მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"82 წლის ქალი შეაშინეს და დააწვინეს 5 ინფიცირებულთან ერთად... ასე იზრდება კორონიანების რაოდენობა" - რას წერს ჟურნალისტი
"82 წლის ქალი შეაშინეს და დააწვინეს 5 ინფიცირებულთან ერთად... ასე იზრდება კორონიანების რაოდენობა" - რას წერს ჟურნალისტი

ჟურ­ნა­ლის­ტი ნე­ლი­კო ვარ­დი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის არა­ე­ფექ­ტუ­რო­ბა­ზე წერს. კონ­კრე­ტუ­ლად, ამ­ბობს, რომ მის 82 წლის დე­დას კო­რო­ნა­ვირუ­სი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ე­დო, რო­დე­საც ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან ერ­თად პა­ლა­ტა­ში მო­ა­თავ­სეს.

ჟურ­ნა­ლის­ტის პოსტს უც­ვლე­ლას გთა­ვა­ზობთ:

"ვა­ქი­რე­ლე­ბის­თვის! იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, ეს და­მე­წე­რა. ანუ სი­მარ­თლე. ორი დღის წინ, დე­და­ჩემს და­ე­მარ­თა ცის­ტი­ტი, იმის გამო, რომ ფე­ხე­ბი გა­უ­ცივ­და და ამის ნი­ა­დაგ­ზე მის­ცა სი­ცხე 37,5. რად­გან 10-15 წლის წინ მას ჰქონ­და პლევ­რი­ტი, ისიც გა­ცი­ე­ბის გამო და ძლივს გა­მოვ­ტა­ცეთ სიკ­ვდილს ხე­ლი­დან, მარ­ჯვე­ნა ფილ­ტვი აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბის დროს ყო­ველ­თვის ვში­შობ პლევ­რიტ­ზე და მომ­ყავს ექი­მი ფილ­ტვე­ბის გა­ს­ა­სინ­ჯად. უბ­ნის ექიმ­თან მი­ვე­დი და არ გა­მომ­ყვა, ჩვენ დის­ტან­ცი­უ­რად ვმუ­შა­ობთ, როცა სი­ცხე აქვს პა­ცი­ენტს და ამი­ტომ, სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხე, ის გა­უ­სინ­ჯავს ფილ­ტვებ­სო. გა­მო­ვი­ძა­ხე სას­წრა­ფო. სას­წრა­ფოს ექი­მი ჩხუ­ბით და­მე­კონ­ტაქ­ტა, უბ­ნის ექი­მი არ გყავთ, ის ვერ მო­იყ­ვა­ნე, 37 სი­ცხე­ზე სას­წრა­ფოს რა­ტომ იძა­ხებ­თო. და­ვი­ბე­ნი და შე­ვე­კა­მა­თე, ცხა­დია, დან­გრე­უ­ლი ჯან­დაც­ვის თა­ვად ვერ გა­უ­გი­ათ ვე­რა­ფე­რი და მე რო­გორ უნდა გა­ვი­გო?

ნუ მოკ­ლედ, სი­ცხე არ აღ­მო­აჩ­ნდა ამ­ჯე­რად დე­დას, მაგ­რამ ფილ­ტვე­ბი შე­უ­მოწ­მა და ან­თე­ბაა მარ­ჯვე­ნა­შიო, მი­თხრა. ამი­ტომ უარი არ ვთქვი სტა­ცი­ო­ნარ­ში მის წაყ­ვა­ნა­ზე. წნო­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს ბოქ­სი­რე­ბულ პა­ლა­ტა­ში. ხში­რად ვაკ­რი­ტი­კებ ამ სა­ა­ვად­მყო­ფოს, მაგ­რამ ამ­ჯე­რად მად­ლო­ბის მეტი არა­ფე­რი მეთ­ქმის, მო­ა­თავ­სეს ვიპ პა­ლა­ტა­ში და მი­თხრეს, რომ ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა ქონ­და.

