მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გლდანის N8 ციხის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას ამბობენ პენიტენციურ სამსახურში
გლდანის N8 ციხის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას ამბობენ პენიტენციურ სამსახურში

გლ­და­ნის N8 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში მო­თავ­სე­ბულ ორ ბრალ­დე­ბულს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს. რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, ბრალ­დე­ბუ­ლებს ვირუ­სი გეგ­მი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად გა­მო­უვ­ლინ­დათ, რის შემ­დე­გაც ისი­ნი ერთ-ერთ კო­ვიდლნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

"პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში 12 ოქ­ტომ­ბრი­დან ამოქ­მე­დე­ბუ­ლი ახა­ლი პრო­ტო­კო­ლის თა­ნახ­მად, ახალ­და­კა­ვე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­თავ­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის კლი­ნი­კის, ან მიმ­ღე­ბი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში, 12-დღი­ა­ნი სა­კა­რან­ტი­ნო ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ PCR ტეს­ტი­რე­ბას გა­დი­ან და მხო­ლოდ უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხის შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა მათი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ნარ­ჩენ კონ­ტინ­გენ­ტთან შე­რე­ვა. სწო­რედ ასე­თი გეგ­მი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად და­უ­დას­ტურ­და ვირუ­სი ორ პირს. ისი­ნი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­და­იყ­ვა­ნა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ, ე.წ. კო­ვიდკ­ლი­ნი­კა­ში, სა­დაც მათ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რის მეშ­ვე­ო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რათა არ იყოს კლი­ნი­კა­ში მათ­თან ერ­თად ეს­კორ­ტის ოფიც­რე­ბის ყოფ­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია", - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

ამას­თან, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 23 ოქ­ტომ­ბერს ჯამ­ში N8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში მო­თავ­სე­ბულ­მა 30 პა­ტი­მარ­მა გა­ი­ა­რა PCR ტეს­ტი­რე­ბა და ორის გარ­და ყვე­ლა პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თი იყო.

"რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტში მყოფ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს, უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბით, სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით (პირ­ბა­დე, ფარი, ხელ­თათ­მა­ნე­ბი და ა.შ.) აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი არი­ან, ყა­ზარ­მულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ და და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შეს­ვლამ­დე PCR ტეს­ტი­რე­ბას გა­დი­ან, ხოლო 23 ოქ­ტომ­ბრი­დან ყო­ველ მე­სა­მე დღეს ან­ტი­გენ-ან­ტის­ხე­ულ­ზე სწრა­ფი ტეს­ტით შე­მოწ­მდე­ბი­ან. სა­კანს, სა­დაც ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, არა­გეგ­მი­უ­რი დე­ზინ­ფექ­ცია ჩა­უ­ტარ­და (გეგ­მი­უ­რად დე­ზინ­ფექ­ცია და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში პე­რი­ო­დუ­ლად ტარ­დე­ბა)", - ნათ­ქვა­მია პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

გლდანის N8 ციხის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას ამბობენ პენიტენციურ სამსახურში

გლდანის N8 ციხის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას ამბობენ პენიტენციურ სამსახურში

გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებულებს ვირუსი გეგმიური შემოწმების შედეგად გამოუვლინდათ, რის შემდეგაც ისინი ერთ-ერთ კოვიდლნიკაში გადაიყვანეს.

"პენიტენციურ სისტემაში 12 ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი პროტოკოლის თანახმად, ახალდაკავებული ბრალდებულები, რომლებიც მოთავსებულები არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკის, ან მიმღები პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო სივრცეში, 12-დღიანი საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ PCR ტესტირებას გადიან და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება მათი დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან შერევა. სწორედ ასეთი გეგმიური ტესტირების შედეგად დაუდასტურდა ვირუსი ორ პირს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაუყოვნებლივ გადაიყვანა სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ, ე.წ. კოვიდკლინიკაში, სადაც მათზე ზედამხედველობა ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით განხორციელდება, რათა არ იყოს კლინიკაში მათთან ერთად ესკორტის ოფიცრების ყოფნის საჭიროება. ინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია", - აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის ინფორმაციის თანახმად, 23 ოქტომბერს ჯამში N8 დაწესებულების საკარანტინო სივრცეში მოთავსებულმა 30 პატიმარმა გაიარა PCR ტესტირება და ორის გარდა ყველა პასუხი უარყოფითი იყო.

"რაც შეეხება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ დაწესებულების თანამშრომლებს, უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, საკარანტინო სივრცეში ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ფარი, ხელთათმანები და ა.შ.) აღჭურვილები არიან, ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ და დაწესებულებაში შესვლამდე PCR ტესტირებას გადიან, ხოლო 23 ოქტომბრიდან ყოველ მესამე დღეს ანტიგენ-ანტისხეულზე სწრაფი ტესტით შემოწმდებიან. საკანს, სადაც ინფიცირებული პირები იმყოფებოდნენ, არაგეგმიური დეზინფექცია ჩაუტარდა (გეგმიურად დეზინფექცია დაწესებულებებში პერიოდულად ტარდება)", - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ხშირად რაციას უსმენდა, ოღონდ პასუხს არ სცემდა, თითქოს მითითებებს ან ინფორმაციას იღებდა" - რა დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი ბანკის თავდამსხმელზე?

ზუგდიდში, ბანკში აყვანილი მძევლის წამების შესახებ ცნობას თავდაცვის სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებს - "დავით ხვიბლიანი ცილისწამების გამო, გეგმავს მიმართოს სასამართლოს"

ბათუმში ხიმშიაშვილების ოჯახის ძარცვაში ბრალდებული დააკავეს