ავტორი:

ქობულეთში ინკასატორის გაძარცვის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ქობულეთში ინკასატორის გაძარცვის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქობულეთში ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ქობულეთში, "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრის მიმდებარედ, თავს დაესხა შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯიას" ინკასატორს, რომელსაც ამავე კომპანიის კუთვნილი ფული - 55 000-მდე ლარი ძალადობის გამოყენებით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა გ.მ. ქობულეთში დააკავეს. პოლიციამ, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. ძარცვის ბრალდებით დაკავებულია 1986 წელს დაბადებული გ.მ. დანაშაული 7-⁠დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"დამბრალეს, რომ მე ვყოფილვარ თავდამსხმელი, რომელიც ბანკში შეიჭრა, ეს ტყუილია, მოვითხოვ ბოდიშის მოხდას" - რას ამბობს სამხედრო მოსამსახურე თემურ ხვიბლიანი

"გამოძიებას რამდენიმე დღეში შედეგი ექნება" - რას ამბობს ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი

როგორ გადასცა ავთანდილ გალდავამ ზუგდიდის ბანკის დამყაჩაღებელს თანხა და რაზე ისაუბრეს მათ: "ჩემი შვილების ცოდვა არ დაიდო..." - ახალი კადრები