მერე გა­და­უ­ღეს რენდგე­ნი და მარ­ჯვე­ნა ფილ­ტვზე ან­ტე­ბის და­სა­წყი­სი­აო, ამიხ­სნეს. ად­რეც გვქონ­და ანა­ლო­გი­უ­რი შემ­თხვე­ვა, რად­გან დედა პნევ­მო­ნი­ა­გა­და­ტა­ნი­ლია და ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩირ­ქს უღებ­დნენ ამ ფილ­ტვი­დან, აქვს ნა­წი­ბუ­რე­ბი და ეშ­ლე­ბათ ან­თე­ბა­ში. ამ­ჯე­რად თავი რა­ტომ­ღაც არ გა­მო­ვი­დე და არ ვუ­თხა­რი, რომ შე­იძლბა შეც­დნენ და ვი­ფიქ­რე, ერთი დღე იწ­ვეს, გა­დას­ხმებს გა­უ­კე­თე­ბენ და მო­ყო­ჩაღ­დე­ბა მეთ­ქი. თურ­მე ეს არ უნდა მექ­ნა და სა­ერ­თო­დაც, არ უნდა და­მე­რე­კა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა­ში.

რად­გან სი­ცხე ქონ­და, აუ­ღეს კო­რო­ნა­ტეს­ტი და კარ­გად მყო­ფი ადა­მი­ან­ზე, მე­ო­რე დღეს მი­თხრეს, რომ კო­რო­ნა ქონ­და. არა­ვი­სი მტე­რი არ ვარ და ცხა­დია, არც სა­კუ­თა­რი თა­ვის. თუ ვინ­მე ყო­ფი­ლა ჩემ­თან ერთი თვის წინ კი არა, ერთი წლის წი­ნაც, არა­ვის არ აქვს კო­რო­ნა, არც ქო­ნია. ცო­ცხა­ლი კო­რო­ნი­ა­ნი არც მი­ნა­ხავს და მით უფრო, დე­და­ჩე­მი, რო­მე­ლიც 24 სა­ა­თის სახ­ლშია ჩა­კე­ტი­ლი, სა­ი­დან გა­და­ეყ­რე­ბო­და?

სხვა­ნა­ი­რად კი­დევ, კო­რო­ნა თუ ფრი­ნავს, უნდა გვი­თხრან. მოკ­ლედ, წუ­ხელ ღა­მის 3 სა­ათ­ზე მი­რე­კავს სა­ა­ვად­მყო­ფო­დან ექი­მი, რომ სწრა­ფი ტექ­ტით, რო­მე­ლიც ლუ­გარ­ში კი არა, ცი­ტო­ში შე­ა­მოწ­მეს, აღ­მო­აჩ­ნდა კო­რო­ნა და უკვე გა­მო­ი­ძა­ხეს კა­ტას­ტრო­ფის მან­ქა­ნა. ღა­მის 3 სა­ათ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს, დაგ­ვა­პა­ნი­კეს, 82 წლის ქალი შე­ა­ში­ნეს, დას­ტრე­სეს და ისე, რომ არ გა­და­უ­მოწ­მე­ბი­ათ ლუ­გარ­ში ანა­ლი­ზი, და­აწ­ვი­ნეს 5 კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან ერ­თად პა­ლა­ტა­ში. ახლა გა­სინ­ჯავს ლუ­გა­რი და ცხა­დია, ექ­ნე­ბა კო­რო­ნა.

აი, ასე იზ­რდე­ბა კო­რო­ნი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა- გა­და­უ­მოწ­მებ­ლად, სა­ხელ­და­ხე­ლოდ აღე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბით და მერე, ერ­თმა­ნე­თი­დან გა­და­დე­ბა არაა რთუ­ლი. 82 წლის დე­დას, რო­მელ­საც აქვს დი­ა­ბე­ტი, წნე­ვა და სხვა, ასა­კობ­რი­ვი ავად­მყო­ფო­ბე­ბიც, იმე­დია, არ მო­მიკ­ლა­ვენ. ახლა დავ­რე­კე და მი­თხრა, სა­უ­კე­თე­სოდ ვარ, არა­ფე­რი მა­წუ­ხებს, აქ რა მინ­და, ვერ გა­მი­გი­აო.

კარგ პი­რო­ბებ­ში არის, ამა­ზე ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, მაგ­რამ გა­მა­გე­ბი­ნოს ვინ­მემ, გა­და­უ­მოწ­მებ­ლად შე­იძ­ლე­ბა, კო­ვი­დი­ან პა­ცი­ენ­ტებ­თან რის­კჯ­გუ­ფის ადა­მი­ა­ნი შე­უშ­ვა? რა­ტომ არ და­აწ­ვი­ნეს ცალ­კე და თუ ლუ­გა­რი და­ად­გენ­და იგი­ვეს, მერე გა­და­ეყ­ვა­ნათ.რას აკე­თებ ჯან­დაც­ვა? ხო­ცავთ ხალ­ხს, ხომ? მით უფრო, რომ ამ საქ­მის ჩა­ლიჩ­მა­ის­ტე­რი ტრო­ი­კა გვე­უბ­ნე­ბა, ოჯა­ხის ექიმ­მა უნდა მოგ­ხე­დო­თო, სწრაფ ტეს­ტებს ცდო­მი­ლე­ბა აქ­ვსო...

თუ ასეა, რა­ტომ უშ­ვებთ ხალ­ხს პირ­და­პირ ეშა­ფოტ­ზე? ად­ვი­ლად მო­სა­ცი­ლებ­ლე­ბი არი­ან მო­ხუ­ცე­ბი, ხო?სა­მი­ვეს- გამ­ყრე­ლი­ძეს, იმ­ნა­ძე­სა და ცერ­ცვა­ძეს კარ­გად ვიც­ნობ. იმ­ნა­ძის საქ­ცი­ე­ლი ნამ­დვი­ლად მიკ­ვირს, ცერ­ცვა­ძემ თა­ვი­სი პრო­ტეს­ტი და­ა­ფიქ­სი­რა და გამ­გე­ბიც გა­ი­გებ­და მისი ქმე­დე­ბი­დან ყვე­ლა­ფერს. გამ­ყრე­ლი­ძის პერ­სო­ნას კი უკო­მენ­ტა­როდ დავ­ტო­ვებ ჯერ...

რო­გორც ჩანს, ამი­ტომ გვი­ა­ნონ­სებ­დნენ კუ­ბო­ებს, სიკ­ვდილს და ჯან­და­ბას, თო­რემ რა იცის იმ­ნა­ძემ რა მოხ­დე­ბა, ვან­გაა? წი­ნათ ყვე­ლა­ფერ­ზე გვე­უბ­ნე­ბო­და ჟურ­ნა­ლის­ტებს, სა­გან­გა­შო არა­ფე­რი­აო და ახლა გან­გა­ში და ნერ­ვი­უ­ლო­ბა წა­მა­ლი გახ­და?და კი­დევ, მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კე­ბო, ნუ ხდით კო­ვიდს სტიგ­მად და ნუ აში­ნებთ ხალ­ხს. სო­ფელ­ში ხმებს ავ­რცე­ლე­ბენ, თით­ქოს მე მყავ­და სტუმ­რე­ბი და მათ აღ­მო­აჩ­ნდათ კო­ვი­დი, არა­ვის არა­ფე­რი აღ­მო­ჩე­ნია, არც ქო­ნია არა­ვის ეს ვირუ­სი, და­ნარ­ჩე­ნი, ყვე­ლა­ფე­რი მო­გი­ყე­ვით.სხვა სა­ლა­პა­რა­კოა ჩემი სახ­ლში გა­მო­კეტ­ვა.

