სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა იკვებოთ და იმკურნალოთ - თენგიზ ცერცვაძის რეკომენდაციები კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც სახლში რჩებიან
როგორ უნდა იკვებოთ და იმკურნალოთ - თენგიზ ცერცვაძის რეკომენდაციები კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც სახლში რჩებიან

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც სახ­ლში მკურ­ნა­ლო­ბენ, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით მი­მარ­თავს.

რო­გორც ცერ­ცვა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს, რო­მელ­თაც სიმპტო­მე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ, ან მცი­რე­სიმპტო­მი­ა­ნე­ბი არი­ან, მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ სჭირ­დე­ბათ.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის თქმით, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სი­თხე­ე­ბის მი­ღე­ბა, მოძ­რა­ო­ბა და სწო­რი კვე­ბა.

"დღე­ის­თვის, რამ­დე­ნა­დაც ვიცი, და­ახ­ლო­ე­ბით 12 ათა­სი კო­ვი­და­ვად­მყო­ფი მკურ­ნა­ლობს ბი­ნა­ზე. თუ თქვენ ხართ უსიმპტო­მო, ან მცი­რე­სიმპტო­მი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტი, ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ასე­თებს ვტო­ვებთ ბი­ნა­ზე, პრინ­ციპ­ში არ გჭირ­დე­ბათ არა­ნა­ი­რი მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა.

რჩე­ვე­ბი იქ­ნე­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რი: მი­ი­ღოთ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე­ე­ბი, ამას­თან სი­თხის ნა­წი­ლი, სა­სურ­ვე­ლია იყოს სუფ­თა წყლის და არა წვე­ნე­ბის, ან სხვა სა­ხით. მე­ო­რე - იმოძ­რა­ვეთ, უძ­რა­ო­ბა ხელს უწყობს ზო­გი­ერ­თი გარ­თუ­ლე­ბე­ბის, მა­გა­ლი­თად თრომ­ბო­ე­ბო­ლი­ის რისკს. თუ თქვენ ხართ უსიმპტო­მო, იგუ­ლის­ხმე­ბა, რომ არ ხართ ცუ­დად და შე­გიძ­ლი­ათ იმოძ­რა­ოთ, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სი­ა­რუ­ლი, აე­რო­ბი­კა, ჩა­ბუქვნე­ბი, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის მოძ­რა­ო­ბა.

ამის გარ­და, თუ თქვენ გაქვთ ტემ­პე­რა­ტუ­რის მცი­რე მო­მა­ტე­ბა, შე­გიძ­ლი­ათ სახ­ლში მი­ი­ღოთ სი­ცხის დამ­წე­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ თუ 38-ზე ნაკ­ლე­ბია ტემ­პე­რა­ტუ­რა, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მი­ღე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კვე­ბა - მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბით ვიკ­ვე­ბოთ, ნაკ­ლე­ბი იყოს მა­რი­ლი, შა­ქა­რი, ნაკ­ლე­ბი იყოს ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მე­ბი - კა­რა­ქი ჩა­ნაც­ვლდეს ზე­თით, მი­ვი­ღოთ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ბოსტნე­უ­ლი.

მი­ვი­ღოთ ის პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ი­ცა­ვენ ან­ტი­ოქ­სი­დან­ტებს, C ვი­ტა­მინს, D ვი­ტა­მინს, თუ­თი­ას და სხვა. ამის გარ­და, სა­და­ვოა სა­კი­თხი, მი­ვი­ღოთ ვი­ტა­მი­ნე­ბი, თუ არა, არ­სე­ბობს გან­სახ­ვე­ვე­ბუ­ლი აზრი მსოფ­ლი­ო­ში. თუ მი­ვი­ღებთ D ვი­ტა­მინს, და­ახ­ლო­ე­ბით 2 ათა­სი­დან მაქ­სი­მუმ 5 ათა­სამ­დე ერ­თე­ულს, ცუდი არ იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ჯო­ბია, გა­ვი­კე­თოთ ანა­ლი­ზი D ვი­ტა­მინ­ზე. C ვი­ტა­მი­ნიც დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1 გრა­მი შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ“,- გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Didier Drogba
155

ძია კაცო დაბერდი წადი სახლში.. 

