მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექიმს ეთიკა, ზრდილობა მოეთხოვება, ხომ?!...უცბად ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა..." - სალომე გოგიაშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე
"ექიმს ეთიკა, ზრდილობა მოეთხოვება, ხომ?!...უცბად ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა..." - სალომე გოგიაშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე

ახ­ლა­ხან, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის პი­რად გვერ­დზე სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილ­მა "პოს­ტი" და­წე­რა - ვაჟა ექი­მი, რომ­ლის გა­მოც ყვე­ლას გული შეგვტკი­ო­და და მის მდგო­მა­რე­ო­ბას ერ­თად გან­ვიც­დი­დით, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი აღ­მოჩ­ნდაო... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, შარ­შან ექი­მი-ტრავ­მა­ტო­ლო­გი ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა და­ა­კა­ვეს. ქარ­თვე­ლი ექი­მი "სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის" შე­სა­ხებ სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მიერ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბას არ აღი­ა­რებ­და და ცხინ­ვა­ლის სა­სა­მარ­თლო­ში აცხა­დებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი:

- სა­ერ­თოდ, რი­თიც კმა­ყო­ფი­ლი ან უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ, იმის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "პოსტს" ხში­რად ვწერ, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ როცა სა­ჯა­რო პირი ხარ და ბევ­რი მიმ­დე­ვა­რი გყავს, ვალ­დე­ბუ­ლი ხარ, "გა­მომ­წე­რებს" სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დო. ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ, ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ უვარ­გის პრო­დუქ­ცი­ას რეკ­ლა­მას არ ვუ­კე­თებ. რა­ღაც­ნა­ი­რად, ეს გა­ვი­თა­ვი­სე და სულ ამას "ვაწ­ვე­ბი", რომ რა თან­ხაც უნდა შე­მომ­თა­ვა­ზონ, არ "ვა­პი­ა­რებ", თუ არ მომ­წონს, რად­გან ჩემი 60 ათა­სამ­დე "ფო­ლო­ვე­რის" შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა არ მინ­და.

ექი­მი და ჯან­მრთე­ლო­ბა ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ფი­ნან­სუ­რად უჭირს და ერთ-ერთ წამ­ყვან კლი­ნი­კა­ში ექი­მის­გან კონ­სულ­ტა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად მი­დის, რა­შიც არ­ცთუ ისე იაფ სა­ფა­სურს იხ­დის, მაგ­რამ ისე­თი ვინ­მე ხვდე­ბა, რო­გო­რიც ეგ ვაჟა ექი­მია, გული ძა­ლი­ან შემ­ტკი­ვა. "პოს­ტიც" ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის დავ­წე­რე, თო­რემ პი­რა­დად მე, კლი­ნი­კა­ში ექიმს სა­თა­ნა­დო პა­სუ­ხი გა­ვე­ცი.

- რა მოხ­და კლი­ნი­კა­ში, ასე­თი გან­რის­ხე­ბუ­ლი რა­ტომ ხარ?

- კაცს და მით უმე­ტეს, ექიმს ეთი­კა, ზრდი­ლო­ბა, პა­ცი­ენ­ტთან ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­უ­ლი ფორ­მა მო­ე­თხო­ვე­ბა, ხომ? ჩემ­თვის უზ­რდე­ლო­ბა არც ექი­მის­გა­ნაა მი­სა­ღე­ბი, არც მე­ხან­ძრის­გან და არც პო­ლი­ცი­ე­ლის­გან... რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის შე­დის, ვფიქ­რობ, ექიმ­მა, რო­გო­რი და­კა­ვე­ბუ­ლიც უნდა იყოს, პა­ცი­ენტს კო­რექ­ტუ­ლი პა­სუ­ხი უნდა გას­ცეს. იმი­ტომ კი არა, რომ სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი ვარ და მის­გან რა­ღაც ზედ­მე­ტი ყუ­რა­დღე­ბა მო­ვი­თხო­ვე. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში!.. ჩემს "პოსტს" დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა - უამ­რა­ვი წე­რი­ლი მი­ვი­ღე. შე­მიძ­ლია, სა­თი­თა­ოდ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნო, თუ რას წე­რენ ვაჟა ექი­მის შე­სა­ხებ.

