ავტორი:

შს მინისტრის თქმით, თავდამსხმელს თანხა "საქართველოს ბანკმა" გადაუხადა - "იქ იყო ხალხი შესული და თიბისი" ხომ არ გადაიხდის?"

შს მინისტრის თქმით, თავდამსხმელს თანხა "საქართველოს ბანკმა" გადაუხადა - "იქ იყო ხალხი შესული და თიბისი" ხომ არ გადაიხდის?"

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თანხა, რომელიც თავდამსხმელს გადასცეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ იყო და ის "საქართველოს ბანკმა" გადაიხადა.

"ბიუჯეტის თანხა ნამდვილად არ არის, "საქართველოს ბანკის" თანხაა. ეს ასე ხდება, ყველგან ხდება, მსოფლიოში ასე ხდება, როცა ბანკში შედიან და იყვანენ მძევლებს.... ყველამ იცის და მეკითხებით - "თიბისი ბანკი" ხომ არ გადაიხდის, "საქართველოს ბანკში" იყო ხალხი შესული?“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში გომელაურმა.

კითხვაზე, ჰყავდა თუ არა, ბანკზე თავდამსხმელს თანამზრახველები, შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხობს, რომ გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.

"ვინ თქვა, რომ მარტო იყო ან ვინ თქვა, რომ მარტო არ იყო? გამოძიება ყველა მიმართულებაზე მუშაობს, რა თქმა უნდა", - განაცხადა გომელაურმა.

კითხვაზე, იდენტიფიცირებულია თუ არა თავდამსხმელი, ან იმყოფება თუ არა ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, აცხადებს, რომ „ამაზე ვერ გასცემს პასუხს, რადგან გამოძიება მიდის“.

"ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე თანხები მოტყუებით ჩაარიცხინეს" - როგორ სძალავდნენ ქართველ ემიგრანტებს ფულს: პროკურატურის განცხადება

დაკავებულია ორი პირი, რომლებმაც ცოლისა და სიმამრის მკვლელობაში ბრალდებულის მამას დაზიანებები მიაყენეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

"სროლის შემდეგ ყოფილ ცოლს მანქანით გადაუარა... ნასვამი ყოფილა" - ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები