საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰუმანიტარული ზავის შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ - რა ცნობებს ავრცელებენ მხარეები
ჰუმანიტარული ზავის შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ - რა ცნობებს ავრცელებენ მხარეები

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 26 ოქ­ტომ­ბრის 08.00 სა­ა­თი­დან ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მი ამოქ­მედ­და, სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა კვლავ უხე­შად და­არ­ღვი­ეს, - აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო იუ­წყე­ბა.

„სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნით ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მი და­არ­ღვი­ეს და ქა­ლაქ ტარ­ტა­რი­სა და რე­გი­ო­ნის სოფ­ლე­ბის სა­არ­ტი­ლე­რიო და­ბომბვა და­ი­წყეს,“ - აცხა­დე­ბენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროც და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რეს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მის უხე­შად დარ­ღვე­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

„აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მხა­რემ, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ჩრდი­ლო­ეთ-აღ­მო­სავ­ლეთ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 8:45 სა­ათ­ზე სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლი გახ­სნა,“ - წერს სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კე­რი შუ­შან სტე­პა­ნი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუქ­ში“.

შე­გახ­სე­ნებთ, მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ზავი დღეს დი­ლის 8:00 სა­ა­თი­დან ამოქ­მედ­და.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დია ქვეყ­ნის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ზე დაყ­რდნო­ბით ასე­ვე გარ­დაც­ვლი­ლე­ბი­სა და და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას: "4, 11 და 17 ოქ­ტომ­ბერს გან­ჯა­ში სა­რა­კე­ტო და მძი­მე არ­ტი­ლე­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა 26 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 10 ქალი და 6 ბავ­შვი".

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის კონ­ფლიქტს 27 სექ­ტემ­ბრი­დან დღემ­დე, სა­ერ­თო ჯამ­ში, 65 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე, მათ შო­რის 18 ქალი და 10 ბავ­შვი ემსხვერ­პლა.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, რომ „სომ­ხე­თის პრო­ვო­კა­ცი­ის შე­დე­გად“ და­შა­ვე­ბუ­ლია 297 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 69 ქალი და 32 - ბავ­შვი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ჰუმანიტარული ზავის შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ - რა ცნობებს ავრცელებენ მხარეები

ჰუმანიტარული ზავის შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ - რა ცნობებს ავრცელებენ მხარეები

მიუხედავად იმისა, რომ 26 ოქტომბრის 08.00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიღწეული შეთანხმება კვლავ უხეშად დაარღვიეს, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

„სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს და ქალაქ ტარტარისა და რეგიონის სოფლების საარტილერიო დაბომბვა დაიწყეს,“ - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

განცხადებას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროც და აზერბაიჯანულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უხეშად დარღვევაში ადანაშაულებს.

„აზერბაიჯანულმა მხარემ, მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით დაახლოებით 8:45 საათზე საარტილერიო ცეცხლი გახსნა,“ - წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული ზავი დღეს დილის 8:00 საათიდან ამოქმედდა.

აზერბაიჯანული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ასევე გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას: "4, 11 და 17 ოქტომბერს განჯაში სარაკეტო და მძიმე არტილერიის გამოყენებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი, მათ შორის 10 ქალი და 6 ბავშვი".

მათივე ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს 27 სექტემბრიდან დღემდე, საერთო ჯამში, 65 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 18 ქალი და 10 ბავშვი ემსხვერპლა.

აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ „სომხეთის პროვოკაციის შედეგად“ დაშავებულია 297 ადამიანი, მათ შორის 69 ქალი და 32 - ბავშვი.

"საქართველო უკვე ახლა უნდა შეუერთდეს ნატო-ს, უკრაინა ამისთვის ჯერ მზად არ არის" - რაზე საუბრობს ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდლი?

"აზერბაიჯანი სოფლებს "სმერჩის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით ბომბავს" - არაღიარებული მთიანი ყარაბაღი

"სომხეთი ტერტერის რაიონის საარტილერიო დაბომბვას განაგრძობს" - რა ცნობებს ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება