანური რესურსის დაზოგვის საშუალებას მისცემს და გაყიდვების პროცესს კიდევ უფრო გაუმარტივებს.

„ჩვენი პარტნიორი კომპანიები SS.ge-ის სერვისებს უკვე მრავალი წელია აქტიურად იყენებენ. შესაბამისად, დიდი ხანია, ერთი და იგივე ოპერაციების კეთება როგორც საკუთარ, ისე SS.ge-ის ბაზაშიც უწევდათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, SS.ge-ის ყველა მომხმარებელს გაყიდვისა თუ ძიების პროცესში სრული კომფორტი შევუქმნათ. ჩვენი ახალი ფუნქციონალით კომპანიებს ვეხმარებით, თავიანთი პროდუქტი სწრაფად, მარტივად, ზედმეტი დროის დახარჯვის გარეშე მიიტანონ მყიდველებთან. ჩვენ მათ გავუმარტივეთ ეს პროცესი და უკვე ერთი ინტერფეისიდან შეუძლიათ მართონ როგორც საკუთარი ბაზები, ისე განცხადებები, რომელსაც SS.ge-ზე ათავსებენ“, - განმარტავენ SS.ge-ში.

SS.ge-ის ყოველდღიურად 35 000-40 000 უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, ხოლო თვიურად დაახლოებით - 550 000 (2020 წლის სექტემბრის მონაცემებით), შესაბამისად, ვებ-გვერდზე განთავსებული შეთავაზებების ნახვა საქართველოში უძრავი ქონების შეძენის თითქმის ყველა მსურველს შეუძლია.

ბოლო რამდენიმე თვეში SS.ge-მ უძრავი ქონების სექტორის ხელშეწყობისა და მომხმარებლისთვის სასურველი შეთავაზების სწრაფად მიგნების მიზნით, ვებ-გვერდს რამდენიმე ახალი ფუნქციონალი დაამატა. მათ შორის არის ქონების ღირებულების გამოთვლა, მის მიმდებარედ რუკაზე სხვადასხვა ობიექტის ჩვენება (ბაღი, სკოლა, სავაჭრო ცენტრი, მეტრო და ა.შ), პირადი აგენტის მომსახურება, გადამოწმებული განცხადებების ატვირთვის სერვისი, ახალი ქუჩები და სხვა. ყველა მათგანი SS.ge-ის მომსახურებას უფრო კომფორტულს ხდის.

საქართველოში კორონავირუსისგან 23 პაციენტი გარდაიცვალა და 1 262 გამოჯანმრთელდა

BTU-სა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით მათემატიკის ახალი ოლიმპიადა მეორედ ჩატარდება

საქართველოში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - ბოლო 24 საათის მონაცემები