მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დანიელმა მილიონერმა, რომელმაც ჟურნალისტი გოგონა მოკლა და შემდეგ დაანაწევრა, ციხიდან გაქცევა სცადა - "მე, სავარაუდოდ, ფსიქოპათი ვარ"
დანიელმა მილიონერმა, რომელმაც ჟურნალისტი გოგონა მოკლა და შემდეგ დაანაწევრა, ციხიდან გაქცევა სცადა - "მე, სავარაუდოდ, ფსიქოპათი ვარ"

და­ნი­ე­ლი გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი და მი­ლი­ო­ნე­რი პი­ტერ მედსე­ნი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ წყალ­ქვე­შა ნავ "ნა­უ­ტი­ლი­უს­ზე“ შვე­დი ჟურ­ნა­ლის­ტის, კიმ უო­ლის მკვლე­ლო­ბის გამო პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვი­სას და­ა­კა­ვეს.

20 ოქ­ტომ­ბერს, დი­ლით, მედსენ­მა შეძ­ლო და კო­პე­ნ­ჰა­გე­ნის პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­იქ­ცა. ის ცი­ხეს უკვე კი­ლო­მეტ­რით იყო მო­შო­რე­ბუ­ლი, როცა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და­ე­დევ­ნენ. მედსე­ნის ასაყ­ვა­ნად გზა სპეც­რაზმმა, სნა­ი­პე­რებ­მა და სხვა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გა­და­კე­ტეს, მათ თან გაწ­ვრთნი­ლი ძაღ­ლე­ბიც ჰყავ­დათ.

გა­მომ­გო­ნე­ბელს წელ­ზე შა­ჰი­დის ქა­მა­რის მსგავ­სი მო­წყო­ბი­ლო­ბა ეკე­თა და შუა ქუ­ჩა­ში დაჯ­და. ის მო­წყო­ბი­ლო­ბის აფეთ­ქე­ბით იმუქ­რე­ბო­და. თუმ­ცა, არც აფეთ­ქე­ბა მომ­ხდა­რა და არც სნა­ი­პე­რებს უს­ვრი­ათ, ის ისევ ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ნამ­დვი­ლად ჰქონ­და თუ არა გა­მომ­გო­ნე­ბელს ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, უც­ნო­ბია, კო­პე­ნ­ჰა­გე­ნის პო­ლი­ცი­ას არც იმის შე­სა­ხებ უსა­უბ­რია, რო­გორ მო­ა­ხერ­ხა მედსენ­მა ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვა.

გა­მო­ცე­მა Ekstra Bladet-ის ცნო­ბით, და­ნი­ე­ლი მი­ლი­ო­ნე­რი კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში იმ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იხ­დის სას­ჯელს, სა­დაც პა­ტიმ­რებს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ფსი­ქი­კუ­რი ან სექ­სო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, რამ­დე­ნი­მე ხნის წინ ის სხვა პა­ტი­მარ­თა­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლად მო­ა­თავ­სეს, რად­გან მედსენს გაქ­ცე­ვის­კენ ჰქონ­და მიდ­რე­კი­ლე­ბა. თუმ­ცა, 20 ოქ­ტომ­ბრის, მან მა­ინც მო­ა­ხერ­ხა ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვა. ამ­ბო­ბენ, რომ და­ნი­ე­ლი მი­ლი­ო­ნე­რი ცი­ხის დაც­ვის წევ­რებს ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბი­თა და ბომ­ბის აფეთ­ქე­ბით ემუქ­რე­ბო­და, რო­მე­ლიც ქა­მარ­ზე ჰქონ­და და­მაგ­რე­ბუ­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მან ცი­ხის თა­ნამ­შრო­მე­ლი ქალი, ფსი­ქო­ლო­გი აიყ­ვა­ნა მძევ­ლად, დაც­ვამ მედსე­ნი ცი­ხი­დან გა­უშ­ვა და ფი­სი­ქო­ლოგს არ შე­უქ­მნა საფრ­თხე.

TV2-ის ცნო­ბით, მი­ლი­ო­ნერ­მა გაქ­ცე­ვა თეთ­რი მი­ნი­ვე­ნით სცა­და, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი გაქ­ცე­ულ პა­ტი­მარს მალე და­ე­დევ­ნენ და წას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს. უც­ნო­ბია ისიც, თა­ვად გა­უშ­ვა მედსენ­მა მძე­ვა­ლი თუ პო­ლი­ცი­ამ და­იხ­სნა ფსი­ქო­ლო­გი.

  • ვინ არის პი­ტერ მედსე­ნი?

