ავტორი:

"ივანიშვილს 7-8 წლის ასაკში ფარული შეხვედრა ჰქონდა ბრეჟნევთან - აი, თურმე მაშინ დალაგდა მისი შემოსვლა პოლიტიკაში" - როგორ ეხმაურებიან მმართველ გუნდში ელდარ გოგოლაძის ინტერვიუს

"ივანიშვილს 7-8 წლის ასაკში ფარული შეხვედრა ჰქონდა ბრეჟნევთან - აი, თურმე მაშინ დალაგდა მისი შემოსვლა პოლიტიკაში" - როგორ ეხმაურებიან მმართველ გუნდში ელდარ გოგოლაძის ინტერვიუს

ბიძინა ივანიშვილს 7-8 წლის ასაკში ფარული შეხვედრა ჰქონდა ბრეჟნევთან. აი, თურმე მაშინ დალაგდა ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასული "ქართუ ჯგუფის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ელდარ გოგოლაძის ინტერვიუ, რომლის თქმით, "ივანიშვილი ანგოლის სამოქალაქო ომში იარაღის უკანონოდ ვაჭრობის საქმეში ფიგურირებდა".

კახა კალაძის განცხადებით, ინტერვიუს „ექშენი“ აკლდა.

„ეფექტური არ იყო, მინდა ეს ინტერვიუ დაგიწუნოთ. „ექშენი“ აკლდა. მესმის, 17 წლის წინანდელი ამბავია, მაგრამ უფრო საინტერესო იქნებოდა და უფრო დიდ საიდუმლოს გაგიმხელთ. ბიძინა ივანიშვილს 7-8 წლის ასაკში ფარული შეხვედრა ჰქონდა ბრეჟნევათან. აი, მაშინ დალაგდა ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა თურმე პოლიტიკაში. შეგიძლიათ, ბრეჟნევთან მიბრძანდეთ და დაუსვათ ეს შეკითხვა“, - განაცხადა კალაძემ.

ელდარ გოგოლაძის ინტერვიუს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა.

კობახიძის შეფასებით, აღნიშნული ინტერვიუ „ორი ადამიანის ჭორაობა იყო“.

„არ მგონია, რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეიძლებოდეს ამ ინტერვიუზე, ეს იყო ორი ადამიანის ერთგვარი ჭორაობა, რომლთაგან ერთ-ერთი იყო ცნობილი „კაგებეშნიკი“, თან „კაგებეს“ მაღალჩინოსანი“,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში კონსულტანტის, ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებას, რომ „გოგოლაძეს არ აცდება გუანტანამო, გვარამიას - გლდანის ციხე“, კობახიძე აღნიშნავს, რომ ეს მუქარა არაა, რადგან ციხესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს.

„ეს არ არის მუქარა. აქ საუბარია იმაზე, რომ გარკვეული ეჭვები არსებობს კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით დანაშაულის ჩადენის კუთხით, მათ შორის, რაც შეეხება გოგოლაძეს, ცნობილი საქმეა, რომ ამერიკელი ჩინოსანი იყო საქართველოში, რომლის მკვლელობა განხორციელდა და იქ მისი სახელი და გვარი იკვეთება. ვერაფერზე ვისაუბრებთ, ვიდრე არ დადგინდება ეს დანაშაული. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, მასზეც არსებობს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით ეჭვები. ესაა ზოგადი განცხადება, დანარჩენი არის სასამართლოს საქმე. ეს მისი პოზიციაა, ციხესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, "ქართუ ჯგუფის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ელდარ გოგოლაძის განცხადებით, სანამ ბიძინა ივანიშვილი მილიარდერი გახდებოდა, ერთ-ერთ საერთაშორისოდ გახმაურებულ საქმესთან იყო კავშირში. მისი თქმით, ივანიშვილი ანგოლაში სამოქალაქო ომის დროს იარაღის უკანონოდ ვაჭრობის საქმეში ფიგურირებდა.

obozrevatel.com აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც მათი ინფორმაციით, ზვიად კუპრავას საუბარია ასახული

"კახა კალაძეს ფეხებში უფრო მეტი ტვინი აქვს, ვიდრე ალეკო ელისაშვილს თავში" - ბექა დავითულიანი

"კრიმინალმა თამარ ჟვანიამ უნდა იცოდეს, რომ სამართალი პურს აუცილებლად ჭამს" - ანა დოლიძემ საქალაქო სასამართლოსთან შოთის პური მიიტანა