საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 604 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 10 767-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირებული 429 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 106 პირი.
„ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 437. 3 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 893, აჭარაში - 714; მძიმე პაციენტი - 429, მათ შორის, თბილისში - 201, აჭარაში - 75. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 106 პირი, მათ შორის, თბილისში - 59, აჭარაში - 25. 2 268 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 247 - აჭარაში, ხოლო 741 - თბილისში; 11 403 მკურნალობს ბინაზე“, - განაცხადა სიჭინავამ.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1928 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევათა რაოდენობა 28 431-ს შეადგენს. გარდაიცვალა კიდევ რვა პაციენტი. ვირუსს სულ ქვეყანაში 201 ადამიანი ემსხვერპლა.