კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოძიებას რამდენიმე დღეში შედეგი ექნება" - რას ამბობს ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი
"გამოძიებას რამდენიმე დღეში შედეგი ექნება" - რას ამბობს ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი

ავ­ჭა­ლა­ში მოკ­ლუ­ლი ვა­ლე­რი­ან ნემ­სიწ­ვე­რი­ძის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის ნი­კო­ლოზ წუ­ლე­ის­კი­რის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბას რამ­დე­ნი­მე დღე­ში შე­დე­გი ექ­ნე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში წუ­ლე­ის­კი­რი გან­მარ­ტავს, მოკ­ლულ მა­მა­კაცს კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან კავ­ში­რი არ ჰქო­ნია და ის ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში „სულ სხვა ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და“. ად­ვო­კა­ტი ასე­ვე გა­მო­რი­ცხავს შუ­რის­ძი­ე­ბის ვერ­სი­ა­საც. წუ­ლე­ის­კი­რის თქმით, ის საქ­მე­ში მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის გამო ჩა­ერ­თო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გავ­რცელ­დეს.

„გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­რი­ცხუ­ლია. 100%-ით კმა­ყო­ფი­ლი ვარ გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბით და ზუს­ტად ვიცი, რომ რამ­დე­ნი­მე დღე­ში შე­დე­გი და­ი­დე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ. ამ საქ­მე­ში ჩემი ჩარ­თვა მხო­ლოდ და მხო­ლოდ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, რომ ბევ­რი არას­წრო­რი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. და­ზუს­ტე­ბით შე­მიძ­ლია და­გი­დას­ტუ­როთ, რომ სტრას­ბურ­გის გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არამ­ხო­ლოდ წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის გამო დად­გა, არა­მედ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რომ საქ­მეს­თვის უნდა გა­და­ე­ხე­დათ, ვი­ნა­ი­დან ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბა წა­მე­ბის შე­დე­გად იყო მი­ცე­მუ­ლი.

ვა­ლე­რი­ან ნემ­სიწ­ვე­რი­ძე 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­და და შუ­რის­ძი­ე­ბა ვინ­მეს რომ სდო­მე­ბო­და, აქამ­დე მო­ახ­დენ­და. მისი პი­როვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას ჩხუ­ბი, და­პი­რის­პი­რე­ბა არა­ვის­თან ჰქო­ნია. კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი არ ყო­ფი­ლა, ეს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­აა. რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“ დროს, ცი­ხის ბუნ­ტში რა­ი­მე სა­ხით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო და ბრა­ლი არ წა­ე­ყე­ნე­ბი­ნათ? ეს ხომ გა­მო­რი­ცხუ­ლია. ოჯა­ხი შექ­მნა, სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს, ოჯა­ხის ბიზ­ნე­სი ჰქონ­და, დღე­დღე­ზე მა­ღა­ზი­ის გახ­სნა­საც აპი­რებ­და, ბო­ლოს სულ სხვა ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და. მხო­ლოდ იმის გამო, რომ ადა­მი­ან­მა სას­ჯე­ლი მო­ი­ხა­და, კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ფაქ­ტია“, - აცხა­დებს წუ­ლე­ის­კი­რი.

კი­თხვა­ზე, ჰყავს თუ არა გა­მო­ძი­ე­ბას სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ან არ­სე­ბობს თუ არა მკვლე­ლო­ბის თვითმხილ­ვე­ლი, ად­ვო­კა­ტი არ პა­სუ­ხობს და მხო­ლოდ იმას აცხა­დებს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს, რი­თაც ის კმა­ყო­ფი­ლია.

ცნო­ბის­თვის, ავ­ჭა­ლა­ში, ვა­ლე­რი­ან ნემ­სიწ­ვე­რი­ძე სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლუ­ლი იპო­ვეს. მას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 5-ჯერ ეს­რო­ლეს. გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლით - 236-ე მუხ­ლის მე­სა­მე და მე­ო­თხე ნა­წი­ლით, ასე­ვე 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ვა­ლე­რი­ან ნემ­სიწ­ვე­რი­ძე წარ­სულ­ში ერთ-ერთ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებ­და. მას 2004-2008 წლის მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტის კახა გი­უ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის და­გეგ­მვას ედა­ვე­ბოდ­ნენ, რო­მე­ლიც საქ­მის ფი­გუ­რანტ და­ვით მინ­და­ძეს უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვით მინ­და­ძემ და ვა­ლე­რი­ან ნემ­სიწ­ვე­რი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს სტრას­ბურ­გში უჩივ­ლეს. ისი­ნი არა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­სა და წა­მე­ბას ასა­ჩივ­რებ­დნენ. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ მათი სა­ჩი­ვა­რი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. ვა­ლე­რი­ან ნემ­სიწ­ვე­რი­ძე 2013 წელს, ამ­ნის­ტი­ის სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

