პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კავკასიაში პირველი მუზეუმი ნაქალაქარზე - ფოტოები ვანის არქეოლოგიური მუზეუმიდან, სადაც გამოფენა გაიხსნა
კავკასიაში პირველი მუზეუმი ნაქალაქარზე - ფოტოები ვანის არქეოლოგიური მუზეუმიდან, სადაც გამოფენა გაიხსნა

ევ­რო­პის მას­შტა­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის დროს, ორი ახა­ლი მუ­ზე­უ­მი გა­იხ­სნა - ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ბოლ­ნი­სის რე­გი­ო­ნუ­ლი და ვა­ნის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მუ­ზე­უ­მე­ბი. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „თი­ბი­სი­დან“ აც­ნო­ბეს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ოთარ ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის ვა­ნის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მუ­ზე­უ­მი - კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მუ­ზე­უ­მია ნა­ქა­ლა­ქარ­ზე, რო­მე­ლიც 1985 წელს შე­იქ­მნა არ­ქი­ტექ­ტორ გი­ორ­გი ლეჟა­ვას პრო­ექ­ტით. მუ­ზე­უ­მი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი და­მა­არ­სებ­ლის სა­ხელს ატა­რებს, 2020 წლი­დან სრუ­ლი­ად გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხით ახალ სი­ცო­ცხლეს იწყებს.

„ვა­ნის ნა­ქა­ლა­ქა­რი, რომ­ლის ის­ტო­რია თით­ქმის მთლი­ა­ნად მო­ი­ცავს ძვ.წ. I ათას­წლე­ულს, მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ძეგლია. ძვ.წ. VIII-VII სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ძვ.წ. I სა­უ­კუ­ნემ­დე ვანი კოლ­ხე­თის - ოქ­როს საწ­მი­სის ქვეყ­ნის - რე­ლი­გი­ურ ცენ­ტრს წარ­მო­ად­გენ­და. მუ­ზე­უ­მის კო­ლექ­ცი­ებ­ში და­ცუ­ლია ვა­ნის ნა­ქა­ლა­ქარ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი და მისი შე­მო­გა­რე­ნის მდი­და­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს პე­რი­ოდს ძვ.წ. VIII-დან I სა­უ­კუ­ნის ჩათ­ვლით. ვა­ნის ნა­ქა­ლა­ქარ­ზე მო­პო­ვე­ბულ მა­სა­ლას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ან­ტი­კუ­რი სამ­ყა­როს შეს­წავ­ლი­სათ­ვის.

ვა­ნის ახალ მუ­ზე­უმ­ში მუდ­მივ­მოქ­მედ გა­მო­ფე­ნა­ზე, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და ინ­სტა­ლა­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით წარ­მოდ­გე­ნი­ლია ვა­ნის მდიდ­რულ სა­მარ­ხებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი კოლ­ხუ­რი ოქ­რომ­ჭედ­ლო­ბის ნი­მუ­შე­ბი, რომ­ლე­ბიც „ოქ­რომ­რა­ვა­ლი კოლ­ხე­თის“ რე­ა­ლო­ბის ნა­თე­ლი დას­ტუ­რია. ამას­თა­ნა­ვე, პირ­ვე­ლად იქ­ნე­ბა ნაჩ­ვე­ნე­ბი მათი დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა და ძვე­ლი კოლ­ხე­ბის ცოდ­ნა ოქ­როს მო­პო­ვე­ბი­სა და და­მუ­შა­ვე­ბის შე­სა­ხებ. ჯერ კი­დევ გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში აღ­მო­ჩე­ნილ ბრინ­ჯა­ოს ქან­და­კე­ბე­ბის ნი­მუ­შებ­თან ერ­თად, მუ­ზე­უმ­ში პირ­ვე­ლად იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი გა­და­მა­ლუ­ლი გან­ძის სა­ხით აღ­მო­ჩე­ნი­ლი ელი­ნის­ტუ­რი ეპო­ქის ბრინ­ჯა­ოს ლამ­პე­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ტაძ­რო ინ­ვენ­ტარს წარ­მო­ად­გენ­და და კი­დევ ერთხელ ცხად­ყოფს ძვ. წ. II-I სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ვა­ნის, რო­გორც სა­ტაძ­რო ქა­ლა­ქის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მის სა­მუ­ზე­უ­მო შე­ნო­ბა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია მუდ­მივ­მოქ­მე­დი ექ­სპო­ზი­ცია და ასე­ვე, დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე. თა­ნა­მედ­რო­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის დახ­მა­რე­ბით, უახ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით მო­ე­წყო ფონ­დე­ბი, სა­მეც­ნი­ე­რო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, აუ­დი­ტო­რია, ბიბ­ლი­ო­თე­კა-მე­დი­ა­თე­კა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სივ­რცე­ე­ბი - კაფე, მუ­ზე­უ­მის მა­ღა­ზია, ღია ვე­რან­დე­ბი. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მუ­ზე­უ­მის აუ­დი­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც მუ­ზე­უმ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის მჭიდ­რო კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ნათ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, გა­ნახ­ლდე­ბა „ვა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უ­მე­ბი” მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი მეც­ნი­ე­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