მას­თან კა­ბი­ნეტ­ში შე­ვე­დი, რომ ჩემი მე­უღ­ლის ფე­ხის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მე­გო (მო­ტე­ხი­ლი აქვს). ძა­ლი­ან მოკ­ლედ და უხე­შად მი­პა­სუ­ხა. მერე, მა­ინც მი­ვიჩ­ნიე, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, დაღ­ლი­ლი ყო­ფი­ლი­ყო და ვუ­თხა­რი: ფიქ­სა­ტორ­თან ერ­თად, სა­ფენ­საც ვა­დებ, რომ ად­ვი­ლად მორ­ჩეს-მეთ­ქი (ამ სა­ფე­ნის შე­სა­ხებ გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნის­გან ვიცი და ოჯახ­ში ვსარ­გებ­ლობთ ხოლ­მე. ექიმს აზრი ამი­ტომ ვკი­თხე). ამის გამო უც­ბად ისე­თი შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნა, რომ მარ­თლა უკან მი­ვი­ხე­დე - მე­გო­ნა, სხვა შე­მო­ვი­და და მას გა­უბ­რაზ­და.

ჯერ ერთი, რო­გორ ბე­დავს, რომ უც­ნობ ადა­მი­ანს შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს?! მე­ო­რეც: ქალი ვარ და წე­სით, ეგ კაცი უნდა იყოს, და მე­სა­მე - სა­ერ­თოდ, ურ­თი­ერ­თო­ბის რა ფორ­მა აქვს?! გა­ვოგნ­დი: - მე მე­უბ­ნე­ბით? პა­ცი­ენ­ტებს ასე ეკონ­ტაქ­ტე­ბით-მეთ­ქი?!.

- "პოს­ტის" და­წე­რამ­დე მა­გა­ლი­თად, კლი­ნი­კის მე­ნე­ჯერს თუ და­ე­ლა­პა­რა­კე?

- არა, სამ­წუ­ხა­როდ, რად­გან გა­რეთ მე­უღ­ლე მე­ლო­დე­ბო­და, მო­ტე­ხი­ლი ფე­ხით... კლი­ნი­კი­დან წა­მო­ვე­დი. იქ გა­ჩე­რე­ბის არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მქონ­და. "პოს­ტის" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, მე­გო­ნა, კლი­ნი­კა თა­ვად და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, რა­ღაც კი­თხვას მა­ინც დას­ვამ­და - რითი ხართ უკ­მა­ყო­ფი­ლო, რა მოხ­და ან ეს ყვე­ლა­ფე­რი რის შე­დე­გად მოხ­დაო? მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბექა
53

არ მიკვირს საერთოდ, ექიმის მხრიდან უხეშობა არის მასიური საქართველოში

Ii
121

თავში ხომ არ აუვარდა მაგ ექიმს, ჯერ იყო და ვითომ მაგარ არის გადაეშვა საზღვარზე, ყურადღება რომ მიექციათ საზოგადოების, 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ექიმს ეთიკა, ზრდილობა მოეთხოვება, ხომ?!...უცბად ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა..." - სალომე გოგიაშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე

"ექიმს ეთიკა, ზრდილობა მოეთხოვება, ხომ?!...უცბად ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა..." - სალომე გოგიაშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე

ახლახან, სოციალური ქსელის პირად გვერდზე სალომე გოგიაშვილმა "პოსტი" დაწერა - ვაჟა ექიმი, რომლის გამოც ყველას გული შეგვტკიოდა და მის მდგომარეობას ერთად განვიცდიდით, არაპროფესიონალი აღმოჩნდაო... მოგეხსენებათ, შარშან ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. ქართველი ექიმი "სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის" შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებდა და ცხინვალის სასამართლოში აცხადებდა, რომ საქართველოში იმყოფებოდა.

სალომე გოგიაშვილი:

- საერთოდ, რითიც კმაყოფილი ან უკმაყოფილო ვარ, იმის შესახებ სოციალურ ქსელში "პოსტს" ხშირად ვწერ, რადგან მიმაჩნია, რომ როცა საჯარო პირი ხარ და ბევრი მიმდევარი გყავს, ვალდებული ხარ, "გამომწერებს" სწორი ინფორმაცია მიაწოდო. ხაზგასმით აღვნიშნავ, ფულის სანაცვლოდ უვარგის პროდუქციას რეკლამას არ ვუკეთებ. რაღაცნაირად, ეს გავითავისე და სულ ამას "ვაწვები", რომ რა თანხაც უნდა შემომთავაზონ, არ "ვაპიარებ", თუ არ მომწონს, რადგან ჩემი 60 ათასამდე "ფოლოვერის" შეცდომაში შეყვანა არ მინდა.

