ავტორი:

„როგორ არ შევიშალოთ ამ დაქსაქსულ მსოფლიოში“ – ელიფ შაფაქის ახალი წიგნი ქართულ ენაზე გამოიცა

„როგორ არ შევიშალოთ ამ დაქსაქსულ მსოფლიოში“ – ელიფ შაფაქის ახალი წიგნი ქართულ ენაზე გამოიცა

„თანასწორობის საუკუნე“, რომელიც სავსეა უთანასწორობით, ადამიანები, რომლებსაც ხმის უფლება აქვთ, მაგრამ მისი გამოყენების საშუალებას არ აძლევენ; ყოველდღიური კატაკლიზმები, ომები, დაპირისპირებები, ტანჯვა და უზარმაზარ სამყაროში მარტოსულობის განცდა... როგორ არ უნდა შეიშალო და როგორ იპოვო შენ თავში ძალა ამ ყველაფერის მიუხედავად მაინც ადამიანად დარჩე? გამორჩეული თურქი მწერალი ქალის, ელიფ შაფაქის, უახლესი წიგნი – „როგორ არ შევიშალოთ ამ დაქსაქსულ მსოფლიოში“ –სწორედ ამ თემების შესახებ მოგვითხრობს.

ელიფ შაფაქის რომანებს საქართველოში ბევრი მკითხველი ჰყავს. რელიგია, იდენტობა, ფემინიზმი, ძალადობა, ტრადიციები - ეს თემები და მწერლის მგრძნობიარე წერის სტილი ქართველი მკითხველისთვის საინტერესოა. გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ სულ ახალახან გამოსცა მისი ახალი წიგნის თარგმანი, რომლის შეძენაც მკითხველს „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში უკვე შეიძლია.

ბუკერის პრემიის ნომინანტი, რომანისტი და აქტივისტი ელიფ შაფაქი, რომელსაც კრიტიკოსები „თანამედროვე თურქეთისა და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ხმას“ უწოდებენ, ახალი წიგნით დაუბრუნდა მკითხველს. შაფაქი ინტერვიუებში თამამად საუბრობს თანამედროვე მსოფლიოს პრობლემებზე, უმცირესობების უფლებებზე, გენდერულ თანასწორობასა თუ ძალადობაზე:

„ძალიან მაინტერესებს ის ადამიანები, რომლებსაც ხმის ამოღების უფლებას უზღუდავენ, აჩუმებენ. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, ჩემს წიგნებს სწორედ ეს საკითხი აერთიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი რომანი ერთმანეთისგან განსხვავდება. ჩემი დიდი სურვილია, ვიყო იმ ადამიანების ხმა, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემებზე ხმამაღლა საუბარი არ შეუძლიათ,“ – ამბობს შაფაქი.

როგორც აღვნიშნეთ, ახალი წიგნიც, „როგორ არ შევიშალოთ ამ დაქსაქსულ მსოფლიოში“, მსოფლიოში არსებულ პრობლემათა გამოძახილია. მწერლის თქმით, მარტივია ადამიანი ამა თუ იმ ჯგუფს მიაკუთვნო, როდესაც მას საერთოდ არ იცნობ. ხოლო მას შემდეგ, რაც მათ ისტორიას მოისმენ, ხვდები, რომ მათ ვერ განაზოგადებ, ყველას ერთნაირ იარლიყს ვერ მიაკერებ.

ელიფ შაფაქი თავის ესეში კარგადგააზრებული, შეგნებული ოპტიმიზმისკენ ენერგიულად და ხალისიანად მოგვიწოდებს და ჩვენსგასაერთიანებლად საკუთარ მოგონებებს მოუხმობს; შეგვახსენებს, რომ ყველა ადამიანს თავისი სათქმელი აქვს და მათი ნაამბობის ძალაში ღრმად გვარწმუნებს. ვკითხულობთ და გზადაგზა ვიგებთ, რა ნოყიერი ნიადაგი ექმნება დემოკრატიას, ემპათიას და უკეთესი, უფრო გონივრული მომავლის რწმენას, როცა ადამიანები ერთმანეთს ყურს უგდებენ.

როგორც აღვნიშნეთ, ელიფ შაფაქის ახალი წიგნის „როგორ არ შევიშალოთ ამ დაქსაქსულ მსოფლიოში“ შეძენა უკვე შეგიძლიათ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში. გარდა ამისა, მწერლის დაბადების დღესთან დაკავშირებით, 25-31 ოქტომბრის განმავლობაში, ელიფ შაფაქის 4 რომანზე („ევას სამი ქალიშვილი,“ „სტამბოლელი ნაბიჭვარი“, „ხუროთმოძღვრის შეგირდი“ და „ღირსება“) 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.

ელიფ შაფაქის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მისი წიგნების აუდიოვერსიებს 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ

„იყო და არა იყო რა,“ - „ბიბლუსმა“ ბავშვებში კითხვის პოპულარიზაციისთვის კამპანია დაიწყო

„წიგნის ქურდი“ - ტრაგედიითა და ჰუმანურობით აღსავსე პატარა გოგონას ისტორია, რომელსაც ფაშისტურ გერმანიაში მოუწია ცხოვრება