სიმ­პო­ზი­უ­მე­ბი მუ­ზე­უ­მის და­არ­სე­ბი­დან რე­გუ­ლა­რუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ან­ტი­კუ­რი ხა­ნის შა­ვი­ზღვის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბის ის­ტო­რი­ი­სა და არ­ქე­ო­ლო­გი­ის პრობ­ლე­მებს ეძღვნე­ბო­და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მუ­ზე­უ­მი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს შე­ას­რუ­ლებს რო­გორც ქვეყ­ნის და კულ­ტუ­რის იდენ­ტო­ბი­სა და თვით­შე­მეც­ნე­ბის საქ­მე­ში, ასე­ვე რე­გი­ონ­ში კულ­ტუ­რუ­ლი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მუ­ზე­უ­მის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ მსოფ­ლიო ბან­კის მხარ­და­ჭე­რით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

„ვა­ნის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მუ­ზე­უ­მის პარტნი­ო­რია თი­ბი­სი, რომ­ლის­თვი­საც ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი ხე­ლოვ­ნე­ბას­თან, გა­ნათ­ლე­ბას­თან და ის­ტო­რი­ულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი­სა და პრო­ექ­ტე­ბის ხელ­შე­წყო­ბაა. თი­ბი­სი­სა და ეროვ­ნულ მუ­ზე­უმს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში, არა­ერ­თი პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­მელ­თა მი­ზა­ნია მუ­ზე­უ­მის სა­ცა­ვებ­ში და­ცუ­ლი გან­ძი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და თა­ნა­მედ­რო­ვე ფორ­მა­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით, ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ამ გა­იც­ნოს.

ვა­ნის მუ­ზე­უ­მის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან შელ­ბი ვა­ი­თის და ლეონ ლე­ვის ფონ­დი. მუ­ზე­უ­მის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი და გა­მო­ფე­ნის დი­ზა­ი­ნი შე­მუ­შავ­და გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის „Ellis Williams Architects“, სცე­ნოგ­რა­ფის ლინა ლო­პე­სის და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ვა­ნის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მუ­ზე­უ­მი იმე­რე­თის მხა­რე­ში, ვან­ში, ოთარ ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ქუ­ჩის 32 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე­ობს. მუ­ზე­უმ­თან მი­დის სა­მან­ქა­ნო გზა.

ფო­ტო­ე­ბი

ავტორი:

კავკასიაში პირველი მუზეუმი ნაქალაქარზე - ფოტოები ვანის არქეოლოგიური მუზეუმიდან, სადაც გამოფენა გაიხსნა

კავკასიაში პირველი მუზეუმი ნაქალაქარზე - ფოტოები ვანის არქეოლოგიური მუზეუმიდან, სადაც გამოფენა გაიხსნა

ევროპის მასშტაბით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მსოფლიო პანდემიის დროს, ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა - ეროვნული მუზეუმის ბოლნისის რეგიონული და ვანის არქეოლოგიური მუზეუმები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს. მათი ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი - კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი პირველი მუზეუმია ნაქალაქარზე, რომელიც 1985 წელს შეიქმნა არქიტექტორ გიორგი ლეჟავას პროექტით. მუზეუმი, რომელიც თავისი დამაარსებლის სახელს ატარებს, 2020 წლიდან სრულიად განახლებული სახით ახალ სიცოცხლეს იწყებს.

„ვანის ნაქალაქარი, რომლის ისტორია თითქმის მთლიანად მოიცავს ძვ.წ. I ათასწლეულს, მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია. ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებიდან მოყოლებული ძვ.წ. I საუკუნემდე ვანი კოლხეთის - ოქროს საწმისის ქვეყნის - რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის.

ვანის ახალ მუზეუმში მუდმივმოქმედ გამოფენაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების და ინსტალაციების გამოყენებით წარმოდგენილია ვანის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები, რომლებიც „ოქრომრავალი კოლხეთის“ რეალობის ნათელი დასტურია. ამასთანავე, პირველად იქნება ნაჩვენები მათი დამზადების ტექნოლოგიის ამსახველი მასალა და ძველი კოლხების ცოდნა ოქროს მოპოვებისა და დამუშავების შესახებ. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში აღმოჩენილ ბრინჯაოს ქანდაკებების ნიმუშებთან ერთად, მუზეუმში პირველად იქნება წარმოდგენილი გადამალული განძის სახით აღმოჩენილი ელინისტური ეპოქის ბრინჯაოს ლამპების უნიკალური ნიმუშები, რომლებიც სატაძრო ინვენტარს წარმოადგენდა და კიდევ ერთხელ ცხადყოფს ძვ. წ. II-I საუკუნეებში ვანის, როგორც სატაძრო ქალაქის მნიშვნელობას.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში წარმოდგენილია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და ასევე, დროებითი საგამოფენო სივრცე. თანამედროვე ინფრასტრუქტურის დახმარებით, უახლესი სტანდარტების დაცვით მოეწყო ფონდები, სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორია, ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საზოგადოებრივი სივრცეები - კაფე, მუზეუმის მაღაზია, ღია ვერანდები. განახლებული მუზეუმის აუდიტორიაში, რომელიც მუზეუმსა და საზოგადოებას შორის მჭიდრო კავშირის დამყარებასა და საზოგადოების განათლებას ემსახურება, განახლდება „ვანის საერთაშორისო სიმპოზიუმები” მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით.

სიმპოზიუმები მუზეუმის დაარსებიდან რეგულარულად მიმდინარეობდა და ანტიკური ხანის შავიზღვისპირეთის ქვეყნების ისტორიისა და არქეოლოგიის პრობლემებს ეძღვნებოდა განახლებული მუზეუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის და კულტურის იდენტობისა და თვითშემეცნების საქმეში, ასევე რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარებაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მუზეუმის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განახორციელა.

„ვანის არქეოლოგიური მუზეუმის პარტნიორია თიბისი, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ხელოვნებასთან, განათლებასთან და ისტორიულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობაა. თიბისისა და ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, არაერთი პროექტი ხორციელდება, რომელთა მიზანია მუზეუმის საცავებში დაცული განძი, მრავალფეროვანი და თანამედროვე ფორმატების დახმარებით, ფართო აუდიტორიამ გაიცნოს.

ვანის მუზეუმის პარტნიორები არიან შელბი ვაითის და ლეონ ლევის ფონდი. მუზეუმის არქიტექტურული პროექტი და გამოფენის დიზაინი შემუშავდა გერმანული კომპანიის „Ellis Williams Architects“, სცენოგრაფის ლინა ლოპესის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი იმერეთის მხარეში, ვანში, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩის 32 ნომერში მდებარეობს. მუზეუმთან მიდის სამანქანო გზა.

ფოტოები

"მამამ მითხრა, - თუ სიყვარულს უცხოეთში გაეკიდები, იცოდე, შენი სამშობლოს ვალიდან ვერასდროს ამოხვალო!" - ქალი, რომელიც იტალიაში ქართული მწერლობის უპირველეს დესპანად იქცა

ჩცდ-ის ბაქარი დაქორწინდა - როგორი ქორწილი ჰქონდა ბუბა მირცხულავას და ვინ არის მისი რჩეული (ფოტოები)

"ეს ის მაიაა, ნუციკოს რომ მოეწონებოდა“ - მაია ასათიანის მოკლე, შავი თმა და შეცვლილი იმიჯი საზოგადოების განხილვის თემად იქცა (ფოტოები)