კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხელი ხაზების გადატვირთულობის პრობლემები მოხსნილია, პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება" - ნათია მეზვრიშვილი
"ცხელი ხაზების გადატვირთულობის პრობლემები მოხსნილია, პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება" - ნათია მეზვრიშვილი

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც ცხე­ლი ხა­ზე­ბის გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მოხ­სნი­ლია და პირ­ვე­ლად ჯან­დაც­ვა­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბიც ეტა­პობ­რი­ვად სწორ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა უწყე­ბათ­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის გან­მარ­ტე­ბით, თუკი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პირ­ბა­დეს ატა­რე­ბენ და და­ი­ცა­ვენ დის­ტან­ცი­ას, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა 70%-ით შემ­ცირ­დე­ბა.

„დღეს 1759 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, ზო­გა­დად, მა­ტე­ბის ტენ­დენ­ცია გრძელ­დე­ბა და ეს პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა, ანუ შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა კი­დევ იქ­ნე­ბა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, დღეს ჩვენ გვაქვს პირ­ვე­ლი დღე, როცა ადაპ­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში გარ­კვე­უ­ლი სტა­ბი­ლუ­რო­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ხარ­ვე­ზე­ბი, რა თქმა უნდა, ბევ­რია, ამა­ზე ჩვენ არა­ერ­თხელ გვი­სა­უბ­რია, თუმ­ცა, ეს ხარ­ვე­ზე­ბი რაც მარ­თვის პრო­ცეს­შია, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ სწორ­დე­ბა და ამ პრო­ცეს­ში შტა­ბი, თი­თო­ე­უ­ლი სა­მი­ნის­ტრო და ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი ჩარ­თუ­ლია. ის გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო ცხე­ლი ხა­ზე­ბის გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბას­თან, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს პრობ­ლე­მე­ბი მოხ­სნი­ლია და პირ­ვე­ლად ჯან­დაც­ვა­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბიც ამ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­ში ეტა­პობ­რი­ვად სწორ­დე­ბა. ადაპ­ტა­ცი­ის და მარ­თვის ეტაპ­ზე, ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა გახ­ლავთ, რომ ამ პრო­ცე­სის მარ­თვა­დო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, მხო­ლოდ ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით არის შეს­ძლე­ბე­ლი, რა­შიც იგუ­ლის­ხმე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ამ წე­სე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან წე­სე­ბის და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და ამ წე­სე­ბის და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა რა თქმა უნდა, შე­სა­ბა­მი­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის და კერ­ძო ორ­გან­ზი­ა­ცი­ე­ბის მიერ. თუ ჩვენ გვექ­ნე­ბა წე­ე­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით, პირ­ბა­დის ტა­რე­ბის და დის­ტან­ცი­ის დაც­ვის ნა­წილ­ში 90%-იანი შეს­რუ­ლე­ბა, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­ნე­ლე­ბა 70%-ით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამი­ტომ, ეს გახ­ლავთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა უნდა და­ი­მახ­სოვ­როს“, - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

მეზვრიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე დე­და­ქა­ლაქ­ში მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის შე­ზღუდ­ვა არ გა­ნი­ხი­ლე­ბა. ამას­თან, მეზვრიშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რა შემ­თხვე­ვა­შია მკაც­რად რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი გარე სივ­რცე­ში პირ­ბა­დის გა­კე­თე­ბა.

„გარე სივ­რცე­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, მათ შო­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი გა­ჩე­რე­ბე­ბი. ამას გა­ა­კონ­ტრო­ლებს პო­ლი­ცია და შრო­მის ინ­სპექ­ცია. თუ ვდგა­ვართ 5 ადა­მი­ა­ნი და დის­ტან­ცი­ას ვერ ვი­ცავთ, ან არ არის ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პირ­ბა­დე გვე­კე­თოს. სა­სურ­ვე­ლია პირ­ბა­დე ეკე­თოთ მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც, რომ­ლე­ბიც გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან ფე­ხით სამ­სა­ხურ­ში. გვაქვს სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი ქუ­ჩა­ში, რო­დე­საც დის­ტან­ცი­ის დაც­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. აქ რა თქმა უნდა, მკაც­რად რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია, რომ პირ­ბა­დე გვე­კე­თოს. მაგ­რამ, თუ გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნე­ბი არ იმ­ყო­ფე­ბი­ან და დის­ტან­ცი­ის დარ­ღვე­ვას ად­გი­ლი არ აქვს, იქ ვი­ტყო­დი, რომ სა­სურ­ვე­ლია“ , - აღ­ნიშ­ნა ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ცხელი ხაზების გადატვირთულობის პრობლემები მოხსნილია, პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება" - ნათია მეზვრიშვილი

