სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რადიკალური ოპოზიცია ამზადებს მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლის მეშვეობით, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი შესაძლებელია" - ირაკლი კობახიძე
"რადიკალური ოპოზიცია ამზადებს მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლის მეშვეობით, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი შესაძლებელია" - ირაკლი კობახიძე

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სქარ­თვე­ლოს“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბის დღის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, იზ­რდე­ბა პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის რის­კი. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, პარ­ტი­ას აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ „რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი“ ამ­ზა­დე­ბენ მა­სა­ლებს ისე­თი პროგ­რა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­გო­რიც არის „დიფ ფე­ი­კი“. კო­ბა­ხი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ამ­გა­ვა­რი პროგ­რა­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბის ვი­დე­ო­გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გა­ყალ­ბე­ბაც კი არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. მან ამომ­რჩე­ველს მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­და, რათა ისი­ნი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­ლე­ნის ქვეშ არ მო­ექ­ცნენ.

„და­ი­წყო ბოლო სა­არ­ჩევ­ნო კვი­რა, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე დარ­ჩე­ნი­ლია რამ­დე­ნი­მე დღე და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ო­ვა­ნია ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი და მშვი­დი სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო. ბუ­ნებ­რი­ვია, არ­ჩევ­ნე­ბის დღის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, იზ­რდე­ბა პრო­ვო­კაც­ვი­ე­ბის რის­კი და უსა­თუ­ოდ მო­ი­მა­ტებს სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა, მათ შო­რის, რუ­სუ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბით, რისი მომსწრე ჩვენ გავ­ხდით გუ­შინ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ კუთ­ვნილ ერთ-ერთ ტე­ლე­არხზე.

კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ სუ­ბი­ექტს, თავი შე­ი­კა­ვონ იმგვა­რი ქმე­დე­ბე­ბის­გან, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხოს სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო­ზე. ჩვე­ნი პარ­ტი­ის წევ­რებს, აქ­ტი­ვის­ტებ­სა და მხარ­დამ­ჭე­რებს მო­ვუ­წო­დებთ, გა­მო­ი­ჩი­ნონ მაქ­სი­მა­ლუ­რი მოთ­მი­ნე­ბა და თავ­შე­კა­ვე­ბა, რათა არა­ვის მი­ე­ცეს სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს­თვის ჩრდი­ლის მი­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ამომ­რჩე­ველს ვთხოვთ მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლით მო­ე­კი­დონ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­თა თუ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ნე­ბის­მი­ერ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რათა არ მო­ექ­ცნენ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ, რისი ტი­რა­ჟი­რე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა უკა­ნას­კნე­ლი კვი­რე­ბის განმვლო­ბა­ში დღი­თი დღე იზ­რდე­ბა. გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ზა­დე­ბენ მა­სა­ლებს ისე­თი პროგ­რა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­გო­რიც არის, მა­გა­ლი­თად, „დიფ ფე­ი­კი“, შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ­გა­ვა­რი პროგ­რა­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბის ვი­დე­ო­გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გა­ყალ­ბე­ბაც კი არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამ­გვა­რი მა­სა­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში შე­იძ­ლე­ბა გან­თავ­სდეს არ­ჩევ­ნე­ბის წინა დღეს ან არ­ჩევ­ნე­ბის დღეს, რა­საც ამომ­რჩე­ვე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით უნდა მო­ე­კი­დოს. მი­ზა­ნი არის მო­რი­გი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა უკვე ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ვი­ცით ზო­გა­დი გან­ზრახ­ვის შე­სა­ხებ, თუმ­ცა მეტი კონ­კრე­ტუ­ლი დე­ტა­ლი არ ვი­ცით,“ - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
19

რის გამკეთებლებიც თითონ არიან სხვაზეც მაგას ფიქრობენ

ვახო
13

ასეთების გამო მოისროლეს 2012 ნაცები, ესლა მიაყოლებენ ქოცებს. იმიტომ რომ გადაუჯოკრეს ნაცებს მარაზმში

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"რადიკალური ოპოზიცია ამზადებს მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლის მეშვეობით, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი შესაძლებელია" - ირაკლი კობახიძე

"რადიკალური ოპოზიცია ამზადებს მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლის მეშვეობით, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი შესაძლებელია" - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნება - დემოკრატიული სქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, იზრდება პროვოკაციების რისკი. მისივე განცხადებით, პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“ ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიც არის „დიფ ფეიკი“. კობახიძის განმარტებით, ამგავარი პროგრამების მეშვეობით, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი. მან ამომრჩეველს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა, რათა ისინი დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ არ მოექცნენ.

„დაიწყო ბოლო საარჩევნო კვირა, არჩევნებამდე დარჩენილია რამდენიმე დღე და ძალიან მნიშვნელოოვანია ამ დღეების განმავლობაში, შევინარჩუნოთ კონსტრუქციული და მშვიდი საარჩევნო გარემო. ბუნებრივია, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, იზრდება პროვოკაცვიების რისკი და უსათუოდ მოიმატებს სიცრუის ტირაჟირების ინტენსივობა, მათ შორის, რუსული რესურსის გამოყენებით, რისი მომსწრე ჩვენ გავხდით გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილ ერთ-ერთ ტელეარხზე.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, თავი შეიკავონ იმგვარი ქმედებებისგან, რომელიც შეიძლება უარყოფითად აისახოს საარჩევნო გარემოზე. ჩვენი პარტიის წევრებს, აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და თავშეკავება, რათა არავის მიეცეს საარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენების შესაძლებლობა. ამომრჩეველს ვთხოვთ მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ ტელევიზიებითა თუ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რათა არ მოექცნენ დეზინფორმაციის ზეგავლენის ქვეშ, რისი ტირაჟირების ინტენსივობა უკანასკნელი კვირების განმვლობაში დღითი დღე იზრდება. გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიც არის, მაგალითად, „დიფ ფეიკი“, შეგახსენებთ, რომ ამგავარი პროგრამების მეშვეობით, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი. ამგვარი მასალები სოციალურ ქსელებში შეიძლება განთავსდეს არჩევნების წინა დღეს ან არჩევნების დღეს, რასაც ამომრჩეველი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს. მიზანი არის მორიგი დეზინფორმაციის გავრცელება უკვე ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. ვიცით ზოგადი განზრახვის შესახებ, თუმცა მეტი კონკრეტული დეტალი არ ვიცით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"დიდი ძმა გვისმენს " - როგორ გამოეხმაურა სალომე სამადაშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერს

"სრული სამოქალაქო დაუმორჩილებლობა......" - უკრაინული ვებ-გვერდი ავრცელებს ჩანაწერს, სადაც მათი ინფორმაციით, გუბაზ სანიკიძე და თემურ ალასანია ფიგურირებენ

იქნება თუ არა სისტემური "ლოკდაუნები" ქვეყანაში - გიორგი გახარიას კომენტარი