მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BTU-სა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით მათემატიკის ახალი ოლიმპიადა მეორედ ჩატარდება
BTU-სა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით მათემატიკის ახალი ოლიმპიადა მეორედ ჩატარდება

მა­თე­მა­ტი­კის ახა­ლი ოლიმ­პი­ა­და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის BTU-სა და მა­თე­მა­ტი­კოს­თა კავ­ში­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა. ოლიმ­პი­ა­და სამ ეტა­პი­ა­ნი იქ­ნე­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა წი­ნას­წარ და­რე­გის­ტრი­რე­ბულ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შე­ეძ­ლე­ბათ. პირ­ვე­ლი ეტაპ­ზე ამო­ცა­ნე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა ონ­ლა­ინ და აბი­ტუ­რი­ენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ იმუ­შა­ონ აღ­ნიშ­ნულ ამო­ცა­ნებ­ზე. მე­ო­რე ეტაპ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ პირ­ვე­ლი ეტა­პის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი. ფი­ნალ­ში კი 9 აბი­ტუ­რი­ენ­ტი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ოლიმ­პი­ა­და, რო­მე­ლიც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი მა­თე­მა­ტი­კოს­თა კავ­შირ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით მე­ო­რედ ატა­რებს, გა­მორ­ჩე­უ­ლია რად­გან საპ­რი­ზო ფონდს ინა­წი­ლებს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტი და მისი მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი. არის სამი ნო­მი­ნა­ცია, პირ­ველ ად­გილ­ზე გა­სუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტი მი­ი­ღებს 1000 ლარს და იგი­ვე ოდე­ნო­ბის ფუ­ლა­დი ჯილ­დოს - მისი მას­წავ­ლე­ბე­ლი. მე­ო­რე ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი მოს­წავ­ლე და მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­ი­ღე­ბენ 700-700 ლარს. მე­სა­მე ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი კი – 500-500 ლარს.

სა­ქარ­თვე­ლოს მა­თე­მა­ტი­კოს­თა კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტის და­ვით ნატ­როშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ოლიმ­პა­და მოს­წავ­ლე­ებ­ში მა­თე­მა­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბი­სა და კვლე­ვი­თი უნარ–თვი­სე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას უწყობს ხელს.

„მა­თე­მა­ტი­კით და­ინ­ტე­რე­სე­ბა იწყე­ბა სა­შუ­ა­ლო სკო­ლის კედ­ლებ­ში ისე­თი ამო­ცა­ნე­ბის გან­ხილ­ვით, რო­მელ­თა ამოხ­სნაც არას­ტან­დარ­ტუ­ლია და მო­ი­თხოვს მა­თე­მა­ტი­კუ­რი ფაქ­ტე­ბის ღრმა ცოდ­ნა­სა და ლო­გი­კურ არ­გუ­მენ­ტა­ცი­ას. ასე­თი ამო­ცა­ნე­ბის ნუს­ხა­ში აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­აზ­რე­ბა სა­ო­ლიმ­პი­ა­დო ამო­ცა­ნე­ბიც. მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს მა­თე­მა­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბი­სა და კვლე­ვი­თი უნარ-თვი­სე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სა­ფუძ­ვლად. ის ხელს უწყობს: ცოდ­ნის დო­ნის ამაღ­ლე­ბას, მა­თე­მა­ტი­კის სა­ფუძ­ვლე­ბის ათ­ვი­სე­ბა­სა და გარღმა­ვე­ბას, ასე­ვე, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს მა­თე­მა­ტი­კოს­თა კავ­შირს ფრი­ად ღირ­სშე­სა­ნიშ­ნავ მოვ­ლე­ნად მი­აჩ­ნია ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ მა­თე­მა­ტი­კუ­რი ოლიმ­პი­ა­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რაც უკვე ტრა­დი­ცი­ად ყა­ლიბ­დე­ბა. გვწამს, რომ ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა უდი­დეს ინ­ტე­რესს გა­მო­იწ­ვევს მოს­წავ­ლე­თა ფარ­თო წრე­ში და ხელს შე­უ­წყობს ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბის წარ­მო­ჩე­ნას,“ – გან­მარ­ტავს და­ვით ნატ­როშ­ვი­ლი.

„ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი მა­თე­მა­ტი­კის ოლიმ­პი­ა­და შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა მა­თე­მა­ტი­კით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სა და პე­და­გო­გე­ბის­თვის. აბი­ტუ­რი­ენ­ტი­სათ­ვის ეს არის მო­ტი­ვა­ცია, რომ ის­წავ­ლონ და მო­ახ­დი­ნონ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის რე­ა­ლი­ზე­ბა, გა­იღ­რმა­ვონ სხვა­დას­ხვა უნა­რე­ბი, ასე­ვე მი­ი­ღონ საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი პრი­ზი. ოლიმ­პი­ა­და ხელს უწყობს მა­თე­მა­ტი­კის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. ოლიმ­პი­ა­და, ასე­ვე ძა­ლი­ან კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის. ასე­თი სა­ხის კონ­კურ­სე­ბით პე­და­გო­გე­ბი დი­დად არ არი­ან გა­ნებ­რივ­რე­ბუ­ლე­ბი, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ჯილ­დოვ­დე­ბი­ან. მად­ლო­ბას ვუხ­დი BTU-ს, ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა გუნდს და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ მათ და აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მო­მა­ვალ ოლიმ­პი­ა­დებ­ზე,“ – აცხა­დებს ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის N199 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ივა­ნე კვი­ტაშ­ვი­ლი.

ოლიმ­პი­ა­და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შო­რის და მათ მა­თე­მა­ტი­კის უკეთ სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ას აძ­ლევს. BTU-ს ინი­ცი­ა­ტი­ვებ­სა და ოლიმ­პი­ა­და­ზე წარ­მოდ­გე­ნილ ამო­ცა­ნებს პო­ზი­ტი­უ­რად აფა­სებს ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის N199 სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, მა­თე­მა­ტი­კის ოლიმ­პი­ა­დის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის მენ­ტო­რი დი­მიტ­რი არა­ბი­ძე.

„ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­თე­მა­ტი­კის ოლიმ­პი­ა­და ჩემ­თვის მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. გა­სულ სას­წავ­ლო წელს იგი კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად და ხა­რის­ხი­ა­ნი ამო­ცა­ნე­ბით ჩა­ტარ­და. ვფიქ­რობ, ყვე­ლა მსგავ­სი ინი­ცი­ა­ტი­ვა მოს­წავ­ლე­ებს მო­ტი­ვა­ცი­ას უმაღ­ლებს და კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში აძ­ლევს თა­ვი­ან­თი ცოდ­ნის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას. გარ­და იმი­სა, რომ ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მათ­თვის სა­მო­მავ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბაა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ პრი­ზებ­საც იღე­ბენ. ხაზ­გა­სას­მე­ლია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სრუ­ლი­ად უფა­სოა, რაც ყვე­ლა მოს­წავ­ლეს თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში აყე­ნებს,“ – აცხა­დებს დი­მიტ­რი არა­ბი­ძე.

ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ აბი­ტუ­რი­ენტს, რო­მე­ლიც და­რე­გის­ტრირ­დე­ბა ბმულ­ზე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

BTU-სა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით მათემატიკის ახალი ოლიმპიადა მეორედ ჩატარდება

BTU-სა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით მათემატიკის ახალი ოლიმპიადა მეორედ ჩატარდება

მათემატიკის ახალი ოლიმპიადა აბიტურიენტებისთვის BTU-სა და მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება. ოლიმპიადა სამ ეტაპიანი იქნება და მასში მონაწილეობა წინასწარ დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს შეეძლებათ. პირველი ეტაპზე ამოცანები გამოქვეყნდება ონლაინ და აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ იმუშაონ აღნიშნულ ამოცანებზე. მეორე ეტაპში მონაწილეობას მიიღებენ პირველი ეტაპის წარმატებული მონაწილეები. ფინალში კი 9 აბიტურიენტი მიიღებს მონაწილეობას.

ოლიმპიადა, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მათემატიკოსთა კავშირთან თანამშრომლობით მეორედ ატარებს, გამორჩეულია რადგან საპრიზო ფონდს ინაწილებს გამარჯვებული აბიტურიენტი და მისი მათემატიკის მასწავლებელი. არის სამი ნომინაცია, პირველ ადგილზე გასული აბიტურიენტი მიიღებს 1000 ლარს და იგივე ოდენობის ფულადი ჯილდოს - მისი მასწავლებელი. მეორე ადგილის მფლობელი მოსწავლე და მასწავლებელი მიიღებენ 700-700 ლარს. მესამე ადგილის მფლობელი კი – 500-500 ლარს.

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტის დავით ნატროშვილის განმარტებით, ოლიმპადა მოსწავლეებში მათემატიკური აზროვნებისა და კვლევითი უნარ–თვისებების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

„მათემატიკით დაინტერესება იწყება საშუალო სკოლის კედლებში ისეთი ამოცანების განხილვით, რომელთა ამოხსნაც არასტანდარტულია და მოითხოვს მათემატიკური ფაქტების ღრმა ცოდნასა და ლოგიკურ არგუმენტაციას. ასეთი ამოცანების ნუსხაში აუცილებლად მოიაზრება საოლიმპიადო ამოცანებიც. მოსწავლეებისათვის ოლიმპიადაში მონაწილეობა შეიძლება ჩაითვალოს მათემატიკური აზროვნებისა და კვლევითი უნარ-თვისებების ჩამოყალიბების საფუძვლად. ის ხელს უწყობს: ცოდნის დონის ამაღლებას, მათემატიკის საფუძვლების ათვისებასა და გარღმავებას, ასევე, შემოქმედებითი უნარების გამოვლენასა და განვითარებას. აქედან გამომდინარე, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირს ფრიად ღირსშესანიშნავ მოვლენად მიაჩნია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ მათემატიკური ოლიმპიადების ჩატარება, რაც უკვე ტრადიციად ყალიბდება. გვწამს, რომ ეს ღონისძიება უდიდეს ინტერესს გამოიწვევს მოსწავლეთა ფართო წრეში და ხელს შეუწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენას,“ – განმარტავს დავით ნატროშვილი.

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული მათემატიკის ოლიმპიადა შესანიშნავი შესაძლებლობაა მათემატიკით დაინტერესებული აბიტურიენტებისა და პედაგოგებისთვის. აბიტურიენტისათვის ეს არის მოტივაცია, რომ ისწავლონ და მოახდინონ მიღებული ცოდნის რეალიზება, გაიღრმავონ სხვადასხვა უნარები, ასევე მიიღონ საკმაოდ სოლიდური პრიზი. ოლიმპიადა ხელს უწყობს მათემატიკის პოპულარიზაციას. ოლიმპიადა, ასევე ძალიან კარგი შესაძლებლობაა მასწავლებლებისთვის. ასეთი სახის კონკურსებით პედაგოგები დიდად არ არიან განებრივრებულები, სადაც მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებიც ჯილდოვდებიან. მადლობას ვუხდი BTU-ს, ორგანიზატორთა გუნდს და წარმატებებს ვუსურვებ მათ და აბიტურიენტებს მომავალ ოლიმპიადებზე,“ – აცხადებს ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დირექტორი ივანე კვიტაშვილი.

ოლიმპიადა ძალიან პოპულარულია აბიტურიენტებს შორის და მათ მათემატიკის უკეთ სწავლის მოტივაციას აძლევს. BTU-ს ინიციატივებსა და ოლიმპიადაზე წარმოდგენილ ამოცანებს პოზიტიურად აფასებს ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მასწავლებელი, მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლის მენტორი დიმიტრი არაბიძე.

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მათემატიკის ოლიმპიადა ჩემთვის მისასალმებელია. გასულ სასწავლო წელს იგი კარგად ორგანიზებულად და ხარისხიანი ამოცანებით ჩატარდა. ვფიქრობ, ყველა მსგავსი ინიციატივა მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს და კონკურენციის პირობებში აძლევს თავიანთი ცოდნის გამოვლენის საშუალებას. გარდა იმისა, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობა მათთვის სამომავლო გამოცდილებაა, გამარჯვებულები საკმაოდ სოლიდურ პრიზებსაც იღებენ. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობა სრულიად უფასოა, რაც ყველა მოსწავლეს თანაბარ პირობებში აყენებს,“ – აცხადებს დიმიტრი არაბიძე.

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ დაინტერესებულ აბიტურიენტს, რომელიც დარეგისტრირდება ბმულზე

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"