და­ნი­ელ­მა გა­მომ­გო­ნე­ბელ­მა 2017 წელს მის კონ­სტრუ­ი­რე­ბულ წყალ­ქვე­შა ნავ "ნა­უ­ტი­ლი­უს­ზე“ შვე­დი ჟურ­ნა­ლის­ტი კიმ იული წა­იყ­ვა­ნა, რო­მელ­საც ამ წყალ­ქვე­შა ნა­ვის შე­სა­ხებ სტა­ტი­ის მომ­ზა­დე­ბა სურ­და. შეხ­ვედ­რი­დან მე­ო­რე დღეს ნავი ჩა­ი­ძი­რა, გო­გო­ნა კი გა­უ­ჩი­ნარ­და.

გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად ამ­ბობ­და, რომ ნა­ვის ჩა­ძირ­ვამ­დე გად­მოს­ვა გო­გო­ნა, შემ­დეგ კი გა­ნა­ცხა­და, რომ გო­გო­ნა უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვით ნავ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ზღვა­ში გო­გო­ნას სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ჟურ­ნა­ლის­ტის სხე­ულ­ზე ექ­სპერ­ტებ­მა და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მათი თქმით, ეს ჭრი­ლო­ბე­ბი გო­გო­ნას ან სიკ­ვდი­ლის მო­მენ­ტში ან გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მი­ა­ყე­ნეს.

მედსენს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, რომ მას წი­ნას­წარ ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის მკვლე­ლო­ბა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან აღი­ა­რა, რო­გორ და­ა­ნა­წევ­რა კიმ უო­ლის სხე­უ­ლი, თუმ­ცა მისი თქმით, ეს და­გეგ­მი­ლი არ ჰქო­ნია.

გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტის მკვლე­ლო­ბი­სას ის თა­ვი­სი ავად­მყო­ფუ­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი ფან­ტა­ზი­ე­ბით მოქ­მე­დებ­და. ჩხრე­კი­სას მის კომ­პი­უ­ტერ­ში ქა­ლე­ბის მკვლე­ლო­ბის და წა­მე­ბის ვი­დე­ო­ე­ბი, ასე­ვე თა­ვის მოკ­ვე­თის მა­სა­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ის ინ­ტერ­ნეტ­ში აქ­ტი­უ­რად ეძებ­და მსგავს მა­სა­ლებს.

მედსე­ნის და­კა­ვე­ბი­დან გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, და­ნი­ურ ტე­ლე­არხზე გა­ვი­და დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გა­მომ­გო­ნებ­ლის შე­სა­ხებ, სა­დაც მან პირ­ვე­ლად აღი­ა­რა, რომ დამ­ნა­შა­ვე იყო ჟურ­ნა­ლის­ტის მკვლე­ლო­ბა­ში.

"მახ­სოვს ყვე­ლა წამი წყალ­ქვე­შა ნა­ვით იმ მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან, თუმ­ცა, არ ვიცი, რა გახ­და კი­მის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი“, - გა­ნა­ცხა­და მან ერთ-ერთ ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უბ­რი­სას.

2018 წლის აპ­რილ­ში მას სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბი­სას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ი­კი­თხა, მათ შო­რის ისი­ნი, ვინც გა­მომ­გო­ნე­ბელს "ნა­უ­ტი­ლი­უ­სის“ აგე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და.

მათი თქმით, წყალ­ქვე­შა ნავს მარ­თლაც ჰქონ­და გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და ამის მოგ­ვა­რე­ბას მედსე­ნი აპი­რებ­და კი­დეც. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ იმ დღეს, როცა გო­გო­ნა და­ი­კარ­გა, მედსე­ნი ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად იქ­ცე­ო­და და აღელ­ვე­ბუ­ლი იყო. სხვებ­თან სა­უბ­რი­სას ის გა­ნიც­დი­და, რომ მის სა­რა­კე­ტო ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში რა­კე­ტის გაშ­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

ავ­სტრა­ლი­ე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი ემა სა­ლი­ვა­ნი, რო­მელ­მაც მედსე­ნი მკვლე­ლო­ბის დღეს გა­და­ი­ღო, იხ­სე­ნებს, რომ ის უც­ნა­უ­რად იქ­ცე­ო­და და უც­ნა­უ­რად ხუმ­რობ­და. მან თქვა, რომ იყო "მთა­ვა­რი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მე­ზობ­ლის ცო­ლის მკვლე­ლო­ბა­ში და ამი­ტომ შე­უძ­ლია დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს“. ამ ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რი­სას, მედსენ­მა გა­ნა­ცხა­და: "მე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ფსი­ქო­პა­თი ვარ".

