სომხეთის პრემიერ - მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე ანა აკოპიანი აპირებს, სამხედრო მომზადება გაიაროს და მთიან ყარაბაღში წავიდეს "სამშობლოს საზღვრების დასაცავად“.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მეუღლემ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
"ხვალიდან, ქალთა რაზმი, რომელიც 13 ადამიანისგან შედგება, რომელთა შორის მეც ვარ, დაიწყებს სამხედრო მომზადებას. რამდენიმე დღეში გავემგზავრებით სამშობლოს საზღვრების დასაცავად. ჩვენ მტერს არ უნდა დავუთმოთ სამშობლო და ღირსება“ , - წერს ფეისბუკზე“ ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე ანა აკოპიანი.