მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთიან ყარაბაღში დღეიდან ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდება - რას ამბობენ მხარეები აშშ-ის ჩარევით მიღწეულ შეთანხმებაზე და რას აცხადებს ტრამპი
მთიან ყარაბაღში დღეიდან ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდება - რას ამბობენ მხარეები აშშ-ის ჩარევით მიღწეულ შეთანხმებაზე და რას აცხადებს ტრამპი

მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში 26 ოქ­ტომ­ბერს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ზავი ამოქ­მედ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ აშშ-ის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტა ძა­ლა­ში შევა 2020 წლის 26 ოქ­ტომ­ბერს 08:00 სა­ათ­ზე, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით (EDT-ს 12:00 სა­ათ­ზე).

შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა ხელი შე­უ­წყო ინ­ტენ­სი­ურ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი­სა და მინ­სკის ჯგუ­ფის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ებს შო­რის, რომ სომ­ხე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით მოგ­ვა­რე­ბას მი­უ­ახ­ლოვ­დნენ", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, მინ­სკის ჯგუფ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი შე­თან­ხმდნენ, რომ 29 ოქ­ტომ­ბერს კი­დევ ერთხელ შეხ­ვდე­ბი­ან ჟე­ნე­ვა­ში.

სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის მიღ­წე­ულ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის ახალ შე­თან­ხმე­ბას აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ტვი­ტერ­ში“ გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის გამო ის თა­ვი­სი გუნ­დით ამა­ყობს.

"ვუ­ლო­ცავ სომ­ხე­თის პრე­მი­ერ მი­ნისტრს ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენტს ილ­ჰამ ალი­ევს, რომ­ლე­ბიც ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­ზე შე­თან­ხმდნენ, მრა­ვა­ლი სი­ცო­ცხლე გა­დარ­ჩე­ბა... ვა­მა­ყობ ჩემი გუნ­დით - სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან მაიკ პომ­პე­ო­თი, სტივ ბი­გა­ნი­თა და ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­თი - ამ გა­რი­გე­ბის მიღ­წე­ვის გამო", - წერს დო­ნალდ ტრამ­პი.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ნამ­დე დო­ნალდ ტრამპმა ნიუ-ჰემფში­რის შტა­ტის ქა­ლაქ ლონ­დონ­ბე­რი­ში ამომ­რჩე­ველ­თან გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში არ­სე­ბულ კონ­ფლიქტს „ად­ვი­ლად გა­მო­ას­წო­რებს.“

"შე­ხე­დეთ სომ­ხებს, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხალ­ხია. ისი­ნი ჯო­ჯო­ხე­თუ­რად იბ­რძვი­ან. იცით, რომ ჩვენ რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებთ. ჩვენ ვა­პი­რებთ, გა­მო­ვას­წო­როთ პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ აქვთ. ეს ასე იქ­ნე­ბა, მე ამას მარ­ტივს ვუ­წო­დებ­დი. დაბ­რუნ­დით და უთხა­რით თქვენს ხალ­ხს, რომ ჩვენ ამას გა­მო­ვას­წო­რებთ“, - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა.

მიღ­წე­ულ შე­თან­ხმე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა Fox News-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"ახლა რთუ­ლია იმის პროგ­ნო­ზი­რე­ბა, თუ რა მოხ­დე­ბა. ეს მხო­ლოდ ჩვენ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რად­გან ომს ერთი ქვე­ყა­ნა არ აწარ­მო­ებს. ეს არ არის ცალ­მხრი­ვი პრო­ცე­სი", - აღ­ნიშ­ნა მან.

მი­სი­ვე თქმით, სურს, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი ღრმად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გახ­დეს.

„მსურს, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი ღრმად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი იყოს. მსურს, რომ სტრა­ტე­გი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის სხვა ქვე­ყა­ნას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს­თან, გვაქვს, მო­მა­ვალ­ში, გარ­კვე­ულ­წი­ლად, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნი­მუ­ში გახ­დეს, რად­გან ყვე­ლა ომი მთავ­რდე­ბა და მშვი­დო­ბა მო­დის”, - გა­ნა­ცხა­და ილ­ჰამ ალი­ევ­მა.

ამას­თან, დღეს დი­ლი­დან აზერ­ბა­ჯა­ნუ­ლი მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ამ ოკუ­პა­ცი­ის­გან ზან­გი­ლა­ნის, ჯაბ­რა­ი­ლი­სა და გუ­ბად­ლის რე­გი­ო­ნე­ბის რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი და ქა­ლა­ქი გუ­ბად­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. აზერ­ბა­ჯა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ტვი­ტერ­ში“ და­წე­რა.

„აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ამ ოკუ­პან­ტე­ბის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა ზან­გი­ლა­ნის, ჯაბ­რა­ი­ლის, გუ­ბად­ლის რე­გი­ო­ნე­ბის რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი და ქა­ლა­ქი გუ­ბად­ლი. გა­უ­მარ­ჯოს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ას! ყა­რა­ბა­ღი აზერ­ბა­ი­ჯა­ნია!" - წერს ალი­ე­ვი.

რაც შე­ე­ხე­ბა სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ანს, იგი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სომ­ხე­თი აშშ-ში მიღ­წე­ულ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბას სრუ­ლად და­ი­ცავს.

„ვა­შინგტონ­ში, აშშ-ის შუ­ა­მავ­ლო­ბით, მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, სომ­ხუ­რი მხა­რე ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბას სრუ­ლად და­ი­ცავს დი­ლის 8:00 სა­ა­თი­დან,” - წერს ფა­ში­ნი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ტვი­ტერ­ში“.

