კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაკრონი მთელი დღე ერდოღანზე ფიქრობს, ის ნამდვილად უნდა შემოწმდეს" - რეჯეფ თაიფ ერდოღანი
"მაკრონი მთელი დღე ერდოღანზე ფიქრობს, ის ნამდვილად უნდა შემოწმდეს" - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა ”გზა და­კარ­გა”. ეს ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში საფ­რან­გე­თის ლი­დე­რის მი­მართ მე­ო­რე მწვა­ვე კრი­ტი­კაა ერ­დო­ღა­ნის მხრი­დან.

”საფ­რან­გეთ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ­მა პირ­მა გზა და­კარ­გა. ის მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­დო­ღან­ზე ფიქ­რობს. ჯერ სა­კუ­თარ თავს შე­ხე­დე, სად მი­დი­ხარ. გუ­შინ ვთქვი, ის ნამ­დვი­ლად უნდა შე­მოწ­მდეს ”, - აღ­ნიშ­ნა ერ­დო­ღან­მა მა­ლა­თი­ის აღ­მო­სავ­ლეთ პრო­ვინ­ცი­ა­ში სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლა­ში.

ცნო­ბის­თვის, თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი მუს­ლი­მებ­თან და ის­ლამ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო გა­აკ­რი­ტი­კა. "მაკ­რონს ფსი­ქი­კურ დო­ნე­ზე მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ერ­დო­ღან­მა.

ერ­დო­ღა­ნის ამ გან­ცხა­დე­ბას საფ­რან­გე­თის მხრი­დან ან­კა­რა­დან ელ­ჩის გაწ­ვე­ვა მოჰ­ყვა.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­დო­ღა­ნის მსგავ­სი შე­ფა­სე­ბე­ბი, რამ­დე­ნი­მე დღის წინ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას მოჰ­ყვა, რომ „ის­ლა­მის­ტუ­რი სე­პა­რა­ტიზ­მის“ წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­ლებს. მაკ­რო­ნის თქმით, "ის­ლა­მის­ტუ­რი სე­პა­რა­ტიზ­მი" საფრ­თხეს უქ­მნის საფ­რან­გეთს, რად­გან იგი ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა სა­კუ­თარ კა­ნო­ნებს აყე­ნებს და ხში­რად კონ­ტრსა­ზო­გა­დო­ე­ბას ქმნის.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sd
36

ეჰ, მაკრონს იმდენი სომხური ლობი ურევს თავს რომ გასაკვირიც არ არის )) 

 

მერაბი
26

ფრანგ ქალბატონებს უყვართ შავშავი ცხელი ბიჭები, ამიტომ გადაშავდა საფრანგეთი, მერე უკვირთ, რატომ ფრანგებივით არ იქცევიანო. ფრანგები კი მართლა ფსიქიურად ვერ არიან, რა ხალხს ირჩევენ მთავრობაში დე გოლის მერე...ნასახიც არ შერჩათ იმ ჯვაროსნებისა და მუშკეტერების.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მაკრონი მთელი დღე ერდოღანზე ფიქრობს, ის ნამდვილად უნდა შემოწმდეს" - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

"მაკრონი მთელი დღე ერდოღანზე ფიქრობს, ის ნამდვილად უნდა შემოწმდეს" - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ”გზა დაკარგა”. ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში საფრანგეთის ლიდერის მიმართ მეორე მწვავე კრიტიკაა ერდოღანის მხრიდან.

”საფრანგეთზე პასუხისმგებელმა პირმა გზა დაკარგა. ის მთელი დღის განმავლობაში ერდოღანზე ფიქრობს. ჯერ საკუთარ თავს შეხედე, სად მიდიხარ. გუშინ ვთქვი, ის ნამდვილად უნდა შემოწმდეს ”, - აღნიშნა ერდოღანმა მალათიის აღმოსავლეთ პროვინციაში სატელევიზიო გამოსვლაში.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მუსლიმებთან და ისლამთან დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა. "მაკრონს ფსიქიკურ დონეზე მკურნალობა სჭირდება“, - განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანის ამ განცხადებას საფრანგეთის მხრიდან ანკარადან ელჩის გაწვევა მოჰყვა.

მედიის ინფორმაციით, ერდოღანის მსგავსი შეფასებები, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას მოჰყვა, რომ „ისლამისტური სეპარატიზმის“ წინააღმდეგ იბრძოლებს. მაკრონის თქმით, "ისლამისტური სეპარატიზმი" საფრთხეს უქმნის საფრანგეთს, რადგან იგი ყველაფერზე მაღლა საკუთარ კანონებს აყენებს და ხშირად კონტრსაზოგადოებას ქმნის.

სერგეი ლავროვი კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციაში გადავიდა

NASA: მთვარეზე წყლის არსებობა დადასტურდა

აშშ-ის მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა: ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ ჩაიშალა - ბოლო ცნობები კონფლიქტის ზონიდან, სადაც ომი გრძელდება