ავტორი:

ბათუმში ხიმშიაშვილების ოჯახი გაქურდეს - მძარცველი სახლში დილით ფანჯრიდან შევიდა, წაღებულია ოქრო და სეიფის გასაღები

ბათუმში ხიმშიაშვილების ოჯახი გაქურდეს - მძარცველი სახლში დილით ფანჯრიდან შევიდა, წაღებულია ოქრო და სეიფის გასაღები

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, ხიმშიაშვილების ოჯახს ძარცვის მიზნით თავს დაესხნენ. ხიმშიაშვილების ოჯახიდან ოქრო და სეიფის გასაღებია წაღებული.

როგორც დაზარალებული ოჯახი აცხადებს, მძარცველი საცხოვრებელ სახლში დილით ფანჯრიდან შევიდა, ინციდენტის დროს სახლის მეპატრონემ მძარცველს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც მძარცველმა 51 წლის მამაკაცს თავის არეში დაზიანება მიაყენა.

დაშავებული კლინიკა BMS-ში არის გადაყვანილი.

ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს თავისა და სახის არეში აქვს დაზიანება მიღებული და ყველა შესაბამისი კვლევა ჩაუტარდა. დაშავებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.