მედსე­ნის ახ­ლობ­ლე­ბი, სა­სა­მარ­თლო­ზე აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აინ­ტე­რე­სებ­და პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლე­ბი და "დარ­ქნე­ტი“. ცნო­ბი­ლი გახ­და ისიც, რომ ის თა­ვად იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას პორ­ნოგ­რა­ფი­ის გა­და­ღე­ბი­სას. წყა­რო

ავ­ტო­რი: ეკა გა­და­ხა­ბა­ძე

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაატა
51

აქაც ბიძინას და ზვიადის კვალი იკვეთება!ვაი თქვენს პატრონს!საქართველოს 80% არის გაუნათლებელი,სრულ სიბნელეში.ამიტომ სანამ ხალხი განათლებას არ მიიღებს წინსვლა გამორიცხულია.განათლებას მთავრობა ვერ მოგცემს თვითონ უნდა იყო მონდომებული.

ზურაბი
0

დანიაში ან მაგნაირ ქვეყანაში ვინმეს რომ მოკლავ მართლა ფსიქოპათი უნდა იყო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

დანიელმა მილიონერმა, რომელმაც ჟურნალისტი გოგონა მოკლა და შემდეგ დაანაწევრა, ციხიდან გაქცევა სცადა - "მე, სავარაუდოდ, ფსიქოპათი ვარ"

დანიელმა მილიონერმა, რომელმაც ჟურნალისტი გოგონა მოკლა და შემდეგ დაანაწევრა, ციხიდან გაქცევა სცადა - "მე, სავარაუდოდ, ფსიქოპათი ვარ"

დანიელი გამომგონებელი და მილიონერი პიტერ მედსენი, რომელიც საკუთარ წყალქვეშა ნავ "ნაუტილიუსზე“ შვედი ჟურნალისტის, კიმ უოლის მკვლელობის გამო პატიმრობაში იმყოფებოდა, სამართალდამცავებმა ციხიდან გაქცევისას დააკავეს.

20 ოქტომბერს, დილით, მედსენმა შეძლო და კოპენჰაგენის პენიტენციური დაწესებულებიდან გაიქცა. ის ციხეს უკვე კილომეტრით იყო მოშორებული, როცა სამართალდამცავები დაედევნენ. მედსენის ასაყვანად გზა სპეცრაზმმა, სნაიპერებმა და სხვა სამართალდამცავებმა გადაკეტეს, მათ თან გაწვრთნილი ძაღლებიც ჰყავდათ.

გამომგონებელს წელზე შაჰიდის ქამარის მსგავსი მოწყობილობა ეკეთა და შუა ქუჩაში დაჯდა. ის მოწყობილობის აფეთქებით იმუქრებოდა. თუმცა, არც აფეთქება მომხდარა და არც სნაიპერებს უსვრიათ, ის ისევ ციხეში გადაიყვანეს.

ნამდვილად ჰქონდა თუ არა გამომგონებელს ასაფეთქებელი მოწყობილობა, უცნობია, კოპენჰაგენის პოლიციას არც იმის შესახებ უსაუბრია, როგორ მოახერხა მედსენმა ციხიდან გაქცევა.

გამოცემა Ekstra Bladet-ის ცნობით, დანიელი მილიონერი კოპენჰაგენში იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს, სადაც პატიმრებს ფსიქოლოგიური, ფსიქიკური ან სექსოლოგიური პრობლემები აქვთ. როგორც ცნობილია, რამდენიმე ხნის წინ ის სხვა პატიმართაგან იზოლირებულად მოათავსეს, რადგან მედსენს გაქცევისკენ ჰქონდა მიდრეკილება. თუმცა, 20 ოქტომბრის, მან მაინც მოახერხა ციხიდან გაქცევა. ამბობენ, რომ დანიელი მილიონერი ციხის დაცვის წევრებს იარაღის გამოყენებითა და ბომბის აფეთქებით ემუქრებოდა, რომელიც ქამარზე ჰქონდა დამაგრებული. ადგილობრივი გამოცემის ცნობით, მან ციხის თანამშრომელი ქალი, ფსიქოლოგი აიყვანა მძევლად, დაცვამ მედსენი ციხიდან გაუშვა და ფისიქოლოგს არ შეუქმნა საფრთხე.

TV2-ის ცნობით, მილიონერმა გაქცევა თეთრი მინივენით სცადა, თუმცა სამართალდამცავები გაქცეულ პატიმარს მალე დაედევნენ და წასვლის საშუალება არ მისცეს. უცნობია ისიც, თავად გაუშვა მედსენმა მძევალი თუ პოლიციამ დაიხსნა ფსიქოლოგი.

  • ვინ არის პიტერ მედსენი?

