ავტორი:

"მხოლოდ ბოლო 24 საათში 131 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე პაციენტებზე და რა არის მისი 2 მთავარი გზავნილი

"მხოლოდ ბოლო 24 საათში 131 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე პაციენტებზე და რა არის მისი 2 მთავარი გზავნილი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გუშინდელი მონაცემებით, აქტიური პაციენტების მხოლოდ 24% არის მოთავსებული ჰოსპიტალში, დანარჩენი უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები კი მკურნალობას ბინაზე ან კოვიდსასტუმროებში გადიან. ამასთანავე, მისი თქმით, გარდაცვალებულთა უმეტესი ნაწილი 65 წელს ზემოთ ასაკისაა.

„აქტიური პაციენტებიდან, დაახლოებით, 24% გუშინდელი მონაცემებით, არის ჰოსპიტლებში, ხოლო დანარჩენები არიან მსუბუქი ან უსიმპტომო პაციენტები, რომლებიც ბინაზე ან კოვიდსასტუმროებში მკურნალობენ. კოვიდსასტუმროებში, სადღაც 1400-მდე პაციენტია, თუ არ ვცდები. გარდაცვლილი პაციენტები ძირითადად არიან 65 წელს ზემოთ,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 131 მედპერსონალია ინფიცირებული, თუმცა ყველა მათგანის დაავადების წყარო პროფესიული საქმიანობა არ არის.

„ბოლო 24 საათში ინფიცირებული 1759 შემთხვევიდან 131 გვყავს სამედიცინო პერსონალი. ეს არ არის მხოლოდ პროფესიული საქმიანობის დროს ინფიცირება. ამ 131-დან ბევრზე ვირუსი ოჯახური კონტაქტებიდან გავრცელდა, იმიტომ, რომ ჩვენც, ექიმებს გვყავს ოჯახები და ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში. ეს პროფესიული დაინფიცირება არ არის მარტო,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, ჰქონდეთ ინფორმაცია, ვინ არის მათი ოჯახის ექიმი, რადგან ეს სიმპტომების გამოვლენისას სწრაფად მოქმედებაში დაეხმარებათ.

ამირან გამყრელიძე აქვე განმარტავს, რომ კორონავირუსის დაავადების მართვის მთავარი დატვირთვა გადადის პირველადი ჯანდაცვის სექტორზე, ამიტომ აუცილებელია თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი.

"ჩვენი მიზანია, რომ სტაციონარულ მკურნალობაზე იყოს ინფიცირებულების 15-25%-მდე, ხოლო დანარჩენები იმართოს ამბულატორიულ პირობებში, ბინაზე ან კოვიდ სასტუმროებში. ხშირად ვიმეორებთ, რომ შემთხვევების დიდი ნაწილი არის უსიმპტომო ან მსუბუქად მიმდინარე. ამიტომ, მინდა ასეთი სლოგანი მოვუწოდო მოსახლეობას, რომ თითოეულმა ადამიანმა დღეს, უნდა იცოდეს ვინ არის თავისი ოჯახის ექიმი, ასევე უნდა იცოდეს მისი ტელეფონის ნომერი.

როდესაც იწყება სიმპტომები, არ არის საჭირო ვეძიოთ, სად ჩავიტაროთ ტესტი, სად წავიდეთ, როგორ წავიდეთ, დავურეკოთ ოჯახის ექიმს და ვიმოქმედოთ მისი დარიგების მიხედვით.

არის მეორე გზა, 112, რომელიც გადაგამისამართებთ ოჯახის ექიმთან, მაგრამ დღეს ჩემი მთავარი სლოგანი იქნება, დღევანდელ პირობებში, რადგან მთავარი დატვირთვა დაავადების მართვის გადადის პირველადი ჯანდაცვის სექტორზე, თითოეულმა ადამიანმა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმი.

მეორე სლოგანი კი არის ის, რომ ვიძლევით მკაცრ რეკომენდაციას, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადის ტარება ღია სივრცეებშიც მოხდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება

"1034 - თბილისში, 320 - აჭარაში" - რომელი რეგიონები ლიდერობს ინფიცირების მაჩვენებლით ბოლო დღე-ღამეში და სად რამდენი ახალი შემთხვევაა

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 10 პაციენტი გარდაიცვალა