შე­გახ­სე­ნებთ, სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნით ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მი დღეს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით დი­ლის 8:00 სა­ა­თი­დან ამოქ­მედ­და.

მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში კონ­ფლიქ­ტი 27 სექ­ტემ­ბერს გამ­წვავ­და. სომ­ხეთ­მა და აზერ­ბა­ი­ჯან­მა ცე­ცხლის დრო­ე­ბით შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბას ორ­ჯერ - 10 და 17 ოქ­ტომ­ბერს მი­აღ­წი­ეს, თუმ­ცა კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი მა­ინც გრძელ­დე­ბო­და. მხა­რე­ე­ბი შე­თან­ხმე­ბის დარ­ღვე­ვა­ში ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
????
0

ვის დარჩება ყარაბაღი? ამას ჯერ არავინ ლაპარაკობს, ამიტომ ეს ომი არ დამთავრდება.

არა ტროლი
44

ისე იყო საქმე ერევანსაც აიღებდა აზერბაიჯანი, სომხების მზე ჩაესვენა .......................

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მთიან ყარაბაღში დღეიდან ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდება - რას ამბობენ მხარეები აშშ-ის ჩარევით მიღწეულ შეთანხმებაზე და რას აცხადებს ტრამპი

მთიან ყარაბაღში დღეიდან ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდება - რას ამბობენ მხარეები აშშ-ის ჩარევით მიღწეულ შეთანხმებაზე და რას აცხადებს ტრამპი

მთიან ყარაბაღში 26 ოქტომბერს ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

"ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა 2020 წლის 26 ოქტომბერს 08:00 საათზე, ადგილობრივი დროით (EDT-ს 12:00 საათზე).

შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყო ინტენსიურ მოლაპარაკებებს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შორის, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას მიუახლოვდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, მინსკის ჯგუფმა განაცხადა, რომ მისი თანათავმჯდომარეები და საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ 29 ოქტომბერს კიდევ ერთხელ შეხვდებიან ჟენევაში.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული შეთანხმების მიღწევის გამო ის თავისი გუნდით ამაყობს.

"ვულოცავ სომხეთის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, მრავალი სიცოცხლე გადარჩება... ვამაყობ ჩემი გუნდით - სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოთი, სტივ ბიგანითა და ეროვნული უშიშროების საბჭოთი - ამ გარიგების მიღწევის გამო", - წერს დონალდ ტრამპი.

მედიის ინფორმაციით, მანამდე დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემფშირის შტატის ქალაქ ლონდონბერიში ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში არსებულ კონფლიქტს „ადვილად გამოასწორებს.“

"შეხედეთ სომხებს, შესანიშნავი ხალხია. ისინი ჯოჯოხეთურად იბრძვიან. იცით, რომ ჩვენ რაღაცის გაკეთებას ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ, გამოვასწოროთ პრობლემები, რომლებიც მათ აქვთ. ეს ასე იქნება, მე ამას მარტივს ვუწოდებდი. დაბრუნდით და უთხარით თქვენს ხალხს, რომ ჩვენ ამას გამოვასწორებთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა Fox News-თან ინტერვიუში.

"ახლა რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება. ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან ომს ერთი ქვეყანა არ აწარმოებს. ეს არ არის ცალმხრივი პროცესი", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, სურს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ღრმად ინტეგრირებული გახდეს.

„მსურს, სამხრეთ კავკასიის რეგიონი ღრმად ინტეგრირებული იყოს. მსურს, რომ სტრატეგიული ურთიერთობები, რომელიც ჩვენ სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყანასთან, საქართველოსთან, გვაქვს, მომავალში, გარკვეულწილად, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნიმუში გახდეს, რადგან ყველა ომი მთავრდება და მშვიდობა მოდის”, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ამასთან, დღეს დილიდან აზერბაჯანული მედია იტყობინება, რომ აზერბაიჯანის არმიამ ოკუპაციისგან ზანგილანის, ჯაბრაილისა და გუბადლის რეგიონების რამდენიმე სოფელი და ქალაქი გუბადლი გაათავისუფლა. აზერბაჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„აზერბაიჯანის არმიამ ოკუპანტებისგან გაათავისუფლა ზანგილანის, ჯაბრაილის, გუბადლის რეგიონების რამდენიმე სოფელი და ქალაქი გუბადლი. გაუმარჯოს აზერბაიჯანის არმიას! ყარაბაღი აზერბაიჯანია!" - წერს ალიევი.

რაც შეეხება სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, იგი ირწმუნება, რომ სომხეთი აშშ-ში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სრულად დაიცავს.

„ვაშინგტონში, აშშ-ის შუამავლობით, მიღწეული შეთანხმების თანახმად, სომხური მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სრულად დაიცავს დილის 8:00 საათიდან,” - წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დღეს, ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათიდან ამოქმედდა.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ორჯერ - 10 და 17 ოქტომბერს მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები მაინც გრძელდებოდა. მხარეები შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

"შესაძლებელი რომ ყოფილიყო შუშის შენარჩუნება, შენარჩუნდებოდა, ქალაქიდან 300-ზე მეტი გმირის ცხედარი გამოვიყვანეთ, წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბის ბრძოლა იყო?" - ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

პუტინმა ალიევთან საუბრისას იმ რაიონებში მდებარე ეკლესია-მონასტრების უსაფრთხოების საკითხი განიხილა, რომელიც აზერბაიჯანს უბრუნდება

"იმედია, ქართველების დაკეტილ სახლებს არ შესთავაზებენ..." - რა გამოხმაურება მოჰყვა აფხაზეთში ყარაბაღიდან დევნილების მიღების იდეას