დანიელმა გამომგონებელმა 2017 წელს მის კონსტრუირებულ წყალქვეშა ნავ "ნაუტილიუსზე“ შვედი ჟურნალისტი კიმ იული წაიყვანა, რომელსაც ამ წყალქვეშა ნავის შესახებ სტატიის მომზადება სურდა. შეხვედრიდან მეორე დღეს ნავი ჩაიძირა, გოგონა კი გაუჩინარდა.

გამომგონებელი თავდაპირველად ამბობდა, რომ ნავის ჩაძირვამდე გადმოსვა გოგონა, შემდეგ კი განაცხადა, რომ გოგონა უბედური შემთხვევით ნავზე გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა ზღვაში გოგონას სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს.

ჟურნალისტის სხეულზე ექსპერტებმა დანით მიყენებული ჭრილობები აღმოაჩინეს. მათი თქმით, ეს ჭრილობები გოგონას ან სიკვდილის მომენტში ან გარდაცვალების შემდეგ მიაყენეს.

მედსენს ადანაშაულებდნენ, რომ მას წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი ჟურნალისტის მკვლელობა, მოგვიანებით მან აღიარა, როგორ დაანაწევრა კიმ უოლის სხეული, თუმცა მისი თქმით, ეს დაგეგმილი არ ჰქონია.

გამოძიების ცნობით, ჟურნალისტის მკვლელობისას ის თავისი ავადმყოფური სექსუალური ფანტაზიებით მოქმედებდა. ჩხრეკისას მის კომპიუტერში ქალების მკვლელობის და წამების ვიდეოები, ასევე თავის მოკვეთის მასალები აღმოაჩინეს. ის ინტერნეტში აქტიურად ეძებდა მსგავს მასალებს.

მედსენის დაკავებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, დანიურ ტელეარხზე გავიდა დოკუმენტური ფილმი გამომგონებლის შესახებ, სადაც მან პირველად აღიარა, რომ დამნაშავე იყო ჟურნალისტის მკვლელობაში.

"მახსოვს ყველა წამი წყალქვეშა ნავით იმ მოგზაურობიდან, თუმცა, არ ვიცი, რა გახდა კიმის სიკვდილის მიზეზი“, - განაცხადა მან ერთ-ერთ ჟურნალისტთან საუბრისას.

2018 წლის აპრილში მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

როგორც ცნობილია, საქმის გამოძიებისას უამრავი ადამიანი დაიკითხა, მათ შორის ისინი, ვინც გამომგონებელს "ნაუტილიუსის“ აგებაში ეხმარებოდა.

მათი თქმით, წყალქვეშა ნავს მართლაც ჰქონდა გარკვეული პრობლემები და ამის მოგვარებას მედსენი აპირებდა კიდეც. ისინი ამბობენ, რომ იმ დღეს, როცა გოგონა დაიკარგა, მედსენი ძალიან უცნაურად იქცეოდა და აღელვებული იყო. სხვებთან საუბრისას ის განიცდიდა, რომ მის სარაკეტო ლაბორატორიაში რაკეტის გაშვებასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები ჰქონდა.

ავსტრალიელი დოკუმენტალისტი ემა სალივანი, რომელმაც მედსენი მკვლელობის დღეს გადაიღო, იხსენებს, რომ ის უცნაურად იქცეოდა და უცნაურად ხუმრობდა. მან თქვა, რომ იყო "მთავარი ეჭვმიტანილი მეზობლის ცოლის მკვლელობაში და ამიტომ შეუძლია დუმილის უფლება გამოიყენოს“. ამ ინტერვიუს ჩაწერისას, მედსენმა განაცხადა: "მე, სავარაუდოდ, ფსიქოპათი ვარ".

მედსენის ახლობლები, სასამართლოზე აღნიშნავდნენ, რომ მას განსაკუთრებულად აინტერესებდა პორნოგრაფიული მასალები და "დარქნეტი“. ცნობილი გახდა ისიც, რომ ის თავად იღებდა მონაწილეობას პორნოგრაფიის გადაღებისას. წყარო

ავტორი: ეკა გადახაბაძე

ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე მთიან ყარაბაღში საბრძოლველად წასვლას აპირებს - "ხვალიდან დავიწყებთ სამხედრო მომზადებას"

"რა პრობლემა აქვს პიროვნებას, სახელად მაკრონს მუსლიმებთან და ისლამთან?" - ერდოღანი თურქებს მოუწოდებს, ფრანგული პროდუქციის ყიდვაზე უარი თქვან

როგორი იყო ექსცენტრიკული ტრამპის პრეზიდენტობის 4 წელი და რა შანსი ვერ გამოიყენა საქართველოს მთავრობამ?