ავტორი:

"გამოძიებას რამდენიმე დღეში შედეგი ექნება" - რას ამბობს ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი

"გამოძიებას რამდენიმე დღეში შედეგი ექნება" - რას ამბობს ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი

ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატის ნიკოლოზ წულეისკირის განცხადებით, გამოძიებას რამდენიმე დღეში შედეგი ექნება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში წულეისკირი განმარტავს, მოკლულ მამაკაცს კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი არ ჰქონია და ის ბოლო წლების განმავლობაში „სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა“. ადვოკატი ასევე გამორიცხავს შურისძიების ვერსიასაც. წულეისკირის თქმით, ის საქმეში მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ჩაერთო, რომ საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია არ გავრცელდეს.

„გუშინ გავრცელებული ვერსიები აბსოლუტურად გამორიცხულია. 100%-ით კმაყოფილი ვარ გამომძიებლების მუშაობით და ზუსტად ვიცი, რომ რამდენიმე დღეში შედეგი დაიდება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ფაქტობრივ გარემოებებზე ვერ ვისაუბრებ. ამ საქმეში ჩემი ჩართვა მხოლოდ და მხოლოდ იქიდან გამომდინარეობს, რომ ბევრი არასწრორი ინფორმაცია გავრცელდა. დაზუსტებით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სტრასბურგის გამამართლებელი გადაწყვეტილება არამხოლოდ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო დადგა, არამედ, გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ საქმესთვის უნდა გადაეხედათ, ვინაიდან ბრალდებულების ჩვენება წამების შედეგად იყო მიცემული.

ვალერიან ნემსიწვერიძე 8 წლის განმავლობაში გარეთ იმყოფებოდა და შურისძიება ვინმეს რომ სდომებოდა, აქამდე მოახდენდა. მისი პიროვნებიდან გამომდინარე, მას ჩხუბი, დაპირისპირება არავისთან ჰქონია. კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირი არ ყოფილა, ეს დეზინფორმაციაა. როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაციონალების“ დროს, ციხის ბუნტში რაიმე სახით მონაწილეობა მიეღო და ბრალი არ წაეყენებინათ? ეს ხომ გამორიცხულია. ოჯახი შექმნა, სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, ოჯახის ბიზნესი ჰქონდა, დღედღეზე მაღაზიის გახსნასაც აპირებდა, ბოლოს სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა. მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანმა სასჯელი მოიხადა, კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირება არ შეიძლება. ეს ყველაფერი დაუზუსტებელი ფაქტია“, - აცხადებს წულეისკირი.

კითხვაზე, ჰყავს თუ არა გამოძიებას სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებული, ან არსებობს თუ არა მკვლელობის თვითმხილველი, ადვოკატი არ პასუხობს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, რითაც ის კმაყოფილია.

ცნობისთვის, ავჭალაში, ვალერიან ნემსიწვერიძე საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილული იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან დაახლოებით 5-ჯერ ესროლეს. გამოძიება ორი მუხლით - 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით, ასევე 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ვალერიან ნემსიწვერიძე წარსულში ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებდა. მას 2004-2008 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატის კახა გიუაშვილის მკვლელობის დაგეგმვას ედავებოდნენ, რომელიც საქმის ფიგურანტ დავით მინდაძეს უნდა შეესრულებინა. მოგვიანებით დავით მინდაძემ და ვალერიან ნემსიწვერიძემ საქართველოს სტრასბურგში უჩივლეს. ისინი არადამიანურ მოპყრობასა და წამებას ასაჩივრებდნენ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მათი საჩივარი დააკმაყოფილა. ვალერიან ნემსიწვერიძე 2013 წელს, ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა.

როგორ გადასცა ავთანდილ გალდავამ ზუგდიდის ბანკის დამყაჩაღებელს თანხა და რაზე ისაუბრეს მათ: "ჩემი შვილების ცოდვა არ დაიდო..." - ახალი კადრები

რას ყვება ადგილობრივი წალკაში მომხდარ ყაჩაღობაზე - "ყაჩაღებს სამედიცინო ნიღბები ეკეთათ და კეპები ეფარათ"

არსებული ინფორმაციით, წალკაში ახალზელანდიელების ოჯახი დააყაჩაღეს - "როგორც ვიცი ცოლი, შვილები დააბეს..."