სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევიდან სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა
კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევიდან სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

კო­რო­ნა­ვირუ­სის 1872 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან 913 თბი­ლის­ში, 337 იმე­რეთ­ში, 296 კი აჭა­რა­ში გა­მოვ­ლინ­და.

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი სა­ო­პე­რა­ციო შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის, ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ბოლო 24 სა­ათ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი 1872 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან თბი­ლის­ში ინ­ფექ­ცია 913 პა­ცი­ენტს და­უ­დას­ტურ­და, იმე­რეთ­ში 337-ს, ხოლო აჭა­რა­ში 296-ს.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა რე­გი­ო­ნებს, რო­გორც ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ქვე­მო ქარ­თლში ბოლო 24 სა­ათ­ში, 89 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, შიდა ქარ­თლში 54, გუ­რი­ა­ში 32, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნეთ­ში 90, კა­ხეთ­ში 13, მცხე­თა- მთი­ა­ნეთ­ში 30, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში 11, რაჭა-ლე­ჩხუმ­სა და ქვე­მო სვა­ნეთ­ში კი - 7.

"ფრთხი­ლი ოპ­ტი­მიზ­მით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ შე­ი­ნიშ­ნე­ბა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ზრდის დი­ნა­მი­კა და მომ­დევ­ნო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ კუ­თხით გვაქვს პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა აქ­ტი­ურ შემ­თხვე­ვას, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით 18 692 აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვაა. 3 832 ადა­მი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მათ შო­რის თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია 1969 პირი, ხოლო აჭა­რა­ში 657. მათ შო­რის მძი­მე პა­ცი­ენ­ტია 401, სა­ი­და­ნაც თბი­ლის­ში 159, ხოლო აჭა­რა­ში 80. მათ­გან ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ზეა 117 პირი, სა­ი­და­ნაც თბილსში 71 მკურ­ნა­ლობს, აჭა­რა­ში 23. 12611 მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დის ბი­ნა­ზე. თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა 27736 პირი", - გა­ნა­ცხა­და ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, ქვე­ყა­ნა­ში დღეს ახა­ლი 1872 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და და ჯამ­ში და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­თა ოდე­ნო­ბა 30303-ს შე­ად­გენს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kkkk
0
ყველა სასწავლო დაწესებულება გადაიყვანეთ დისტანციურ სწავლებაზე. ასე ცოტა დაიკლებს შემთხვევები
ანი
0

დიდი გამოცნობა უნდა სად დაფიქსირდება ყველაზე მეტი შემთხვევები 3_4 თვე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევიდან სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევიდან სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევიდან 913 თბილისში, 337 იმერეთში, 296 კი აჭარაში გამოვლინდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1872 ახალი შემთხვევიდან თბილისში ინფექცია 913 პაციენტს დაუდასტურდა, იმერეთში 337-ს, ხოლო აჭარაში 296-ს.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, როგორც ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვემო ქართლში ბოლო 24 საათში, 89 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შიდა ქართლში 54, გურიაში 32, სამეგრელო-ზემო სვანეთში 90, კახეთში 13, მცხეთა- მთიანეთში 30, სამცხე-ჯავახეთში 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 7.

"ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეინიშნება გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის დინამიკა და მომდევნო დღეების განმავლობაში ამ კუთხით გვაქვს პოზიტიური მოლოდინები. რაც შეეხება აქტიურ შემთხვევას, დღეის მდგომარეობით 18 692 აქტიური შემთხვევაა. 3 832 ადამიანი მკურნალობის კურსს გადის საავადმყოფოში, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში გადანაწილებულია 1969 პირი, ხოლო აჭარაში 657. მათ შორის მძიმე პაციენტია 401, საიდანაც თბილისში 159, ხოლო აჭარაში 80. მათგან ხელოვნურ სუნთქვაზეა 117 პირი, საიდანაც თბილსში 71 მკურნალობს, აჭარაში 23. 12611 მკურნალობის კურსს გადის ბინაზე. თვითიზოლაციაში იმყოფება 27736 პირი", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, ქვეყანაში დღეს ახალი 1872 შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში დადასტურებულ შემთხვევათა ოდენობა 30303-ს შეადგენს.

კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა

"აღნიშნული პირი იყო კოვიდგამოჯანმრთელებული" - რა გახდა რუსთავში 21 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი

"ლოკდაუნს“ თუ არ გამოვიყენებთ, ისე ახალი შემთხვევების ზრდის მართვა ძნელია" - თენგიზ ცერცვაძე