ავტორი:

"არ იცოდა სად წასულიყო... ერთხელ გვითხრა, წავედით წალენჯიხისკენო" - რას ჰყვება მძევალი, რომელიც თავდამსხმელმა ერთ-ერთი ბოლო გაათავისუფლა

"არ იცოდა სად წასულიყო... ერთხელ გვითხრა, წავედით წალენჯიხისკენო" - რას ჰყვება მძევალი, რომელიც თავდამსხმელმა ერთ-ერთი ბოლო გაათავისუფლა

"რუსთავი 2" ზუგდიდიში მომხდარი თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი მძევლის ინტერვიუს აქვეყნებს. ლაშა შენგელია დეტალურად იხსენებს მოვლენებს, დაწყებული თავდამსხმელის ბანკში შეჭრიდან, იმ წუთამდე, როდესაც ბოლო 4 მძევალი გათავისუფლდა.

ის ერთ-ერთი იყო, ვინც თვდამსხმელთან და პოლიციის უფროსთან, ავთანდილ გალდავასთან ერთად "პიკაპში" იჯდა.

"ძალიან მოზომილი იყო და არანაირ დისკუსიაში არ შემოდიოდა. უბრალოდ გვეუბნებოდა როგორ მოვქცეულიყავით. ერთადერთი ბატონმა დათომ ძალიან განმუხტა სიტუაცია.

ჯერ შეშფოთდა იმით, რომ კადრები ნახა მძიმე ტექნიკა რომ იდგა და იქ ცოტა დაიძაბა სიტუაცია. არანაირი ძალადობა არ იყო, მან თვითონ გვკითხა, ვინ მოდიხართ ჩვენთანო. ავთოს გარდა კიდევ სამი მძევალი უნდა ყოფილიყო, ჩვენ თვითონ გამოვხატეთ სურვილი, ვინაიდან სულ ქალები იყვნენ... შეგვბოჭა და ისე ჩაგვსვა მანქანაში. საჭესთან ერთ-ერთი მძევალი დასვა, მე გვერდით ამომიჯდა. ერთი მძევალი გვერდით მეჯდა და მის გვერდით ბატონი ავთო.

არ იცოდა კონკრეტულად სად წასულიყო. ერთხელ გვითხრა, წავედით წალენჯიხისკენო, მერე გადაუხვიეთ. აკვირდებოდა, მოსდევდა თუ არა ვინმე. ბატონი ავთო ყველანაირად ეცადა დაერწმუნებინდა, რომ არავინ მოსდევდა და ცუდი შედეგი არ დადგებოდა "- განაცხადა ყოფილმა მძევალმა ლაშა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. შენობაში მძევლად 19 ადამიანი აიყვანა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს.

თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც.

მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

"ურეკავენ მოქალაქეებს და, ლუგარის ლაბორატორიის სახელით, სთავაზობენ პრეპარატს კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, რაც სიცრუეა" - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 604 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 429 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა

საქართველოში კორონავირუსის 1928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 8 პაციენტი გარდაიცვალა