ჯერ მი­თხრეს 5 ოქ­ტომ­ბრამ­დე ვერ გახ­ვა­ლო, არა­და, დე­დას­თან კონ­ტაქ­ტი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის წა­მე­ბის მერე აღარ მქო­ნია და დღე­ი­დან ამით­ვა­ლეს 12 დღე. რო­გორ მე ვიცი და გვაწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას. ჯან­დაც­ვის მა­მებ­მა 8 დღემ­დე და­იყ­ვა­ნეს კა­რან­ტი­ნი და მა­ინ­ცდა­მა­ინც ჩემ­თვის დარ­ჩა ძა­ლა­ში 12 დღი­ა­ნი ჩა­კეტ­ვა? იქ­ნებ ვინ­მეს არ აწყობს ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა? აი, ახლა კი მარ­თლა ამოგ­თხრით ამო­სა­თხრე­ლებს.ბო­დი­ში, ვინ­მე ჩემს გამო თუ შე­ა­წუ­ხეს და და­ა­პა­ნი­კეს. ჯან­მრთე­ლი დედა და­მი­კო­რო­ნეს!!! რა­ტომ? ესეც გა­ირ­კვე­ვა" - წერს ნე­ლი­კო ვარ­დი­აშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
13

დედამისი ხომ გადის მაღაზიაში? სახლში მეზობლები არ მისდიან??? ეს ვერაა კარგად! აბა, საერთო პალკატაში უნდა დაეწვინათ პირველადი დადასტურებით და სხვები დაეავადებინა??? დედამისს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ამან იკურნალოს ან ცოთა იაროს პარტიულ შეკრებებზე

ვიკა
22

ვერ გავიგე. ვერაფერი, ხან წერენ კორონიანებს საავადმყოფოებდი არ იღებენო ადგილები აღარ აქვთო. ახლა აქეთ იქით დააწფოლებენ , კორონაზე ყველას საეჭვო შემთხვევას ამოწმებენ. და ჯანმრთელიც უკორონო კორონიანებთან მიყავთ. მოკლედ დიდი. ანარქიააა . მე მოვუწოდებ ყველას ძალიან გაფრთხილდნენ და ნუ დაიმართებენ ამ ბნელ ვირუსს. ცდება ეს ტესტები ეტყობა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"82 წლის ქალი შეაშინეს და დააწვინეს 5 ინფიცირებულთან ერთად... ასე იზრდება კორონიანების რაოდენობა" - რას წერს ჟურნალისტი

"82 წლის ქალი შეაშინეს და დააწვინეს 5 ინფიცირებულთან ერთად... ასე იზრდება კორონიანების რაოდენობა" - რას წერს ჟურნალისტი

ჟურნალისტი ნელიკო ვარდიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ჯანდაცვის სისტემის არაეფექტურობაზე წერს. კონკრეტულად, ამბობს, რომ მის 82 წლის დედას კორონავირუსი საავადმყოფოში გადაედო, როდესაც ინფიცირებულებთან ერთად პალატაში მოათავსეს.

ჟურნალისტის პოსტს უცვლელას გთავაზობთ:

"ვაქირელებისთვის! იძულებული გავხდი, ეს დამეწერა. ანუ სიმართლე. ორი დღის წინ, დედაჩემს დაემართა ცისტიტი, იმის გამო, რომ ფეხები გაუცივდა და ამის ნიადაგზე მისცა სიცხე 37,5. რადგან 10-15 წლის წინ მას ჰქონდა პლევრიტი, ისიც გაციების გამო და ძლივს გამოვტაცეთ სიკვდილს ხელიდან, მარჯვენა ფილტვი აქვს დაზიანებული. ტემპერატურის მატების დროს ყოველთვის ვშიშობ პლევრიტზე და მომყავს ექიმი ფილტვების გასასინჯად. უბნის ექიმთან მივედი და არ გამომყვა, ჩვენ დისტანციურად ვმუშაობთ, როცა სიცხე აქვს პაციენტს და ამიტომ, სასწრაფო გამოიძახე, ის გაუსინჯავს ფილტვებსო. გამოვიძახე სასწრაფო. სასწრაფოს ექიმი ჩხუბით დამეკონტაქტა, უბნის ექიმი არ გყავთ, ის ვერ მოიყვანე, 37 სიცხეზე სასწრაფოს რატომ იძახებთო. დავიბენი და შევეკამათე, ცხადია, დანგრეული ჯანდაცვის თავად ვერ გაუგიათ ვერაფერი და მე როგორ უნდა გავიგო?

ნუ მოკლედ, სიცხე არ აღმოაჩნდა ამჯერად დედას, მაგრამ ფილტვები შეუმოწმა და ანთებაა მარჯვენაშიო, მითხრა. ამიტომ უარი არ ვთქვი სტაციონარში მის წაყვანაზე. წნორის საავადმყოფოში მოათავსეს ბოქსირებულ პალატაში. ხშირად ვაკრიტიკებ ამ საავადმყოფოს, მაგრამ ამჯერად მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მოათავსეს ვიპ პალატაში და მითხრეს, რომ ფილტვების ანთება ქონდა.

მერე გადაუღეს რენდგენი და მარჯვენა ფილტვზე ანტების დასაწყისიაო, ამიხსნეს. ადრეც გვქონდა ანალოგიური შემთხვევა, რადგან დედა პნევმონიაგადატანილია და ერთი თვის განმავლობაში ჩირქს უღებდნენ ამ ფილტვიდან, აქვს ნაწიბურები და ეშლებათ ანთებაში. ამჯერად თავი რატომღაც არ გამოვიდე და არ ვუთხარი, რომ შეიძლბა შეცდნენ და ვიფიქრე, ერთი დღე იწვეს, გადასხმებს გაუკეთებენ და მოყოჩაღდება მეთქი. თურმე ეს არ უნდა მექნა და საერთოდაც, არ უნდა დამერეკა სასწრაფო დახმარებაში.

რადგან სიცხე ქონდა, აუღეს კორონატესტი და კარგად მყოფი ადამიანზე, მეორე დღეს მითხრეს, რომ კორონა ქონდა. არავისი მტერი არ ვარ და ცხადია, არც საკუთარი თავის. თუ ვინმე ყოფილა ჩემთან ერთი თვის წინ კი არა, ერთი წლის წინაც, არავის არ აქვს კორონა, არც ქონია. ცოცხალი კორონიანი არც მინახავს და მით უფრო, დედაჩემი, რომელიც 24 საათის სახლშია ჩაკეტილი, საიდან გადაეყრებოდა?

სხვანაირად კიდევ, კორონა თუ ფრინავს, უნდა გვითხრან. მოკლედ, წუხელ ღამის 3 საათზე მირეკავს საავადმყოფოდან ექიმი, რომ სწრაფი ტექტით, რომელიც ლუგარში კი არა, ციტოში შეამოწმეს, აღმოაჩნდა კორონა და უკვე გამოიძახეს კატასტროფის მანქანა. ღამის 3 საათზე გადაიყვანეს, დაგვაპანიკეს, 82 წლის ქალი შეაშინეს, დასტრესეს და ისე, რომ არ გადაუმოწმებიათ ლუგარში ანალიზი, დააწვინეს 5 კოვიდინფიცირებულთან ერთად პალატაში. ახლა გასინჯავს ლუგარი და ცხადია, ექნება კორონა.

აი, ასე იზრდება კორონიანების რაოდენობა- გადაუმოწმებლად, სახელდახელოდ აღებული ტესტებით და მერე, ერთმანეთიდან გადადება არაა რთული. 82 წლის დედას, რომელსაც აქვს დიაბეტი, წნევა და სხვა, ასაკობრივი ავადმყოფობებიც, იმედია, არ მომიკლავენ. ახლა დავრეკე და მითხრა, საუკეთესოდ ვარ, არაფერი მაწუხებს, აქ რა მინდა, ვერ გამიგიაო.

კარგ პირობებში არის, ამაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ გამაგებინოს ვინმემ, გადაუმოწმებლად შეიძლება, კოვიდიან პაციენტებთან რისკჯგუფის ადამიანი შეუშვა? რატომ არ დააწვინეს ცალკე და თუ ლუგარი დაადგენდა იგივეს, მერე გადაეყვანათ.რას აკეთებ ჯანდაცვა? ხოცავთ ხალხს, ხომ? მით უფრო, რომ ამ საქმის ჩალიჩმაისტერი ტროიკა გვეუბნება, ოჯახის ექიმმა უნდა მოგხედოთო, სწრაფ ტესტებს ცდომილება აქვსო...

თუ ასეა, რატომ უშვებთ ხალხს პირდაპირ ეშაფოტზე? ადვილად მოსაცილებლები არიან მოხუცები, ხო?სამივეს- გამყრელიძეს, იმნაძესა და ცერცვაძეს კარგად ვიცნობ. იმნაძის საქციელი ნამდვილად მიკვირს, ცერცვაძემ თავისი პროტესტი დააფიქსირა და გამგებიც გაიგებდა მისი ქმედებიდან ყველაფერს. გამყრელიძის პერსონას კი უკომენტაროდ დავტოვებ ჯერ...

როგორც ჩანს, ამიტომ გვიანონსებდნენ კუბოებს, სიკვდილს და ჯანდაბას, თორემ რა იცის იმნაძემ რა მოხდება, ვანგაა? წინათ ყველაფერზე გვეუბნებოდა ჟურნალისტებს, საგანგაშო არაფერიაო და ახლა განგაში და ნერვიულობა წამალი გახდა?და კიდევ, მედიცინის მუშაკებო, ნუ ხდით კოვიდს სტიგმად და ნუ აშინებთ ხალხს. სოფელში ხმებს ავრცელებენ, თითქოს მე მყავდა სტუმრები და მათ აღმოაჩნდათ კოვიდი, არავის არაფერი აღმოჩენია, არც ქონია არავის ეს ვირუსი, დანარჩენი, ყველაფერი მოგიყევით.სხვა სალაპარაკოა ჩემი სახლში გამოკეტვა.

ჯერ მითხრეს 5 ოქტომბრამდე ვერ გახვალო, არადა, დედასთან კონტაქტი საავადმყოფოში მიყვანის წამების მერე აღარ მქონია და დღეიდან ამითვალეს 12 დღე. როგორ მე ვიცი და გვაწვდიან ინფორმაციას. ჯანდაცვის მამებმა 8 დღემდე დაიყვანეს კარანტინი და მაინცდამაინც ჩემთვის დარჩა ძალაში 12 დღიანი ჩაკეტვა? იქნებ ვინმეს არ აწყობს ჩემი პოლიტიკური აქტიურობა? აი, ახლა კი მართლა ამოგთხრით ამოსათხრელებს.ბოდიში, ვინმე ჩემს გამო თუ შეაწუხეს და დააპანიკეს. ჯანმრთელი დედა დამიკორონეს!!! რატომ? ესეც გაირკვევა" - წერს ნელიკო ვარდიაშვილი.

"ჩემი ტრაგედია უსაზღვროა... კორონავირუსით გარდამეცვალა მამა, კოვიდით ვარ ძალიან ცუდათ მეც" - გიორგი ფანცულაია

"თვეები კლინიკიდან არ გასულა, საკვებს არ ღებულობს... ერთ დღეს თეონა წაიქცა" - ახალგაზრდა ექიმი ქუთაისიდან, რომელიც ინფიცირებულ მშობიარეებს მკურნალობს

"როგორ დაკარგეს სახე გოგორიშვილმა და ბარამიძემ, სკამებზე გაცვალეს ყველაფერი" - ნინო ჟვანია