ავტორი:

"რამდენიმე საათი მოძრაობდნენ, რომ მიმალულიყო... ყველაფერი გავაკეთეთ დასაკავებლად, თუმცა რთული იყო" - შს მინისტრის პირველი კომენტარი სპეცოპერაციაზე

"რამდენიმე საათი მოძრაობდნენ, რომ მიმალულიყო... ყველაფერი გავაკეთეთ დასაკავებლად, თუმცა რთული იყო" - შს მინისტრის პირველი კომენტარი სპეცოპერაციაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მთავარი ამოცანა იყო, რომ მძევლები არ დაშავებულიყვნენ და ამისთვის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა.

როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საქმის მეორე ეტაპი დამნაშავის პოვნა და დასჯაა.

"ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენმა სამინისტრომ, ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ არავინ დაშავებულიყო. ჩვენი პირველი ამოცანა იყო, რაც დავისახეთ და ეს ხელმძღვანელობასთანაც შეთანხმებული იყო, შეთანხმეული იყო ბატონ პრემიერთანაც, დავალება იყო, რომ არავინ დაშავებულიყო. ყველაფერი გავაკეთეთ. ეტაპობრივად იყო ადამიანების გამოშვება - ჯერ 14, შემდეგ 7, შემდეგ 9 კაცი და ა.შ. რაც მთავარი იყო, ჩვენი თანამშრომელი მივიდა. შევთავაზეთ გაყოლა, მაგრამ მან უარი გვითხრა. შემდეგ ერთ ადამიანზე დაგვთანხმდა.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ავთო გალდავას, რომელმაც თავისი სიცოცხლე გასწირა, ეს არ არის მარტივი საქმე. ჩემთვისაც არ იყო მარტივი გადაწყვეტილება მიმეღო, რომ თანამშრომელი გამეგზავნა, რადგან ის ადამიანი იქიდან ცოცხალი ან დაბრუნდებოდა, ან არა. ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე და ჩემთვისაც მძიმე იყო. ბატონი ავთოსთვისაც რთული იყო, თუმცა ერთი წამით უარი არ უთქვამს და ნაბიჯი არ შეუდრეკია, წარბი არ შეუხრია.

მანქანით რამდენიმე საათი მოძრაობდნენ, რომ მიმალულიყო. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაგვეკავებინა, თუმცა რთული იყო. მანქანიდან გადავიდა და მიიმალა",- განაცხადა გომელაურმა.

რაც შეეხება კითხვას, მძევლებს შორის შეიარაღებული პირის თანამზრახველი იყო თუ არა, გომელაურმა უპასუხა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და არ შეიძლება წინასწარ ბრალდებები ადამიანების მიმართ.

"მესმის, ძალიან ბევრი ვერსია ვრცელდება, თუმცა, ამას, რა თქმა უნდა, ვერ დავადასტურებ. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. შეიძლება 43 ადამიანში 10 ადამიანი იყო მისი თანამზარხველი, ამას ვერავინ ვერ იტყვის, იყო თუ არ იყო. გამოძიება მიმდინარეობს, არ შეიძლება წინასწარ ბრალდებები ადამიანების მიმართ, აქედან გამომდინარე კომენტარს ვერ გავაკეთებთ“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. შენობაში მძევლად 19 ადამიანი აიყვანა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა.

არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

"ამბობდა, რომ თუ თავის დახსნას ვეცდებოდი, მოვკვდებოდი" - ახალგაზრდა ქალი ტრაილერის მძღოლს გაუპატიურების მომზადებაში ადანაშაულებს

"კალაშოვს ყველა ჩამოსვლაზე ჩინოვნიკებისთვის მილიონი დოლარი ჩამოჰქონდა" - რას ყვება ყოფილი პოლიციელი"კანონიერ ქურდებსა" და პოლიციის "ობშიაკზე"

ზ.ხ.-ს მამას ახალი ბრალი დაემატა - თამაზ ხომასურიძეს ამ წუთებში ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება