ავტორი:

ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს

ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს

ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის მიერ გაკეთებული განცხადებისას გახდა ცნობილი.

"პოლიციის მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თავდასხმაში მონაწილე, იდენტიფიცირებული პირია: 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა.

მის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს", - განაცხადა ბორცვაძემ

ცნობისთვის, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს 21 ოქტომბერს დაესხა. თავდამსხმელმა 43 მძევალი აიყვანა. მან ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მოთხოვნები დააკმაყოფილეს - მისცეს თანხა, გამოუყვეს ვერტმფრენი და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დატოვებისთვის. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

"თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა, ტყუილია" - ვლადიმერ ბორცვაძე

"ერთი წუთით ვერ დავიჯერებ, რომ ჩემი შვილი დამნაშავეა" -  შსს-ს მტკიცებით, ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუაა

ბანკზე თავდასხმაში მონაწილის ბადრი ესებუას სახლში და ზუგდიდში კიდევ რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა მიმდინარეობს