Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უსიმპტომო ქალბატონის გარდაცვალებას დაემთხვა ჩემი ცუდად გახდომა... მეც მეშინოდა" - რას ჰყვება თიკა ფაცაცია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა
"უსიმპტომო ქალბატონის გარდაცვალებას დაემთხვა ჩემი ცუდად გახდომა... მეც მეშინოდა" - რას ჰყვება თიკა ფაცაცია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

თიკა ფა­ცა­ცია თით­ქმის ორი კვი­რაა, რაც ეთე­რი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ტე­ლე­წამ­ყვანს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და და სახ­ლში მკურ­ნა­ლობ­და.

ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან ბოლო დღეს, რო­დე­საც სა­ბო­ლო­ოდ დარ­წმუნ­და, რომ კო­ვი­დი და­ა­მარ­ცხა, ინ­სტაგ­რამ­ზე პირ­და­პი­რი ეთე­რი ჩარ­თო და სა­უ­ბა­რი ასე და­ი­წყო: "გა­მარ­ჯო­ბა... მე მზად ვარ ვი­ლა­პა­რა­კო იმა­ზე, რომ მე და­ვა­მარ­ცხე კო­ვი­დი".

25 წუ­თის მან­ძილ­ზე პირ­და­პირ ეთერ­ში ტე­ლე­წამ­ყვან­მა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის კი­თხვებს გუ­ლახ­დი­ლად და ამომ­წუ­რა­ვად უპა­სუ­ხა:

"დღეს არის ბოლო დღე, რო­დე­საც უბ­რა­ლოდ დრო გამ­ყავს და ხვა­ლი­დან შე­ვუ­ერ­თდე­ბი ჩემს ოჯა­ხის წევ­რებს. მინ­და, ახლა თა­ვი­სუფ­ლად ვი­სა­უბ­რო ამა­ზე, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში მძვინ­ვა­რებს კო­რო­ნა­ვირუ­სი. ძა­ლი­ან და­მეხ­მარ­ნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მა­ნამ­დე იყ­ვნენ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი, ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი, კახა მი­ქი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მთა­ვა­რი იმე­დი ჩა­მი­სა­ხა, ისიც ჩემ­სა­ვით ჩუ­მად იბ­რძო­და.

მარ­ტში უფრო მე­ში­ნო­და და უფრო წი­ვილ-კი­ვილ­ში ვი­ყა­ვი, ვიდ­რე ახლა. ვირუ­სი ჩემი სტუმ­რის­გან გა­და­მე­დო, რო­მე­ლიც ჩემი დიდი ოჯა­ხის წევ­რია. ჩემს ოთახ-გარ­დე­რობ­ში ვი­ყა­ვით და სა­მოსს რო­მელ­საც მე ვე­ღარ ვი­ყე­ნებ, პა­ტა­რა მაქვს მის­თვის ვარ­ჩევ­დი და მო­ზომ­ვა­ში ვი­ყა­ვით...

მა­შინ არ ჰქონ­და ცხა­დია სიმპტო­მე­ბი და მეც მერე გა­მო­მივ­ლინ­და. და­მე­წყო ძა­ლი­ან ძლი­ე­რი თა­ვის ტკი­ვი­ლით, ერთი დღე მტკი­ო­და, მე­ო­რე დი­ლას სი­ცხი­ან­მა გა­ვიღ­ვი­ძე. პირ­ველ ტესტს არ ვენ­დე და შემ­დეგ მე­ო­რე გა­ვი­კე­თე. და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა კონ­ტაქტს და­ვუ­რე­კე, სა­ბედ­ნი­ე­როდ კლას­ტე­რი არ მყავს. ყვე­ლა­ზე სა­ო­ცა­რი ის არის, რომ წინა სა­ღა­მოს, სა­ნამ სი­ცხი­ა­ნი გა­ვიღ­ვი­ძებ­დი, ისე­თი შე­მო­ტე­ვა და­მე­მარ­თა, რომ ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი კოც­ნე­ბით ავავ­სე, მე­უღ­ლე, შვი­ლე­ბი, რა მე­ტა­კა არ ვიცი, მერე ამა­ზე ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მაგ­რამ გა­დარ­ჩა ყვე­ლა.

კარ­გი იმუ­ნი­ტე­ტი თუ გაქვთ ნუ გე­ში­ნი­ათ, მე ამ პე­რი­ოდ­ში და­ბა­ლი მქონ­და იმუ­ნი­ტე­ტი და მო­მე­რია. არ მინ­დო­და ამის აფი­ში­რე­ბა, რად­გან ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ღმერ­თმა ნუ გა­მო­გაც­დე­ვი­ნოთ, არა­ვის ვუ­სურ­ვებ. ჩემი კო­ვი­დი დას­რუ­ლე­ბუ­ლია, მაგ­რამ ძა­ლი­ან მალე ვიღ­ლე­ბი და ძა­ლი­ან მალე მი­ვარ­დე­ბა სუნ­თქვა. და­მე­კარ­გა ყნოს­ვა და გე­მოს შეგ­რძნე­ბა. ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­მო­გი­მუ­შავ­დათ თუ არა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი. თუ გა­მო­გი­მუ­შავ­დათ, მა­შინ კარ­გა ხანს და­ის­ვე­ნებთ. სა­ერ­თოდ სუს­ტი სის­ხლძარ­ღვე­ბი მაქვს, თრომ­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლი ვარ, ორ­სუ­ლო­ბას გეტ­რებ­საც ვა­ტა­რებ­დი, ამი­ტომ გა­ვი­კე­თე ანა­ლი­ზე­ბი, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში არ დამ­ჭირ­და არა­ნა­ი­რი წამ­ლის მი­ღე­ბა. ბევ­რს დავ­დი­ო­დი, გა­მო­კე­ტი­ლი ვარ პა­ტა­რა ოთახ­ში და აი­ვან­ზე, 5000 ნა­ბიჯ­ზე ავ­დი­ო­დი დღე­ში. ასე­ვე ვსვამ­დი ბევრ ლიმ­ნი­ან წყალს.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­წე­ვას, მე ერთი წე­ლია აღარ გავ­კა­რე­ბი­ვარ თამ­ბა­ქოს და ესეც კარ­გი იყო ჩემს შემ­თხვე­ვა­ში. ცხა­დია, ვიცი ისე­თი ხალ­ხი, მწე­ვე­ლე­ბი ვინც ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა, მაგ­რამ არაა მა­ინც სა­სურ­ვე­ლი. ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ასე­ვე გან­წყო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას. მქონ­და პო­ზი­ტი­უ­რი მუ­სი­კა ჩარ­თუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი და­საშ­ვე­ბი მქონ­და, რაც იმედს მომ­ცემ­და და გულს მი­ხა­რებ­და.

თა­ვი­დან სამი დღე ყვე­ლა­ნა­ი­რი ზარი მა­ღი­ზი­ა­ნებ­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ოჯა­ხის წევ­რებს რომ მო­ი­კი­თხავ­დნენ, რად­გან ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და. 6 დღე იყო ჩემ­თვის გარ­დამ­ტე­ხი, რად­გან სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა მქონ­და, პირ­ვე­ლი ორი დღე სა­ერ­თოდ ვერ ვდგე­ბო­დი. მე­სა­მე დღეს ავ­დე­ქი და და­ვი­წყე ლო­გი­ნის ალა­გე­ბა. ყვე­ლას შემ­თხვე­ვა მა­ინც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ სახ­ლში რა­ტომ ხარო, მაგ­რამ ჩემ­ზე მძი­მე პა­ცი­ენ­ტებს სჭირ­დე­ბათ სა­ა­ვად­მყო­ფოს სივ­რცე და ჯო­ბია არ და­ვა­კა­ვო.

უბ­რა­ლოდ ჩემ­თვის სან­დო ექი­მებს ვე­უბ­ნე­ბო­დი, რა მექ­ნა. მე მიყ­ვარს ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც არ ნიშ­ნა­ვენ წამ­ლებს. ვსვამ­დი ბევრ წყალს ჩაის, ლიმ­ნი­ან წყალს, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სი­თხე, მო­ნაც­ვლე­ო­ბით ვსვამ­დი ორი­ვეს. მე ვიცი, რომ ოჯა­ხის ექი­მებ­ზე ბევ­რს გული გწყდე­ბათ, რომ არ არი­ან აქ­ტი­უ­რე­ბი, მაგ­რამ პირ­ვე­ლად რომ და­გი­რე­კა­ვენ, შემ­დეგ და­ი­მახ­სოვ­რეთ მისი ნო­მე­რი და თქვენ და­უ­რე­კეთ ხოლ­მე.

რაც შე­ე­ხე­ბა უკეთ გახ­დო­მას, კო­ვი­დით და­ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან მე­ექ­ვსე დღეს მქონ­და და­ბა­დე­ბის დღე, ეს იყო ყვე­ლა­ზე უჩ­ვე­უ­ლო და­ბა­დე­ბის დღე, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევ­რი სიყ­ვა­რუ­ლი მი­ვი­ღე და სუნ­თქვა მი­ჭირ­და მახ­სოვს. მეშ­ვი­დე დღი­დან უკვე კარ­გად ვარ. ხვე­ლა სა­ერ­თოდ არ მქო­ნია, ერთი დღე მქონ­და მხო­ლოდ სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა. შიში ოხე­რია, ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბო­დი და მეც მე­ში­ნო­და, რად­გან ვე­ნე­ბის პრობ­ლე­მა მაქვს და თან ახალ­გაზ­რდა, უსიმპტო­მო ქალ­ბა­ტო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას და­ემ­თხვა ჩემი ცუ­დად გახ­დო­მა და ამან ძა­ლი­ან იმოქ­მე­და..." - თი­კამ თით­ქმის ყვე­ლა კი­თხვას ამომ­წუ­რა­ვად უპა­სუ­ხა პირ­და­პირ ეთერ­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლეილა
14

მიყვარს ეს გოგო გამოჯანმრთელებას გისურვებ.ლეილა

vika
10

ყოჩაღ. თიკა. ეს ვერაგი ვირუსია, მართვა უნდა ბინაზეც და ანალიზის აღება. აუცილებელია. ყოველდღიურ რეჟიმში. ამას უნდა მიექცეს ყურადღება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"უსიმპტომო ქალბატონის გარდაცვალებას დაემთხვა ჩემი ცუდად გახდომა... მეც მეშინოდა" - რას ჰყვება თიკა ფაცაცია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

"უსიმპტომო ქალბატონის გარდაცვალებას დაემთხვა ჩემი ცუდად გახდომა... მეც მეშინოდა" - რას ჰყვება თიკა ფაცაცია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

თიკა ფაცაცია თითქმის ორი კვირაა, რაც ეთერიდან გაუჩინარდა. როგორც აღმოჩნდა, ტელეწამყვანს კორონავირუსი დაუდგინდა და სახლში მკურნალობდა.

ინფიცირებიდან ბოლო დღეს, როდესაც საბოლოოდ დარწმუნდა, რომ კოვიდი დაამარცხა, ინსტაგრამზე პირდაპირი ეთერი ჩართო და საუბარი ასე დაიწყო: "გამარჯობა... მე მზად ვარ ვილაპარაკო იმაზე, რომ მე დავამარცხე კოვიდი".

25 წუთის მანძილზე პირდაპირ ეთერში ტელეწამყვანმა თაყვანისმცემლების კითხვებს გულახდილად და ამომწურავად უპასუხა:

"დღეს არის ბოლო დღე, როდესაც უბრალოდ დრო გამყავს და ხვალიდან შევუერთდები ჩემს ოჯახის წევრებს. მინდა, ახლა თავისუფლად ვისაუბრო ამაზე, რადგან საქართველოში მძვინვარებს კორონავირუსი. ძალიან დამეხმარნენ ის ადამიანები, ვინც მანამდე იყვნენ კოვიდინფიცირებულები, ნოდიკო ტატიშვილი, კახა მიქიაშვილი, რომელმაც მთავარი იმედი ჩამისახა, ისიც ჩემსავით ჩუმად იბრძოდა.

მარტში უფრო მეშინოდა და უფრო წივილ-კივილში ვიყავი, ვიდრე ახლა. ვირუსი ჩემი სტუმრისგან გადამედო, რომელიც ჩემი დიდი ოჯახის წევრია. ჩემს ოთახ-გარდერობში ვიყავით და სამოსს რომელსაც მე ვეღარ ვიყენებ, პატარა მაქვს მისთვის ვარჩევდი და მოზომვაში ვიყავით...

მაშინ არ ჰქონდა ცხადია სიმპტომები და მეც მერე გამომივლინდა. დამეწყო ძალიან ძლიერი თავის ტკივილით, ერთი დღე მტკიოდა, მეორე დილას სიცხიანმა გავიღვიძე. პირველ ტესტს არ ვენდე და შემდეგ მეორე გავიკეთე. დადასტურების შემდეგ ყველა კონტაქტს დავურეკე, საბედნიეროდ კლასტერი არ მყავს. ყველაზე საოცარი ის არის, რომ წინა საღამოს, სანამ სიცხიანი გავიღვიძებდი, ისეთი შემოტევა დამემართა, რომ ოჯახის ყველა წევრი კოცნებით ავავსე, მეუღლე, შვილები, რა მეტაკა არ ვიცი, მერე ამაზე ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ გადარჩა ყველა.

კარგი იმუნიტეტი თუ გაქვთ ნუ გეშინიათ, მე ამ პერიოდში დაბალი მქონდა იმუნიტეტი და მომერია. არ მინდოდა ამის აფიშირება, რადგან ძალიან შეშინებული ვიყავი. ღმერთმა ნუ გამოგაცდევინოთ, არავის ვუსურვებ. ჩემი კოვიდი დასრულებულია, მაგრამ ძალიან მალე ვიღლები და ძალიან მალე მივარდება სუნთქვა. დამეკარგა ყნოსვა და გემოს შეგრძნება. ვირუსის გადატანის შემდეგ მნიშვნელოვანია, გამოგიმუშავდათ თუ არა ანტისხეულები. თუ გამოგიმუშავდათ, მაშინ კარგა ხანს დაისვენებთ. საერთოდ სუსტი სისხლძარღვები მაქვს, თრომბისკენ მიდრეკილი ვარ, ორსულობას გეტრებსაც ვატარებდი, ამიტომ გავიკეთე ანალიზები, მაგრამ ამ შემთხვევაში არ დამჭირდა არანაირი წამლის მიღება. ბევრს დავდიოდი, გამოკეტილი ვარ პატარა ოთახში და აივანზე, 5000 ნაბიჯზე ავდიოდი დღეში. ასევე ვსვამდი ბევრ ლიმნიან წყალს.

რაც შეეხება მოწევას, მე ერთი წელია აღარ გავკარებივარ თამბაქოს და ესეც კარგი იყო ჩემს შემთხვევაში. ცხადია, ვიცი ისეთი ხალხი, მწეველები ვინც ვირუსი დაამარცხა, მაგრამ არაა მაინც სასურველი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე განწყობაზე მუშაობას. მქონდა პოზიტიური მუსიკა ჩართული, ყველაფერი დასაშვები მქონდა, რაც იმედს მომცემდა და გულს მიხარებდა.

თავიდან სამი დღე ყველანაირი ზარი მაღიზიანებდა. განსაკუთრებულად ოჯახის წევრებს რომ მოიკითხავდნენ, რადგან ძალიან მეშინოდა. 6 დღე იყო ჩემთვის გარდამტეხი, რადგან სუნთქვის გაძნელება მქონდა, პირველი ორი დღე საერთოდ ვერ ვდგებოდი. მესამე დღეს ავდექი და დავიწყე ლოგინის ალაგება. ყველას შემთხვევა მაინც ინდივიდუალურია, შეუძლებელი არაფერია. მეუბნებოდნენ სახლში რატომ ხარო, მაგრამ ჩემზე მძიმე პაციენტებს სჭირდებათ საავადმყოფოს სივრცე და ჯობია არ დავაკავო.

უბრალოდ ჩემთვის სანდო ექიმებს ვეუბნებოდი, რა მექნა. მე მიყვარს ექიმები, რომლებიც არ ნიშნავენ წამლებს. ვსვამდი ბევრ წყალს ჩაის, ლიმნიან წყალს, რაც შეიძლება მეტი სითხე, მონაცვლეობით ვსვამდი ორივეს. მე ვიცი, რომ ოჯახის ექიმებზე ბევრს გული გწყდებათ, რომ არ არიან აქტიურები, მაგრამ პირველად რომ დაგირეკავენ, შემდეგ დაიმახსოვრეთ მისი ნომერი და თქვენ დაურეკეთ ხოლმე.

რაც შეეხება უკეთ გახდომას, კოვიდით დაინფიცირებიდან მეექვსე დღეს მქონდა დაბადების დღე, ეს იყო ყველაზე უჩვეულო დაბადების დღე, მაგრამ ძალიან ბევრი სიყვარული მივიღე და სუნთქვა მიჭირდა მახსოვს. მეშვიდე დღიდან უკვე კარგად ვარ. ხველა საერთოდ არ მქონია, ერთი დღე მქონდა მხოლოდ სუნთქვის გაძნელება. შიში ოხერია, ყველას ვეუბნებოდი და მეც მეშინოდა, რადგან ვენების პრობლემა მაქვს და თან ახალგაზრდა, უსიმპტომო ქალბატონის გარდაცვალებას დაემთხვა ჩემი ცუდად გახდომა და ამან ძალიან იმოქმედა..." - თიკამ თითქმის ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა პირდაპირ ეთერში.

"ჩვენი მეგობარი ბიზნესმენი გართულებული მდგომარეობის გამო გადავაფრინეთ უცხოეთში... ძალიან ახლოს მოვიდა კორონა" - სოსო ფხაკაძე

ქუთაისში კორონავირუსით ტრავმატოლოგი ზურაბ არდაზიშვილი გარდაიცვალა

სიახლე მძღოლებისთვის - ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება