ავტორი:

რას ყვება ადგილობრივი წალკაში მომხდარ ყაჩაღობაზე - "ყაჩაღებს სამედიცინო ნიღბები ეკეთათ და კეპები ეფარათ"

რას ყვება ადგილობრივი წალკაში მომხდარ ყაჩაღობაზე - "ყაჩაღებს სამედიცინო ნიღბები ეკეთათ და კეპები ეფარათ"

წალკის რაიონში მცხოვრები უცხოელების ოჯახი დააყაჩაღეს. შემთხვევა 23 ოქტომბერს საღამოს საათებში მოხდა. წალკაში მცხოვრები ზვიად ხაფავა Ambebi.ge-ს ყაჩაღური თავდასხმის დეტალებს უყვება.

"რამდენიმე წელია წალკაში ცხოვრობს ეს ოჯახი. ქმარი ახალზელანდიელია, ცოლი - ჩინელი. ჰყავთ შვილები. სოფელ ბედიანში აშენებენ სასტუმროს და იქაურებმა იციან, რომ შეძლებეული ოჯახია. ყაჩაღებს ეკეთათ სამედიცინო ნიღბები და ეფარათ კეპები. დაუბამთ პლასმასის შესაკრავებით ოჯახის ყველა წევრი. როგორც ვიცი, წაიღეს მანქანა, ტელეფონები, ფული. ყაჩაღები რომ წავიდნენ, ოჯახის უფროსს შესაკრავი აუწყვიტავს და პოლიციაში დაურეკავს", - გვიყვება წალკის მკვიდრი.

შსს-ში მომხდარს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

"გამოძიებას რამდენიმე დღეში შედეგი ექნება" - რას ამბობს ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი

როგორ გადასცა ავთანდილ გალდავამ ზუგდიდის ბანკის დამყაჩაღებელს თანხა და რაზე ისაუბრეს მათ: "ჩემი შვილების ცოდვა არ დაიდო..." - ახალი კადრები

არსებული ინფორმაციით, წალკაში ახალზელანდიელების ოჯახი დააყაჩაღეს - "როგორც ვიცი ცოლი, შვილები დააბეს..."