სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო უკვე ახლა უნდა შეუერთდეს ნატო-ს, უკრაინა ამისთვის ჯერ მზად არ არის" - რაზე საუბრობს ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდლი?
"საქართველო უკვე ახლა უნდა შეუერთდეს ნატო-ს, უკრაინა ამისთვის ჯერ მზად არ არის" - რაზე საუბრობს ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდლი?

ევ­რო­პა­ში აშშ-ის სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის ყო­ფი­ლი სარ­დლის, გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტის ბენ ჰო­ჯე­სის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო უკვე ახლა უნდა შე­უ­ერ­თდეს ნატო-ს, მა­შინ რო­დე­საც, უკ­რა­ი­ნა ამის­თვის ჯერ მზად არ არის. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰო­ჯეს­მა ამის შე­სა­ხებ კი­ე­ვის ფო­რუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც უსაფრ­თხო­ე­ბა-2020-ს ეძღვნე­ბო­და.

„მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო უნდა გახ­დეს ნატო-ს წევ­რი სწო­რედ ახლა. უკ­რა­ი­ნას ამის­თვის დას­ჭირ­დე­ბა გა­ცი­ლე­ბით მეტი დრო“, - აღ­ნიშ­ნა ჰო­ჯეს­მა.

ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ უკ­რა­ი­ნა ბო­ლოს და ბო­ლოს შე­უ­ერ­თდე­ბა ალი­ანსს, „რო­გორც ამის შე­სა­ხებ წლე­ბის წინ პრე­ზი­დენ­ტმა ბუშ­მა გა­ნა­ცხა­და“.

მან­ვე დას­ძი­ნა, რომ უკ­რა­ი­ნამ ჯერ კი­დევ უნდა გა­ი­ა­როს ცო­ტა­ო­დე­ნი გზა და გა­ნაგ­რძოს ძა­ლის­ხმე­ვა, რათა გა­აძ­ლი­ე­როს ალი­ან­სში მისი ინ­ტეგ­რა­ცია.

სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კი­თხზე ისა­უბ­რა ასე­ვე “ჰე­რი­ტი­ჯის ფონ­დის” მკვლე­ვარ­მა ჯე­იმს კა­რა­ფა­ნომ „ამე­რი­კის ხმის“ ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას­თან სა­უბ­რი­სას.

მკვლე­ვა­რის თქმით, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა, სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მის­წრა­ფე­ბის ხელ­შე­წყო­ბის კუ­თხით გაგ­რძელ­დე­ბა.

„ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ი­დან მო­მა­ვალ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ექ­ნე­ბა პო­ზი­ცია, რომ რუ­სეთს არ აქვს უფ­ლე­ბა და­ა­დოს ვეტო იმას, თუ ვინ გა­წევ­რი­ან­დე­ბა ნა­ტო­ში", - გა­ნა­ცხა­და კა­რა­ფა­ნომ.

მისი თქმით, შავი ზღვის აუზ­ში, რუ­სე­თის გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბის მცდე­ლო­ბის კვალ­დაკ­ვალ, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ინ­ტე­რე­სი სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ იზ­რდე­ბა.

„ვფიქ­რობ, სტა­ბი­ლუ­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ევ­რო­პის ამე­რი­კი­სე­ულ ხედ­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლო უფრო და უფრო რე­ლე­ვან­ტუ­რია. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რესს, იყოს უფრო სტა­ბი­ლუ­რი ევ­რო­პის ნა­წი­ლი და ვფიქ­რობ, ამე­რი­კა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს სა­ქარ­თვე­ლოს და­სახ­მა­რებ­ლად, რად­გან ეს ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­ი­სათ­ვის და და­სავ­ლეთ ევ­რო­პის მო­მავ­ლის­თვის კარ­გია”, - გა­ნა­ცხა­და მან.

კა­რა­ფა­ნოს გან­ცხა­დე­ბით, აშშ-ს პო­ლი­ტი­კა რუ­სეთ­თან შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ ვინ და­ი­კა­ვებს თეთრ სახ­ლს ნო­ემ­ბრის არ­ჩევ­ნე­ვის შემ­დეგ

„პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი რამ­დენ­ჯერ­მე მო­ექ­ცა კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის მი­მართ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო. პრე­ზი­დენ­ტი ასე­ვე სა­უბ­რობ­და იმა­ზე, რომ მოს­კოვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის კარი ღია იყო. ტრამ­პის მხრი­დან ამ რი­ტო­რი­კის მი­უ­ხე­და­ვად, ად­მი­ნის­ტრა­ცია ინარ­ჩუ­ნებ­და რუ­სე­თის მი­მართ მკაცრ პო­ლი­ტი­კას. პრე­ზი­დენ­ტი ინარ­ჩუ­ნებ­და სან­ქცი­ებს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი სა­უბ­რობ­და რუ­სე­თის ჩა­რე­ვა­ზე და ქმე­დე­ბებ­ზე. არ ვფიქ­რობ, რომ ეს შე­იც­ვლე­ბა. აქ პრობ­ლე­მა არა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ქცე­ვა, ან მისი პო­ლი­ტი­კაა - ან ევ­რო­პის პო­ლი­ტი­კა - არა­მედ რუ­სეთს პო­ლი­ტი­კაა. პუ­ტი­ნი არ ცვლის მის პო­ლი­ტი­კას... რუ­სეთს არ უჩ­ვე­ნე­ბია სურ­ვი­ლი, რომ უნდა უფრო კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა ჰქონ­დეს. სა­ნამ ეს არ მოხ­დე­ბა, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პო­ლი­ტი­კა არ შე­იც­ვლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კა­რა­ფა­ნომ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
6

უკრაინა რატომ არ არის მზად და რა უშლის ხელს? 

კოტე შავშიშვილი
11

კარგი კითხვაა 123. უკრაინას ხელს უშლის ტოტალური კორუფცია და ჩამოშლილი პოლიტ-ეკონომიკური სისტემა. მათ არ გამოიყენეს ის მუხტი რაც 2004-2007 წლებში ჰქონდათ, ისე, როგორც საქართველომ გამოიყენა ეკონომიკური და პოლიტიკური ნახტომისთვის, ვარდების რევოლუციის მონაპოვარი, რამაც შოკში მოიყვანა რუსეთი და გადაადგმევინა დიდი ნაბიჯი გაემყარებინა თავისი გავლენის სფერო საქართველოში პარტია ქართული ოცნების დაფუძნებით, ისევე როგორც უკრაინაში პარტია "რეგიონებით". როგორც ზემოთ აღვნიშნე, უკრაინამ იუშჩენკოს დროს ჩააფლავა რევოლუციის მონაპოვარი და სწორედ ამ ფონზე დასუსტებული ქვეყანა რუსეთმა იოლად ჩაიგდო ხელში. რაც შეეხება საქართველოს, იმდენად დიდი იყო დაწყებული პროგრესი სააკაშვილისა და მისი გუნდის მიერ, რომ ეს მუხტი დღემდე წინ ეღობება რუსეთს და მის ფილიალს საქართველოში ივანიშვილის სახით. მადლობა ღმერთს, სულ რაგაც 4 დღე დარჩა და კოშმარული სიზმარივით ღა მოვიხსენიებთ მათ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"საქართველო უკვე ახლა უნდა შეუერთდეს ნატო-ს, უკრაინა ამისთვის ჯერ მზად არ არის" - რაზე საუბრობს ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდლი?

"საქართველო უკვე ახლა უნდა შეუერთდეს ნატო-ს, უკრაინა ამისთვის ჯერ მზად არ არის" - რაზე საუბრობს ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდლი?

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდლის, გენერალ-ლეიტენანტის ბენ ჰოჯესის განცხადებით, საქართველო უკვე ახლა უნდა შეუერთდეს ნატო-ს, მაშინ როდესაც, უკრაინა ამისთვის ჯერ მზად არ არის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჰოჯესმა ამის შესახებ კიევის ფორუმში მონაწილეობისას განაცხადა, რომელიც უსაფრთხოება-2020-ს ეძღვნებოდა.

„მჯერა, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი სწორედ ახლა. უკრაინას ამისთვის დასჭირდება გაცილებით მეტი დრო“, - აღნიშნა ჰოჯესმა.

ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა ბოლოს და ბოლოს შეუერთდება ალიანსს, „როგორც ამის შესახებ წლების წინ პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა“.

მანვე დასძინა, რომ უკრაინამ ჯერ კიდევ უნდა გაიაროს ცოტაოდენი გზა და განაგრძოს ძალისხმევა, რათა გააძლიეროს ალიანსში მისი ინტეგრაცია.

საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე ისაუბრა ასევე “ჰერიტიჯის ფონდის” მკვლევარმა ჯეიმს კარაფანომ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას.

მკვლევარის თქმით, შეერთებული შტატების მხარდაჭერა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფების ხელშეწყობის კუთხით გაგრძელდება.

„ნებისმიერი პოლიტიკური პარტიიდან მომავალ ადმინისტრაციას ექნება პოზიცია, რომ რუსეთს არ აქვს უფლება დაადოს ვეტო იმას, თუ ვინ გაწევრიანდება ნატოში", - განაცხადა კარაფანომ.

მისი თქმით, შავი ზღვის აუზში, რუსეთის გავლენის მოპოვების მცდელობის კვალდაკვალ, შეერთებული შტატების ინტერესი საქართველოს მიმართ იზრდება.

„ვფიქრობ, სტაბილური და წარმატებული ევროპის ამერიკისეულ ხედვაში საქართველო უფრო და უფრო რელევანტურია. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ინტერესს, იყოს უფრო სტაბილური ევროპის ნაწილი და ვფიქრობ, ამერიკა ყველაფერს გააკეთებს საქართველოს დასახმარებლად, რადგან ეს ჩვენი სტრატეგიისათვის და დასავლეთ ევროპის მომავლისთვის კარგია”, - განაცხადა მან.

კარაფანოს განცხადებით, აშშ-ს პოლიტიკა რუსეთთან შენარჩუნდება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ დაიკავებს თეთრ სახლს ნოემბრის არჩევნევის შემდეგ

„პრეზიდენტი ტრამპი რამდენჯერმე მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში ვლადიმირ პუტინის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო. პრეზიდენტი ასევე საუბრობდა იმაზე, რომ მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის კარი ღია იყო. ტრამპის მხრიდან ამ რიტორიკის მიუხედავად, ადმინისტრაცია ინარჩუნებდა რუსეთის მიმართ მკაცრ პოლიტიკას. პრეზიდენტი ინარჩუნებდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. შეერთებული შტატები საუბრობდა რუსეთის ჩარევაზე და ქმედებებზე. არ ვფიქრობ, რომ ეს შეიცვლება. აქ პრობლემა არა შეერთებული შტატების ქცევა, ან მისი პოლიტიკაა - ან ევროპის პოლიტიკა - არამედ რუსეთს პოლიტიკაა. პუტინი არ ცვლის მის პოლიტიკას... რუსეთს არ უჩვენებია სურვილი, რომ უნდა უფრო კონსტრუქციული პოლიტიკა ჰქონდეს. სანამ ეს არ მოხდება, შეერთებული შტატების პოლიტიკა არ შეიცვლება", - განაცხადა კარაფანომ.