ტატა
23

უნამუსოები ხართ ამ კომენტარების დამწერი, ეს არის მსოფლიო დონის ექიმი, რამდენი ადამიანი ყავს გადარაჩენილი, არასდროს ფული არ აუღია პაციენტისგან, ახლანდელი ექიმებისგან განსხვავებით. დაუფიქრდიტ რას წერთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

როგორ უნდა იკვებოთ და იმკურნალოთ - თენგიზ ცერცვაძის რეკომენდაციები კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც სახლში რჩებიან

როგორ უნდა იკვებოთ და იმკურნალოთ - თენგიზ ცერცვაძის რეკომენდაციები კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც სახლში რჩებიან

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ, რეკომენდაციებით მიმართავს.

როგორც ცერცვაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ინფიცირებულ პაციენტებს, რომელთაც სიმპტომები არ აღენიშნებათ, ან მცირესიმპტომიანები არიან, მედიკამენტოზური მკურნალობა არ სჭირდებათ.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სითხეების მიღება, მოძრაობა და სწორი კვება.

"დღეისთვის, რამდენადაც ვიცი, დაახლოებით 12 ათასი კოვიდავადმყოფი მკურნალობს ბინაზე. თუ თქვენ ხართ უსიმპტომო, ან მცირესიმპტომიანი პაციენტი, ჯერჯერობით მხოლოდ ასეთებს ვტოვებთ ბინაზე, პრინციპში არ გჭირდებათ არანაირი მედიკამენტოზური მკურნალობა.

რჩევები იქნება შემდეგნაირი: მიიღოთ საკმარისი რაოდენობით სითხეები, ამასთან სითხის ნაწილი, სასურველია იყოს სუფთა წყლის და არა წვენების, ან სხვა სახით. მეორე - იმოძრავეთ, უძრაობა ხელს უწყობს ზოგიერთი გართულებების, მაგალითად თრომბოებოლიის რისკს. თუ თქვენ ხართ უსიმპტომო, იგულისხმება, რომ არ ხართ ცუდად და შეგიძლიათ იმოძრაოთ, ეს შეიძლება იყოს სიარული, აერობიკა, ჩაბუქვნები, ნებისმიერი სახის მოძრაობა.

ამის გარდა, თუ თქვენ გაქვთ ტემპერატურის მცირე მომატება, შეგიძლიათ სახლში მიიღოთ სიცხის დამწევი საშუალებები, მაგრამ თუ 38-ზე ნაკლებია ტემპერატურა, არ არის აუცილებელი მიღება. მნიშვნელოვანია კვება - მნიშვნელოვანია, რომ ჯანსაღი საკვებით ვიკვებოთ, ნაკლები იყოს მარილი, შაქარი, ნაკლები იყოს ცხოველური ცხიმები - კარაქი ჩანაცვლდეს ზეთით, მივიღოთ საკმარისი რაოდენობის ბოსტნეული.

მივიღოთ ის პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ანტიოქსიდანტებს, C ვიტამინს, D ვიტამინს, თუთიას და სხვა. ამის გარდა, სადავოა საკითხი, მივიღოთ ვიტამინები, თუ არა, არსებობს განსახვევებული აზრი მსოფლიოში. თუ მივიღებთ D ვიტამინს, დაახლოებით 2 ათასიდან მაქსიმუმ 5 ათასამდე ერთეულს, ცუდი არ იქნება, თუმცა ჯობია, გავიკეთოთ ანალიზი D ვიტამინზე. C ვიტამინიც დღეში დაახლოებით 1 გრამი შეიძლება მივიღოთ“,- განაცხადა ცერცვაძემ.

საჭიროა, თუ არა საქართველოში "რემდესივირის" შემოტანა? - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკულად განწყობილ ექიმებს პასუხობს

როგორ იმუშავებენ მატარებლები საახალწლო დღეებში

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი