სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოქალაქეები სპეციალურ ვებ-გვერდზე პირადი ნომრის შეყვანით გაიგებენ, ვინ არის მათი ოჯახის ექიმი" - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ცხელების ცენტრებში არსებულ ვითარებაზე
"მოქალაქეები სპეციალურ ვებ-გვერდზე პირადი ნომრის შეყვანით გაიგებენ, ვინ არის მათი ოჯახის ექიმი" - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ცხელების ცენტრებში არსებულ ვითარებაზე

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ებს სპე­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე პი­რა­დი ნომ­რის შეყ­ვა­ნით შე­ეძ­ლე­ბათ გა­ი­გონ, ვინ არის მათი ოჯა­ხის ექი­მი.

რო­გორც ტი­კა­რა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კი­თხვის პა­სუ­ხად გა­ნა­ცხა­და, უწყე­ბა შე­სა­ბა­მის სის­ტე­მა­ზე მუ­შა­ო­ბას უმოკ­ლეს ვა­და­ში და­ას­რუ­ლებს.

"ოჯა­ხის ექიმს იც­ნობს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე, გან­სა­კუ­თე­ბით ის პი­რე­ბი, რო­მელ­თაც აქვთ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ოჯა­ხის ექი­მი არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მოდ­გე­ნით, არა­მედ მსოფ­ლი­ოს წარ­მოდ­გე­ნით არის ჩვენ­ზე მზურნ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში არის ჩვენ­თან და ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის, რომ მათ ეკ­რძა­ლე­ბათ სა­კუ­თა­რი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის გამ­ჟღავ­ნე­ბა, ეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, ვი­ნა­ი­დან სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან მათ­თვის ეს არა­ვის აუკ­რძა­ლავს, პი­რი­ქით, უფრო მე­ტიც, ჩვენ ვგეგ­მავთ, ჩვე­ნი ბა­ზე­ბის მეშ­ვე­ო­ბით და­ვა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­როთ თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე, თუ რო­მე­ლი ოჯა­ხის ექი­მის პატ­რო­ნა­ჟის ქვეშ იმო­ფე­ბო­და დღემ­დე და სა­ხელ­მწი­ფო უნა­ზღა­უ­რებ­და ამ ექიმს ამ ადა­მი­ა­ნის­თვის გა­სა­წევ მომ­სა­ხუ­რე­ბას. ჩვე­ნი გეგ­მის ნა­წი­ლია, რომ თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს ჩვენ გა­ვაც­ნობთ მათ ოჯა­ხის ექი­მებს და გა­ვუ­ზი­ა­რებთ შე­სა­ბა­მი­სად მათ სა­კონ­ტაქ­ტო ნომ­რებს. უმოკ­ლეს ვა­დებ­ში მათ­თან შე­თან­ხმე­ბით ჩვენ ამას გა­ვა­სა­ჯა­რო­ვებთ, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­იტ­ზეც და­ი­დე­ბა და ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს შე­ეძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი პი­რა­დი ნომ­რით და­ა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­როს, თუ ვინ არის ოჯა­ხის ექი­მი", - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

ტი­კა­რა­ძემ უპა­სუ­ხა ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვას, რა ვი­თა­რე­ბაა ცხე­ლე­ბის ცენ­ტრში, ვი­ნა­ი­დან ადა­მი­ა­ნი წერ­და, რომ „ვიდ­რე ამ­ბა­ვი არ ატე­ხა“, მა­ნამ­დე არ შე­იყ­ვა­ნეს რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი მი­იჩ­ნევს, რომ „ამ­ბის ატეხ­ვა“ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ნაკ­ლია.

„ახ­სე­ნეთ ძა­ლი­ან კარ­გი ფრა­ზა, რო­მე­ლიც არის ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ნაკ­ლი. არა­ნა­ი­რი ამ­ბის ატეხ­ვა არ არის სა­ჭი­რო. პა­ცი­ენ­ტი ვერ მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ვერ გა­ა­კე­თებს დას­კვნას ესა­ჭი­რო­ე­ბა მას რე­ა­ნი­მა­ცია, თუ არა. ამ და­გა­წყვე­ტი­ლე­ბას ვერ მი­ი­ღებს რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გამო, პირ­ვე­ლი, მას არ გა­აჩ­ნია საკ­მა­რი­სო კომ­პე­ტენ­ცია გან­სა­ზღვროს, ესა­ჭი­რო­ე­ბა თუ არა მას რე­ა­ნი­მა­ცია, მე­ო­რე, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - პა­ცი­ენტს, რო­მელ­საც რე­ა­ნი­მა­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბა, ის ვე­რა­ნა­ირ „ამ­ბავს ვერ ტე­ხავს“. ანუ, ოჯა­ხი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლეს ექი­მებს აბა­რებს, მი­თუ­მე­ტეს არ უნდა ატე­ხოს, ვი­ნა­ი­დან, თუ მას იმის ნდო­ბა აქვს, რომ თა­ვი­სი პა­ცი­ენ­ტი ექიმს ან­დოს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, ის ექი­მი მი­ი­ღებს დრო­ულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლი ნა­ბი­ჯი, რომ­ლის შემ­დეგ უნდა გა­დად­გას პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლის და­სა­ცა­ვად. აი, ამ ატე­ხი­ლი ამ­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ექი­მე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან ძა­ლი­ან დიდ სტრეს­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იქ­ნებ, რო­გორ­მე დამ­შვიდ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ექი­მებს მის­ცეს თა­ვი­სუფ­ლად მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ვი­ა­ნა­ი­დან ისი­ნი 9 თვეა თავს არ ზო­გა­ვენ. ჩვენ კი­დევ გვაქვს საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ჩვენ ექი­მებს არა­თუ ამ­ბა­ვი უნდა ავუ­ტე­ხოთ, არა­მედ პი­რი­ქით, გა­ვუფრ­თხილ­დეთ მათ ფი­ზი­კურ და ემო­ცი­ურ მდგრა­დო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

ნეტა ერთი თუ იცი რისი მინისტრი ხარ საერთოდ ან სად ხარ

დიანა
0

პირად ექიმს ერთბაშად 30 კაცმა ,პაციენტმა,რომ დაურეკოს,რას იზამს???

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"მოქალაქეები სპეციალურ ვებ-გვერდზე პირადი ნომრის შეყვანით გაიგებენ, ვინ არის მათი ოჯახის ექიმი" - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ცხელების ცენტრებში არსებულ ვითარებაზე

"მოქალაქეები სპეციალურ ვებ-გვერდზე პირადი ნომრის შეყვანით გაიგებენ, ვინ არის მათი ოჯახის ექიმი" - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ცხელების ცენტრებში არსებულ ვითარებაზე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოქალაქეებს სპეციალურ ვებ-გვერდზე პირადი ნომრის შეყვანით შეეძლებათ გაიგონ, ვინ არის მათი ოჯახის ექიმი.

როგორც ტიკარაძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვის პასუხად განაცხადა, უწყება შესაბამის სისტემაზე მუშაობას უმოკლეს ვადაში დაასრულებს.

"ოჯახის ექიმს იცნობს ყველა მოქალაქე, განსაკუთებით ის პირები, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. ოჯახის ექიმი არამხოლოდ საქართველოს წარმოდგენით, არამედ მსოფლიოს წარმოდგენით არის ჩვენზე მზურნველი ადამიანი, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არის ჩვენთან და ჩვენს ჯანმრთელობასთან ასოცირებული. აქედან გამომდინარე, ის, რომ მათ ეკრძალებათ საკუთარი ტელეფონის ნომრის გამჟღავნება, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან სახელმწიფოს მხრიდან მათთვის ეს არავის აუკრძალავს, პირიქით, უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ, ჩვენი ბაზების მეშვეობით დავაიდენტიფიციროთ თითოეული მოქალაქე, თუ რომელი ოჯახის ექიმის პატრონაჟის ქვეშ იმოფებოდა დღემდე და სახელმწიფო უნაზღაურებდა ამ ექიმს ამ ადამიანისთვის გასაწევ მომსახურებას. ჩვენი გეგმის ნაწილია, რომ თითოეულ მოქალაქეს ჩვენ გავაცნობთ მათ ოჯახის ექიმებს და გავუზიარებთ შესაბამისად მათ საკონტაქტო ნომრებს. უმოკლეს ვადებში მათთან შეთანხმებით ჩვენ ამას გავასაჯაროვებთ, სავარაუდოდ, საიტზეც დაიდება და ყველა მოქალაქეს შეეძლება საკუთარი პირადი ნომრით დააიდენტიფიციროს, თუ ვინ არის ოჯახის ექიმი", - განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძემ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რა ვითარებაა ცხელების ცენტრში, ვინაიდან ადამიანი წერდა, რომ „ვიდრე ამბავი არ ატეხა“, მანამდე არ შეიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში. ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ „ამბის ატეხვა“ ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდი ნაკლია.

„ახსენეთ ძალიან კარგი ფრაზა, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლი. არანაირი ამბის ატეხვა არ არის საჭირო. პაციენტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და ვერ გააკეთებს დასკვნას ესაჭიროება მას რეანიმაცია, თუ არა. ამ დაგაწყვეტილებას ვერ მიიღებს რამდენიმე მიზეზის გამო, პირველი, მას არ გააჩნია საკმარისო კომპეტენცია განსაზღვროს, ესაჭიროება თუ არა მას რეანიმაცია, მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - პაციენტს, რომელსაც რეანიმაცია ესაჭიროება, ის ვერანაირ „ამბავს ვერ ტეხავს“. ანუ, ოჯახი, რომელიც თავისი პაციენტის სიცოცხლეს ექიმებს აბარებს, მითუმეტეს არ უნდა ატეხოს, ვინაიდან, თუ მას იმის ნდობა აქვს, რომ თავისი პაციენტი ექიმს ანდოს რეანიმაციაში, ის ექიმი მიიღებს დროულ გადაწყვეტილებას, რომელი ნაბიჯი, რომლის შემდეგ უნდა გადადგას პაციენტის სიცოცხლის დასაცავად. აი, ამ ატეხილი ამბებიდან გამომდინარე ექიმები იმყოფებიან ძალიან დიდ სტრესში. აქედან გამომდინარე, იქნებ, როგორმე დამშვიდდეს საზოგადოება და ექიმებს მისცეს თავისუფლად მუშაობის საშუალება, ვიანაიდან ისინი 9 თვეა თავს არ ზოგავენ. ჩვენ კიდევ გვაქვს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც ჩვენ ექიმებს არათუ ამბავი უნდა ავუტეხოთ, არამედ პირიქით, გავუფრთხილდეთ მათ ფიზიკურ და ემოციურ მდგრადობას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევაა - ბოლო დღე-ღამის მონაცემები და მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

ინფორმაცია მძღოლებისთვის - ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება

"სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ, რასაც ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს" - ზურაბ გურული