ექიმი და ჯანმრთელობა ყველა ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია. როდესაც ადამიანი, რომელსაც ფინანსურად უჭირს და ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში ექიმისგან კონსულტაციის მისაღებად მიდის, რაშიც არცთუ ისე იაფ საფასურს იხდის, მაგრამ ისეთი ვინმე ხვდება, როგორიც ეგ ვაჟა ექიმია, გული ძალიან შემტკივა. "პოსტიც" ასეთი პაციენტებისთვის დავწერე, თორემ პირადად მე, კლინიკაში ექიმს სათანადო პასუხი გავეცი.

- რა მოხდა კლინიკაში, ასეთი განრისხებული რატომ ხარ?

- კაცს და მით უმეტეს, ექიმს ეთიკა, ზრდილობა, პაციენტთან ურთიერთობის გარკვეული ფორმა მოეთხოვება, ხომ? ჩემთვის უზრდელობა არც ექიმისგანაა მისაღები, არც მეხანძრისგან და არც პოლიციელისგან... როდესაც პაციენტი ექიმთან კონსულტაციისთვის შედის, ვფიქრობ, ექიმმა, როგორი დაკავებულიც უნდა იყოს, პაციენტს კორექტული პასუხი უნდა გასცეს. იმიტომ კი არა, რომ სალომე გოგიაშვილი ვარ და მისგან რაღაც ზედმეტი ყურადღება მოვითხოვე. არავითარ შემთხვევაში!.. ჩემს "პოსტს" დიდი გამოხმაურება მოჰყვა - უამრავი წერილი მივიღე. შემიძლია, სათითაოდ გამოვაქვეყნო, თუ რას წერენ ვაჟა ექიმის შესახებ.

მასთან კაბინეტში შევედი, რომ ჩემი მეუღლის ფეხის მდგომარეობა გამეგო (მოტეხილი აქვს). ძალიან მოკლედ და უხეშად მიპასუხა. მერე, მაინც მივიჩნიე, რომ შეიძლებოდა, დაღლილი ყოფილიყო და ვუთხარი: ფიქსატორთან ერთად, საფენსაც ვადებ, რომ ადვილად მორჩეს-მეთქი (ამ საფენის შესახებ გამოცდილი ადამიანისგან ვიცი და ოჯახში ვსარგებლობთ ხოლმე. ექიმს აზრი ამიტომ ვკითხე). ამის გამო უცბად ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა, რომ მართლა უკან მივიხედე - მეგონა, სხვა შემოვიდა და მას გაუბრაზდა.

ჯერ ერთი, როგორ ბედავს, რომ უცნობ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებს?! მეორეც: ქალი ვარ და წესით, ეგ კაცი უნდა იყოს, და მესამე - საერთოდ, ურთიერთობის რა ფორმა აქვს?! გავოგნდი: - მე მეუბნებით? პაციენტებს ასე ეკონტაქტებით-მეთქი?!.

- "პოსტის" დაწერამდე მაგალითად, კლინიკის მენეჯერს თუ დაელაპარაკე?

- არა, სამწუხაროდ, რადგან გარეთ მეუღლე მელოდებოდა, მოტეხილი ფეხით... კლინიკიდან წამოვედი. იქ გაჩერების არანაირი სურვილი არ მქონდა. "პოსტის" გამოქვეყნების შემდეგ, მეგონა, კლინიკა თავად დაინტერესდებოდა, რაღაც კითხვას მაინც დასვამდა - რითი ხართ უკმაყოფილო, რა მოხდა ან ეს ყველაფერი რის შედეგად მოხდაო? მსგავსი არაფერი მომხდარა...განაგრძეთ კითხვა

დღეს ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა - რას ამბობენ ქართველი ასტროლოგები მოსალოდნელ მოვლენებზე და რა რჩევებს აძლევენ ზოდიაქოს ნიშნებს

სამხრეთ აფრიკელმა ქალმა 10 ტყუპი გააჩინა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა - "შვიდი ბიჭია და სამი გოგონა, ძალიან ბედნიერი ვარ"

"ელ ჩაპოს" ცოლი უმკაცრესი სასჯელის მოლოდინში - "ნარკობიზნესის დედოფლის" ცხოვრება მაღალი მოდიდან სამარტოო საკნამდე