"ცხელი ხაზების გადატვირთულობის პრობლემები მოხსნილია, პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება" - ნათია მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ის პრობლემები, რომელიც ცხელი ხაზების გადატვირთულობასთან იყო დაკავშირებული, მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ნათია მეზვრიშვილმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, თუკი, მოქალაქეები პირბადეს ატარებენ და დაიცავენ დისტანციას, ვირუსის გავრცელება 70%-ით შემცირდება.

„დღეს 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ზოგადად, მატების ტენდენცია გრძელდება და ეს პროცესი გაგრძელდება, ანუ შემთხვევების მატება კიდევ იქნება. ამის მიუხედავად, დღეს ჩვენ გვაქვს პირველი დღე, როცა ადაპტაციის პროცესში გარკვეული სტაბილურობა შეინიშნება. ხარვეზები, რა თქმა უნდა, ბევრია, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა, ეს ხარვეზები რაც მართვის პროცესშია, ნაბიჯ-ნაბიჯ სწორდება და ამ პროცესში შტაბი, თითოეული სამინისტრო და ყველა შესაბამისი პასუხისმგებელი პირი ჩართულია. ის გარკვეული პრობლემები, რომელიც დაკავშირებული იყო ცხელი ხაზების გადატვირთულობასთან, შეიძლება ითქვას, რომ ეს პრობლემები მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ამ მიმდინარე პროცესში ეტაპობრივად სწორდება. ადაპტაციის და მართვის ეტაპზე, ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ, რომ ამ პროცესის მართვადობა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ, რაც ბუნებრივია, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესძლებელი, რაშიც იგულისხმება სახელმწიფოს მხრიდან ამ წესების აღსრულება, მოქალაქეების მხრიდან წესების და რეკომენდაციების შესრულება და ამ წესების და რეკომენდაციების შესრულება რა თქმა უნდა, შესაბამისი დაწესებულებების და კერძო ორგანზიაციების მიერ. თუ ჩვენ გვექნება წეესების შესრულების, განსაკუთრებით, პირბადის ტარების და დისტანციის დაცვის ნაწილში 90%-იანი შესრულება, ვირუსის გავრცელების შენელება 70%-ით არის შესაძლებელი. ამიტომ, ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი, რაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაიმახსოვროს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა არ განიხილება. ამასთან, მეზვრიშვილმა განმარტა, რა შემთხვევაშია მკაცრად რეკომენდირებული გარე სივრცეში პირბადის გაკეთება.

„გარე სივრცეში იგულისხმება ყველაფერი, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერებები. ამას გააკონტროლებს პოლიცია და შრომის ინსპექცია. თუ ვდგავართ 5 ადამიანი და დისტანციას ვერ ვიცავთ, ან არ არის ამის საშუალება, მნიშვნელოვანია, რომ პირბადე გვეკეთოს. სასურველია პირბადე ეკეთოთ მოქალაქეებსაც, რომლებიც გადაადგილდებიან ფეხით სამსახურში. გვაქვს სიტუაციები ქუჩაში, როდესაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. აქ რა თქმა უნდა, მკაცრად რეკომენდირებულია, რომ პირბადე გვეკეთოს. მაგრამ, თუ გარშემო ადამიანები არ იმყოფებიან და დისტანციის დარღვევას ადგილი არ აქვს, იქ ვიტყოდი, რომ სასურველია“ , - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

"მხოლოდ ბოლო 24 საათში 131 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე პაციენტებზე და რა არის მისი 2 მთავარი გზავნილი

"დღეიდან ქვეყანაში ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები ამოქმედდება - 20 წუთში პასუხი გექნებათ" - პაატა იმნაძე

"400-მდე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა" - რომელ რეგიონებში ფიქსირდება Covid 19-ის ყველაზე მეტი მაჩვენებელი და რა რეკომენდაციას იძლევა მთავრობა