სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზუგდიდში, ბანკში აყვანილი მძევლის წამების შესახებ ცნობას თავდაცვის სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებს - "დავით ხვიბლიანი ცილისწამების გამო, გეგმავს მიმართოს სასამართლოს"
ზუგდიდში, ბანკში აყვანილი მძევლის წამების შესახებ ცნობას თავდაცვის სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებს - "დავით ხვიბლიანი ცილისწამების გამო, გეგმავს მიმართოს სასამართლოს"

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პარ­ტი­უ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის "მთა­ვა­რი არ­ხის“ დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას მიერ გრძელ­დე­ბა ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი კამ­პა­ნია მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის და მისი ერთ-ერთი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის, და­ვით ხვიბ­ლი­ა­ნის მი­მართ", - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

უწყე­ბის ცნო­ბით, და­ვით ხვიბ­ლო­ა­ნი სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში იმ­ყი­ფე­ბა.

"გვა­რა­მი­ას მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სე­ნა­კის ბა­ზა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ზუგ­დიდ­ში, ერთ-ერთი ბან­კის ფი­ლი­ალ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმი­სას აყ­ვა­ნი­ლი ერთ-ერთი მძევ­ლის, და­ვით ხვიბ­ლი­ა­ნის წა­მე­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბებთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე ამ დრო­ის­თვის იმ­ყო­ფე­ბა მუ­შა­ო­ბის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში და მას­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და ცი­ლის­წა­მე­ბის გამო, რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, გეგ­მავს მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს. სა­მარ­თლებ­რივ და­ვას უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბე­ბი­სა და ცი­ლის­წა­მე­ბის გამო, კი­დევ ერთი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, თე­მურ ხვიბ­ლი­ა­ნი გეგ­მავს.

პარ­ტი­ულ­მა ტე­ლე­ვი­ზია მთა­ვარ­მა არ­ხმა, 22 ოქ­ტომ­ბერს მომ­ზა­დე­ბულ სი­უ­ჟეტ­ში, თე­მურ ხვიბ­ლი­ა­ნი თავ­დამ­სხმე­ლად და­ა­სა­ხე­ლა. და­ვით და თე­მურ ხვიბ­ლი­ა­ნე­ბის მხრი­დან სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვის და­წყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ მხარ­და­ჭე­რას კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ფარ­გლებ­ში.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი არის ყოვ­ლად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი სიც­რუე და თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ავ­ტო­რი­ტე­ტი­სა და იმი­ჯის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მო­რი­გი უშე­დე­გო მცდე­ლო­ბა. ეს ფაქ­ტი კი­დევ ერთხელ ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, თუ რამ­დე­ნად უმ­ნიშ­ვნე­ლოა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მე­დი­ის­თვის, ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი ღირ­სე­ბა და უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ის დაც­ვა",- აღ­ნიშ­ნუ­ლია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ზუგდიდში, ბანკში აყვანილი მძევლის წამების შესახებ ცნობას თავდაცვის სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებს - "დავით ხვიბლიანი ცილისწამების გამო, გეგმავს მიმართოს სასამართლოს"

ზუგდიდში, ბანკში აყვანილი მძევლის წამების შესახებ ცნობას თავდაცვის სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებს - "დავით ხვიბლიანი ცილისწამების გამო, გეგმავს მიმართოს სასამართლოს"

"ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ტელევიზიის "მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გრძელდება ცილისმწამებლური და ღირსების შემლახავი კამპანია მთლიანად საქართველოს თავდაცვის ძალების და მისი ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის, დავით ხვიბლიანის მიმართ", - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, დავით ხვიბლოანი საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყიფება.

"გვარამიას მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის თანახმად, სენაკის ბაზაზე მიმდინარეობს ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელებულ თავდასხმისას აყვანილი ერთ-ერთი მძევლის, დავით ხვიბლიანის წამება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე ამ დროისთვის იმყოფება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე საკუთარ საცხოვრებელ სახლში და მასზე გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ცილისწამების გამო, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გეგმავს მიმართოს სასამართლოს. სამართლებრივ დავას უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამების გამო, კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე, თემურ ხვიბლიანი გეგმავს.

პარტიულმა ტელევიზია მთავარმა არხმა, 22 ოქტომბერს მომზადებულ სიუჟეტში, თემურ ხვიბლიანი თავდამსხმელად დაასახელა. დავით და თემურ ხვიბლიანების მხრიდან სამართლებრივი დავის დაწყების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.

გავრცელებული ბრალდებები არის ყოვლად წარმოუდგენელი, მიზანმიმართული სიცრუე და თავდაცვის ძალების ავტორიტეტისა და იმიჯის დისკრედიტაციის მორიგი უშედეგო მცდელობა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად უმნიშვნელოა ნაციონალური მოძრაობისთვის და მასთან დაკავშირებული მედიისთვის, ადამიანის პირადი ღირსება და უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა",- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"კალაშოვს ყველა ჩამოსვლაზე ჩინოვნიკებისთვის მილიონი დოლარი ჩამოჰქონდა" - რას ყვება ყოფილი პოლიციელი"კანონიერ ქურდებსა" და პოლიციის "ობშიაკზე"

ზ.ხ.-ს მამას ახალი ბრალი დაემატა - თამაზ ხომასურიძეს ამ წუთებში ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება

"მანქანის შეკეთებაზე წარმოშობილი შელაპარაკება დაპირისპირებაში გადაიზარდა" - პროკურატურამ პატრულის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო