"საქართველოს ბანკზე" თავდასხმისას მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირი დავით ხვიბლიანი ცილისწამებას უწოდებს ინფორმაციას, სადაც ითქვა, რომ ის "ფეიკმძევალია".
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ეს იყო ცილისწამება, რასაც ჩემზე ავრცელებენ. ჩემი ღირსებაც შელახეს, ჩემი - სამსახურიც. არც ერთ ჯარისკაცს პატივი არ სცეს. ეს ქართველი სულის ადამიანისთვის ლამაზი საქციელი არ არის" - აღნიშნა ხვიბლიანმა.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ უცნობმა წყარომ მას მძარცველის ვინაობა დაუსახელა და ორი "ფეიკ" მძევალი ამოიცნო.
"სამი მძევლიდან ორი იყო „ფეიკ“ მძევალი, სინამდვილეში მძევლად აყვანის თანამონაწილე, ასევე შეიარაღებული. ერთ-ერთის სახელი დავით ხვიბლიანია“, - წერს გვარამია „ფეისბუქში“.