უახლოეს თვეებში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ვითარება ძალიან რთული იქნება, - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ ვდგავართ კოვიდ-19-ის პანდემიის კრიტიკულად მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. შემდეგი რამდენიმე თვე ძალიან რთული იქნება. ზოგიერთი ქვეყანა ძალიან სახიფათო ტრაექტორიაზეა", - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ბევრი სახელმწიფო შეეჯახა დაავადების მკვეთრ ზრდას, რაც უახლოეს მომავალში ჯანდაცვის სისტემის რესურსების მალე ამოწურვას გამოიწვევს.
ის მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს, მიიღონ სასწრაფო ზომები და აღკვეთონ სიკვდილიანობის ზრდა და სკოლების დაკეტვა.